https://sputnik-georgia.com/20220222/ras-nisnavs-dasavletistvis-rusetis-strategiuli-birtvuli-zalebis-wvrtnebi-264681407.html
რას ნიშნავს დასავლეთისთვის რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნები
რას ნიშნავს დასავლეთისთვის რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნები
Sputnik საქართველო
რუსეთს არ ამოუწურავს აშშ-თან და ნატოსთან უსაფრთხოების განუყოფლობაზე დიალოგის ყველა დიპლომატიური შესაძლებლობა. ამასთან, მოსკოვი ვაშინგტონის დარწმუნებას ყველა... 22.02.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-02-22T16:31+0400
2022-02-22T16:31+0400
2022-02-22T22:59+0400
ანალიტიკა
მიმოხილვები
მოსაზრება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/16/264658429_0:97:3071:1824_1920x0_80_0_0_e5d3c9396f991c0aa52ecea4be337224.jpg
რუსეთს არ ამოუწურავს აშშ-თან და ნატოსთან უსაფრთხოების განუყოფლობაზე დიალოგის ყველა დიპლომატიური შესაძლებლობა. ამასთან, მოსკოვი ვაშინგტონის დარწმუნებას ყველა სამხედრო-ტექნიკური ინსტრუმენტის – ჰიპერბგერითი და ბირთვული რაკეტების, პოლიტიკური ნებისა და მათი გამოყენების ტექნოლოგიური მზადყოფნის დემონსტრირებით ცდილობს. ევროპასა და მსოფლიოში რუსეთის ნაციონალური ინტერესების იგნორირება შეუძლებელია. უკრაინა კოლექტიური დასავლეთის დიდი პრობლემის მხოლოდ ფრაგმენტია.ბელარუსის ლიდერ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან 18 თებერვლის მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა: „იმას ვაკეთებთ, რასაც საჭიროდ მივიჩნევთ, და მომავალშიც ასე მოვიქცევით... გვაქვს მკაფიო, გასაგები ორიენტირები, რომლებიც რუსი ხალხისა და სახელმწიფოს ნაციონალურ ინტერესებს შეესაბამება“.ერთი დღის შემდეგ ხმელთაშუა ზღვისპირეთიდან ჩრდილოეთისკენ და ბალტიიდან ოხოტის ზღვამდე გაიმართა რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალებისა და საზღვაო ფლოტის გეგმურ წვრთნებში ინტეგრირებული ფრთოსანი, ჰიპერბგერითი და ბალისტიკური რაკეტების მასირებული გაშვება. მოსკოვმა ღიად და მტკიცედ აჩვენა მაღალტექნოლოგიური მზადყოფნა გლობალური სამხედრო კონფლიქტისთვის – იმ შემთხვევისთვის, თუ ვაშინგტონი და ბრიუსელი რუსეთის საზღვრების მახლობლად რომელიმე რეგიონში საბრძოლო მოქმედებას წამოიწყებენ.რუსეთის ბირთვული იარაღის გამოყენებით წვრთნების შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ არ სჯერა მისი გამოყენების შესაძლებლობის და ვლადიმერ პუტინი ამით ცდილობს „დაარწმუნოს მსოფლიო იმაში, რომ მას ევროპაში დინამიკის შეცვლა შეუძლია“. სულ ტყუილა არ სჯერა ბაიდენს და თვით უკრაინელებზე მეტად ღელავს უკრაინაში „შეჭრაზე“.რუსეთსა და აშშ-ს თანაბარი უფლებები აქვთ უსაფრთხოების სფეროში. ნებისმიერი ცალმხრივი განმარტება ან ამერიკელების დიქტატი დაუშვებელია. 1945 წელს ჰიროსიმასა და ნაგასაკის, 1999 წელს ბელგრადისა და 2011 წელს ტრიპოლის დაბომბვისთვის ვაშინგტონს ობიექტური მიზეზები და საერთაშორისო უფლება გაცილებით ნაკლები ჰქონდა, ვიდრე დღეს მოსკოვს აქვს, როდესაც რუსეთის საზღვრებთან პენტაგონისა და ნატოს გამანადგურებელი შეიარაღებისა და საჯარისო ნაწილების განთავსება მიმდინარეობს.