დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 25 თებერვალი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliდაისი შავ ზღვაზე
დაისი შავ ზღვაზე - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 25თებერვალია, პარასკევი კლებადი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
ბევრი რამ დღეს თქვენს განწყობაზე იქნება დამოკიდებული. იფიქრეთ სასიამოვნოზე. შესაძლებელია მცირე პრობლემები, მაგრამ არ ღირს მათზე ყურადღების გამახვილება. ფულთან დაკავშირებით სიფრთხილე გმართებთ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 24 თებერვალი>>
ვერძი: თუ ჩვეული ცხოვრება მოგწყინდათ, ახალი ეძებეთ. შესანიშნავი დროა მოგზაურობის, თავგადასავლების მოყვარულებისთვის, შემოქმედებითი ადამიანებისთვის. ზოგადად, ეს დღე ყველა თქვენგანს დაამახსოვრდება. ადვილია მეგობრების შეძენა. სასიყვარულო ინტრიგა შეიძლება უფრო ღრმა ურთიერთობებში გადაიზარდოს.
თავისუფლება - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2022
ზოდიაქო: ვინ მოგცემთ საუკეთესო რჩევას?
კურო: შედარებით რთულია ეს დღე საოჯახო საქმეებზე გადართული კუროებისთვის. დღის განმავლობაში შესაძლებელია რთული ფსიქოლოგიური ატმოსფერო სახლში. არაა გამორიცხული, რომ ოჯახის რომელიმე წევრმა თავი შეგნებულად შორს დაიჭიროს თქვენგან. სავარაუდოდ, დღეს ვერაფერს გადაწყვეტთ, მაგრამ ეს სტიმულს მოგცემთ შემდგომი მოქმედებებისთვის.
ტყუპი: დღეს ადვილად გადაწყვეტთ თეორიულ თავსატეხებს, მაგრამ პრაქტიკულ ამოცანებთან გამკლავება გაგიჭირდებათ, ამიტომ საჭიროა, რომ ყურადღება სხვა რაღაცებზე არ გაგეფანტოთ. განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება სწავლასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო მომენტებს. არასასურველია შორეული მგზავრობა, ვიზის გაფორმება და ა.შ.
კირჩხიბი: საღამომდე სხვისი საჭიროებები პირველ ადგილზე იდგება. გაითვალისწინეთ თქვენი მეორე ნახევრის, მშობლების მოთხოვნები და არ შეეწინააღმდეგოთ მათ. თუ მიგაჩნიათ, რომ ყველაფერი ყველაზე უკეთესად იცით, მთელი დღე წინააღმდეგობებს წააწყდებით. თუ რამე არ მოგწონთ, ეს ძალიან დელიკატურად გამოხატეთ. ასე კარგ განწყობასაც შეინარჩუნებთ და გარშემომყოფების პატივისცემასაც დაიმსახურებთ.
ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2017
მიმნდობი ადამიანი ხართ თუ ეჭვიანი? ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი
ლომი: საოჯახო წრეში დილიდანვე გამოავლინეთ თავი, როგორც ლიდერმაოჯახში კომფორტის შექმნისკენ მიმართული საქმიანობა გააუმჯობესებს თქვენს განწყობასა და მდგომარეობას. ამ მიმართულებით ფინანსური საქმიანობა წარმატებული იქნება. ეცადეთ, ოჯახის წევრების მიმართ მზრუნველობა გამოიჩინოთ.
ქალწული: თქვენი ნაბიჯები უფრო პრაქტიკული იქნება, რაც ნებისმიერი ჩანაფიქრის შედეგზე დადებითად აისახება. ვითარება მოგცემთ საშუალებას, დაუბრუნდეთ ნაცნობ საქმიანობას, მომგებიან საქმეს. შეგიძლიათ ნაბიჯის გადადგმა თანამშრომლობის გამოცოცხლების, ბიზნესის გაფართოებისკენ. წარმატებას გპირდებათ საქმიანი მივლინება. წაგადგებათ ზომიერი ფიზიკური დატვირთვა.
