დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 24 თებერვალი

CC BY 2.0 / Ben Perrin / Lysterfield Lakeხედი ჰორიზონტზე
ხედი ჰორიზონტზე - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 24 თებერვალია, ხუთშაბათი. კლებადი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
სჯობს, დღის პირველ ნახევარში არ იჩქაროთ. მიზნის მიღწევაში აწონილ–დაწონილი გადაწყვეტილებები და კარგად მოფიქრებული ნაბიჯები დაგეხმარებათ, ემოციებით ნაკარნახევი მოქმედებები კი სანანებელი გაგიხდებათ. დღის მეორე ნახევარი მსუბუქი, იღბლიანი და სასიამოვნო მოვლენებით სავსე იქნება. განსაკუთრებით სასიხარულოდ ჩაივლის შეყვარებულების შეხვედრები.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 23 თებერვალი>>
ვერძი: დღის პირველ ნახევარში მოთმინება და თავის გაკონტროლება გმართებთ. გაგიჭირდებათ ადამიანებთან ურთიერთობები. შესაძლებელია უთანხმოებები წვრილმანების გამო ახლობლებთან. თუ თავს შეიკავებთ, სერიოზულ კონფლიქტებს აიცილებთ თავიდან. მოგვიანებით პოზიტიური პერიოდი დადგება.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2018
ზოდიაქოს სამი „ტყვიაგაუმტარი“ ნიშანი
კურო: ენდეთ ინტუიციას. მისი მინიშნებების წყალობით შეძლებთ მიზნების მიღწევას. იმდენად თანამიმდევრულად იმოქმედებთ, რომ ირგვლივ მყოფებს მოეჩვენებათ, რომ ყველაფერი წინასწარ იცოდით. შესაძლებელია თანხის მიღება. ფული ჯერ არ დახარჯოთ. მალე ეს თანხა მნიშვნელოვანი რამისთვის დაგჭირდებათ.
ტყუპი: საკმაოდ დატვირთული და დამღლელი დღეა, მაგრამ ეს მოგეწონებათ. შესაძლებელია პრობლემების გადაჭრა, მაგრამ არ ღირს გადაწყვეტილებების მიღება ფულთან დაკავშირებულ საკითხებში. პირად ურთიერთობებში პოზიტიური ტენდენციები ჭარბობს. მოსალოდნელია ცვლილებები უკეთესობისკენ.
კირჩხიბი: მშფოთვარე, მაგრამ ნაყოფიერი დღე გელოდებათ. მოგიწევთ საკუთარის გარდა სხვისი საქმეების გაკეთებაც, მათი შეცდომების გამოსწორება, პრობლემების გადაჭრა. ეს არ მოგეწონებათ, მაგრამ შეძლებთ სიმშვიდის შენარჩუნებას, არ აჰყვებით უარყოფით ემოციებს. ეს ირგვლივ მყოფებზე კარგ შთაბეჭდილებას დატოვებს.
მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2018
ჭეშმარიტი ლიდერები და ინიციატორები ზოდიაქოს ნიშნებს შორის
ლომი: მშვიდი დღის იმედი არ გქონდეთ. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მოვლენები კი არა, არამედ მათზე თქვენი რეაქცია, რომელიც ძალზე მწვავე იქნება. სურვილი გექნებათ, გაერკვეთ საკუთარ გრძნობებში, გაიგოთ რა უდევთ გულში გარშემომყოფებს. მოგვიანებით გაძლიერდება დადებითი ტენდენციები და უფრო მსუბუქი პერიოდი დადგება.
ქალწული: ეცადეთ, რეალურად შეხედოთ ყველაფერს. დიდი მიზნების მიღწევა ნაკლებად სავარაუდოა. მცირე გამარჯვებების მოსაპოვებლადაც კი დიდი ძალისხმევა გჭირდებათ. მოემზადეთ იმისთვის, რომ მარტო მოგიწევთ მოქმედება. ზედმეტად არ გადაიღალოთ, მოერიდეთ სტრესულ ვითარებებს. დასვენება არ გაწყენთ.
სასწორი: მოთმინება გჭირდებათ. შესაძლოა, ყველაფერი უცბად არ გამოგივიდეთ, გაჩნდეს დაბრკოლებები საქმეებში, მაგრამ სანერვიულო არაფერია, ყველა სირთულეს გადალახავთ. თუ მნიშვნელოვანი შეხვედრები გაქვთ დანიშნული, ამისთვის სერიოზულად მოემზადეთ, ნუ გექნებათ იმპროვიზაციების იმედი.
მზისკენ ამხტარი გოგო - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2021
ზოდიაქოს ნიშნების ბედნიერების საიდუმლო
მორიელი: დღის პირველი ნახევარი იღბლიანი იქნება. ინტუიცია გიკარნახებთ, რომ სწრაფად მოქმედებაა საჭირო. ამის წყალობით დროს უქმად არ დაკარგავთ და ბევრი პრობლემა გადაწყდება. დღის მეორე ნახევარი უფრო მშვიდად ჩაივლის. გადაერთვებით პირად საქმეებზე, ყურადღებას დაუთმობთ ახლობელ ადამიანებს.
მშვილდოსანი: მოგინდებათ რაღაც ახალი, უჩვეულო. მაგრამ აჯობებს, თუ კარდინალური ცვლილებების განხორციელებაში არ იჩქარებთ. გაჩნდება არაერთი ცდუნება და თუ მათ აჰყვებით, შეიძლება დასანანი შეცდომები დაუშვათ. ამიტომ იმოქმედეთ ჯანსაღი აზრით, წინდახედულად, არ გადადგათ დაუფიქრებელი ნაბიჯები.
თხის რქა: ეცადეთ, ხანგრძლივ საუბრებს თავი აარიდოთ, არ იკამათოთ წვრილმანებზე. გარშემომყოფებთან ურთიერთობები გაგიჭირდებათ. მაგრამ ბევრს მიაღწევთ, თუ დამოუკიდებლად იმოქმედებთ. არაა გამორიცხული, გადაჭრათ პრობლემები, რომლებიც ბოლო დროს წინსვლაში გიშლიდათ ხელს.
ყვავილები ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
ზოდიაქოს ნიშნები – „გამოუსწორებელი" ოპტიმისტები
მერწყული: დღეს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. გარშემომყოფები დაინტერესდებიან ყველაფრით, რასაც ამბობთ და აკეთებთ. იქნება შანსი, რომ ახალი მოკავშირეები იპოვოთ, მათ შორის შეიძლება იყვნენ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან, ჩვეულ საგნებს ახლებურად შეხედოთ.
თევზები: გარშემომყოფებთან ურთიერთობები ჩვეულებრივზე რთული აღმოჩნდება, მათ შორის, ძველ ნაცნობებთანაც, რომ არაფერი ვთქვათ დღეს გაცნობილ ადამიანებზე. მაგრამ საერთო ენას აუცილებლად გამონახავთ და ეს თქვენი დამსახურება იქნება. დღის მეორე ნახევარი პირად საქმეებს დაუთმეთ.
ყველა ახალი ამბავი
0