ალიანსის ჯარების დაბრუნება 1997 წლის არეალში – უსაფრთხოების განუყოფლობის უალტერნატივო პირობაა. დასავლელ „პარტნიორებს“ ამასთან შეგუება მოუწევთ. სამხედრო პროვოკაციები რუსული ინტერესების სფეროში გამოიწვევს მხოლოდ ოპერატიულ რეაგირებას ან სტრატეგიულ ანგარიშსწორებას. ევროპის კონტინენტზე „გარიყული ქვეყნების“ აშშ-ისა და ალიანსისთვის კომფორტული დაბომბვები აღარ იქნება.სტრატეგიული შეკავება19 თებერვალს რამდენიმე გეოგრაფიულ წერტილში რუსეთის სამხედრო ძალების მთავარსარდლის ვლადიმირ პუტინის ხელმძღვანელობით გაიმართა რუსეთის სტრატეგიული ბირთვული შემაკავებელი ძალების წვრთნები. მანევრებს კრემლის სიტუაციური ცენტრიდან თვალს ადევნებდა ასევე ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო. შეიარაღების სისტემებმა დაადასტურა საბრძოლო მახასიათებლები – ყველა გაშვებული ჰიპერბგერითი, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა სასწავლო მიზანს მისწვდა.ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი „ისკანდერი“ წარმატებით გამოსცადეს ასტრახანის ოლქში (https://youtu.be/uHni4LWUT0c?t=43). ფრთოსანი „კალიბრები“ გაუშვეს შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო ხომალდ „გრაივორონიდან“ (https://youtu.be/vhZ5UvqTv0Y?t=33) და ჩრდილოეთის ფლოტის წყალქვეშა ნავებიდან (https://youtu.be/L_zPTrfrO_o?t=33). Миг-31К გამანადგურებლებმა Х-47М2 ჰიპერბგერითი რაკეტებით იერიში მიიტანეს სავარაუდო მოწინააღმდეგეზე, რომელიც მეტად შეაშფოთა რაკეტების ერთდროულმა გამოჩენამ ბალტიისა და ხმელთაშუა ზღვის თავზე (https://youtu.be/abWKmsjv2n0?t=48). ჰიპერბგერითმა „ცირკონებმა“ სამიზნეებს შეუტიეს ფრეგატ „ადმირალ გორშკოვის“ ბორტიდან ზღვასა და ხმელეთზე (https://youtu.be/_TS88Vg0ZLU?t=36). სტრატეგიულმა გამანადგურებელმა რაკეტმზიდებმა Ту-95МС ფრთოსანი რაკეტებით გაანადგურეს სამიზნე კომის „პემბოის“ და კამჩატკის „კურას“ პოლიგონებზე (https://www.youtube.com/watch?v=by3hO3YnOec&t=1s. ბარენცის ზღვაში სტრატეგიული დანიშნულების ატომურმა წყალქვეშა სარაკეტო კრეისერმა „კარელიამ“ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა „სინევა“ გაუშვა (https://www.youtube.com/watch?v=6Ki7JBgNt_o). პლესეცკის კოსმოდრომიდან კამჩატკისკენ დაიძრა საკონტინენტთაშორისო „იარსი“ (https://youtu.be/n9QYFvfoaKM?t=16).მასშტაბურ მანევრებში მონაწილეობდნენ სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების, სამხრეთის სამხედრო ოლქის, ჩრდილოეთისა და შავი ზღვის ფლოტების ძალები, რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავები. სხვადასხვა მანძილისა და სიმძლავრის სარაკეტო სისტემების გამოყენების სპექტრი იყო მოდელი სამხედრო ესკალაციის სიტუაციისა, როდესაც ვერ ხერხდება აგრესიული ბლოკის იძულება მშვიდობისადმი მაღალი სიზუსტის ტაქტიკური იარაღით, 1.000-დან 5.000 კმ-მდე მანძილის ჰიპერბგერითი და ფრთოსანი რაკეტებით (საბრძოლო მართვის პუნქტების არაბირთვული განადგურება). ამ დროს საქმეში ერთვება რუსეთის ბირთვული ტრიადა – რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული სარაკეტო ძალები, საზღვაო ფლოტი და კოსმოსური ძალები.