სასწორი: დღე შესანიშნავად ჩაივლის, თუ მიჰყვებით ანდაზას „შორი გზიდან მოუარე, შინ მშვიდობით მიდიო“. თქვენი მოთხოვნები დღეს პირველ ადგილზეა, ხოლო სხვების – მეორეზე. არავის მისცეთ უფლება, ძალების ეს თანაფარდობა დაარღვიოს. ვინც ძალიან გადაიღალა, გადაიტანა ინტერესთა სერიოზული შეჯახებები, გაქვთ შანსი, რომ დაისვენოთ და ძალები აღიდგინოთ.
მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2020
მთავარი რომანტიკოსი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნებში - რეიტინგი
მორიელი: შესანიშნავი შესაძლებლობები გექნებათ პროდუქტიული დიალოგისთვის. დღეს სწორედ თქვენ, ფარულად თუ ცხადად, მისცემთ ურთიერთობებს განწყობას, ამოციურ „გრადუსს, ატმოსფეროს. ვისაც მეორე ნახევარი ჰყავს, არ ღირს დუმილი სხვადასხვა ნიუანსზე, რომლებიც თქვენში უკმაყოფილებას იწვევს, ასევე ხშირად გამოხატეთ მადლიერება.
მშვილდოსანი: დღეს დიდია ალბათობა, რომ თქვენს წრეში რაღაც გაუგებრობების თვითმხილველი აღმოჩნდეთ, ან თვითონ იყოთ უშუალო მონაწილე ამის. გექნებათ საშუალება, გაიბრწყინოთ თქვენი უბადლო მჭევრმეტყველებით, „აამოქმედოთ“ სანაცნობო წრე. არაა გამორიცხული, რომ ძალიან მოგეწონოთ ეს ატმოსფერო და აზარტმა აგიყოლოთ. რისკავთ, რომ როლში შესულმა საკუთარი ინტერესები დაივიწყოთ.
თხის რქა: დღის მეორე ნახევარში სჯობს, დროებით უარი თქვათ სტერეოტიპულ აზროვნებაზე. თქვენ წინაშე შეიძლება პრობლემების გადაჭრის კრეატიული გზა გამოჩნდეს, მაგრამ ამ გზაზე დადგომაში თქვენმა კონსერვატიზმმა ან სიჯიუტემ შეგიშალოთ ხელი. ცხოვრება გიკარნახებთ ოჯახური, სასიყვარულო თუ ფინანსური სირთულეებიდან ორიგინალურ გამოსავალს.
ზურმუხტი - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2021
რომელი ქვა იტვირთავს თილისმის ფუნქციას ზოდიაქოს ნიშნებისთვის 2022 წელს
მერწყული: დაუცველი ხართ სულიერად და ფიზიკურად, დამოკიდებული გარემოზე ან საკუთარ ემოციებზე. ძალისხმევის ეფექტურობა დამოკიდებულია აუცილებლობაზე და დაინტერესების ხარისხზე. მოგიწევთ დათმობაზე წასვლა ახლობელ ადამიანებთან. აქტუალური შეიძლება გახდეს სხვების დახმარება. არარეკომენდებულია ღია გამოსვლები, მნიშვნელოვანი განცხადებები, ახალი წამოწყებები.
თევზები: უარი თქვით აგრესიულობაზე, გამორიცხეთ ჭირვეულობა, არათანმიმდევრულობა. დამღლელი საქმიანობები, რომლებშიც მარცხი განიცადეთ, დროებით შეაჩერეთ. დღე გაძლევთ საშუალებას, შეარბილოთ დაპირისპირება, გამოიჩინოთ დიპლომატიურობა. უთანხმოებების მოგვარება განსაკუთრებით აქტუალურია მეუღლეებს შორის, ზოგადად ოჯახურ ურთიერთობებში, ასევე საქმიან პარტნიორობაში.
ყველა ახალი ამბავი
0