დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 23 თებერვალი

© Pixabay / FrankWinklerსანაპირო
სანაპირო  - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 23 თებერვალია, ოთხშაბათი. კლებადი მთვარე მორიელის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
დღეს ადამიანებს გაუჩნდებათ სურვილი, რომ ბრძნულად იმოქმედონ. დღის პირველ ნახევარში მოგიწევთ ჭკვიანური ნაბიჯების გადადგმა და ემოციების შეკავება. ხელსაყრელი დროა რამე ხელობის შესასწავლად, სამეცნიერო კვლევებისთვის. არ ღირს ვაჭრობის საკითხების მოგვარება, უკიდურესი მოქმედებები. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა მოგზაურობისთვის, ტექნიკისა და სხვა საჭირო ინსტრუმენტების შესაძენად.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 22 თებერვალი>>
ვერძი: ეცადეთ, არანაირი საბაბი არ წარმოქმნათ ოჯახური კონფლიქტისთვის. თუ ამას შეძლებთ, დღე მშვიდ და მეგობრულ ატმოსფეროში ჩაივლის. სამუშაოზე დეტალურად გათვალეთ თითოეული ნაბიჯი. ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მოგცემთ საკუთარი პოტენციალის გამოყენების საშუალებას.
მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2018
რა ბედი არგუნა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს განგებამ
კურო: სამსახურში სხვადასხვა სახის სირთულეები გელოდებათ, საქმეც ბევრი გექნებათ. შეგიძლიათ ჩვეულ რიტმში იმუშაოთ, ხართ ენერგიული და დაღლილობას არ იგრძნობთ. მთავარია, არ ინერვიულოთ, რადგან ეს ძვირფას ენერგიას წაიღებს. კარგი განწყობა ნებისმიერი სირთულის გადალახვაში დაგეხმარებათ.
ტყუპი: შესანიშნავი დღეა მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად. თქვენი დიპლომატიური უნარები ყველას გამოადგება. ამის წყალობით სერიოზული კონფლიქტები არ გაჩნდება. ეცადეთ, სტრესულ ვითარებებს მოერიდოთ. ეს თქვენს განწყობაზე უარყოფითად აისახება.
კირჩხიბი: შესანიშნავი დღეა ურთიერთობებისთვის. მალე მიხვდებით, რა სურთ გარშემომყოფებს, რას ელოდებიან თქვენგან. ასევე კარგი დღეა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. არავის მისცემთ უფლებას, რომ გზა აგირიოთ, იხელმძღვანელებთ მხოლოდ საკუთარი აზრითა და ინტუიციით.
გალაქტიკა - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2018
გველოსანი – ზოდიაქოს მე-13 ნიშანი
ლომი: არ განერვიულდეთ, თუ დილით რაღაც თქვენი გეგმის მიხედვით არ წავა. შესაძლებელია დასანანი მოვლენები. მაგრამ პოზიტიური ტენდენციები მალე გაძლიერდება და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. დღის მეორე ნახევარში უამრავი შესაძლებლობა იქნება პროფესიული წარმატებების მისაღწევად.
ქალწული: დღე საკმაოდ მშფოთვარედ, მაგრამ საინტერესოდ დაიწყება. მოსალოდნელია რაღაც წინადადებები, იდეები, სასიამოვნო სიურპრიზები. კარგად ჩაივლის დაუგეგმავი შეხვედრები. გაგახარებთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან შეხვედრა. მოგვიანებით შეგიძლიათ ადრე დაწყებულ საქმეებს მიუბრუნდეთ.
სასწორი: მოსალოდნელია უკეთესობისკენ ცვლილებები ურთიერთობებში, რომლებიც ბოლო დროს დაძაბული იყო. შესაძლოა, უკან მოიტოვოთ გაუგებრობები და უთანხმოებები. საქმეებში სიმტკიცის წყალობით წარმატებები გელოდებათ. მზად ხართ საკუთარი ინტერესები დაიცვათ.
მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2019
ზოგი ხუმრობით, ზოგიც... ზოდიაქოს ნიშნები სხვა რაკურსით
მორიელი: გინდათ, რომ დღე უჩვეულო და საინტერესო იყოს. დიდი ალბათობით, ასეც იქნება. გექნებათ შესაძლებლობა, რომ სრულიად ახალ საქმეს შეეჭიდოთ. არაა გამორიცხული უჩვეულო თანხვედრები, შეხვედრები, რომლებიც დიდხანს დაგამახსოვრდებათ. გამოიჩინეთ ინიციატივა პირად ურთიერთობებში.
მშვილდოსანი: შესანიშნავი დღეა. გექნებათ წარმატების მიღწევის შანსი რაღაც მნიშვნელოვან საქმეში. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა სწავლისთვის, ინფორმაციის შეგროვებისთვის. სწრაფად გაერკვევით რთულ საკითხებში. ადამიანები, რომლებიც არ გაფასებდნენ, მიხვდებიან, რომ ძალიან ცდებოდნენ.
თხის რქა: შესანიშნავი დღეა საქმეზე დალაპარაკების, გეგმების განხილვისთვის. თქვენს აზრს ბევრი მოუსმენს ინტერესით. არაა გამორიცხული წინადადებები სამუშაოზე, რომელზე დათანხმებაც დაუყოვნებლივ მოგინდებათ. პოზიტიური ტენდენციების გავლენა იქნება პირად ურთიერთობებშიც. გამოიჩინეთ ინიციატივა.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2018
როგორია თქვენი აურის ფერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: კარგი სიახლეებისა და იდეების დღეა. გეგმის მიხედვით მოქმედება, დიდი ალბათობით, არ გამოვა, მაგრამ ეს არ გაგანაწყენებთ, პირიქით, სიამოვნებითჩაებმებით იმპროვიზირებაში. ინტუიციას შეგილიათ ენდოთ. ირგვლივ ქაოსის მიუხედავად, შეინარჩუნებთ სიმშვიდეს, კეთილგანწყობას.
თევზები: არ იქნება ნაყოფიერი დღე, მაგრამ მაინც სასიამოვნოდ ჩაივლის. მოგეცემათ წარმატების რწმენა. შეგიძლიათ ახალ საქმეებს შეეჭიდოთ. სიფრთხილეა საჭირო ფულთან დაკავშირებულ საკითხებში. არ ჩაებათ ავანტიურაში იმის იმედად, რომ მალე გამდიდრდებით რაღაც საეჭვო ხერხებით.
ყველა ახალი ამბავი
0