მხოლოდ სახმელეთო სტრატეგიულ ბირთვულ ძალებში მუდმივ მზადყოფნაშია გამშვები მოწყობილობების 95%. გარდა ბირთვულქობინებიანი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტებისა, რუსეთს ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინის თავზე 70 კმ-ის სიმაღლეზე შეუძლია ელექტრომაგნიტური იარაღის გამოყენება, რომელიც მწყობრიდან გამოიყვანს ელექტრულ ქსელებს და დიდი ბრიტანეთიდან პოლონეთამდე ალიანსის მთელი სტრუქტურის პარალიზებას გამოიწვევს.წვრთნების დასკვნით ეტაპზე რუსეთის სამხედრო ძალების გენშტაბის მეთაურმა ვალერი გერასიმოვმა სახელმწიფოს მეთაურს მოახსენა, რომ სტრატეგიული ბირთვული ძალების მხრიდან „მოწინააღმდეგის გარანტირებული განადგურების“ მიზნით საპასუხო-შემხვედრი საცდელი ოპერაცია წარმატებით ჩატარდა. ამ „ბირთვულმა მესიჯმა“ ალბათ მიაღწია ვაშინგტონისა და ბრიუსელის ყურამდე, სადაც ცდილობენ ამასწინანდელი ავღანური სირცხვილის კომპენსირებას მაღალტექნოლოგიურ რუსეთთან ომის გეგმებით.დაუსრულებელი უმეცრებააშშ-ის სამეცნიერო ფედერაციის მონაცემებით, რუსეთი ფლობს 6.372 ბირთვულ ჭურვს, რომელთაგან 1.570 საბრძოლო გადამზიდებზეა განთავსებული, დანარჩენი რეზერვშია. ჩრდილოეთ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის სრულად გასანადგურებლად საკმარისია რუსული ბირთვული არსენალის მეათედიც კი.აშშ-ს 5.800 ბირთვული ჭურვი აქვს, რომელთაგან 1.600-ია მზად, თუმცა ამერიკული იარაღი გვარიანად მოძველებულია, პრობლემებია გადასაზიდ მოწყობილობებთანაც. მეორე მხრივ, რუსეთისა და კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ჯარების შეჭრა კანადისა და მექსიკის ტერიტორიებზე ამერიკელებს ნამდვილად არ ემუქრება. „ჰეგემონიის“ დრო წარსულს ჩაბარდა, პენტაგონის ბიუჯეტი გამარჯვებების მანიშნებელი არ არის. რუსეთთან ომი კატასტროფა იქნება აშშ-ისთვისაც და ნატოსთვისაც. გაცილებით პრაქტიკული და უსაფრთხოა ევროპისა და აზიისთვის თავის დანებება, პენტაგონის სამხედროების დაბრუნება ჩრდილოეთ ამერიკის ყაზარმებში. რაც მალე, მით უკეთესი.შემთხვევით არ მოუთხოვია აშშ-სგან ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გაეთვალისწინებინა რუსეთის შეშფოთება უკრაინის საკითხის გამო, რადგან პარალელურად მოსალოდნელი იყო ტაივანის პრობლემის გამწვავებაც.ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეფ ბორელმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შეშფოთებით განაცხადა რუსეთისა და ჩინეთის გეგმებზე, „გადახედონ მსოფლიო წესრიგს“. მართლაც, ბევრი მიეჩვია დასავლეთში მდიდრულ ცხოვრებას სხვის ხარჯზე – მეზობლების ძარცვასა და დაბომბვას ნებისმიერი ხელსაყრელი საბაბით (ერაყი, ავღანეთი, იუგოსლავია, ლიბია, სირია). ასეთი „წესრიგი“ ქვეყნების დიდ ნაწილს ვნებს, ხელს უშლის განვითარებას.მრავალპოლარული სამყაროს ახალი ლიდერები – რუსეთი და ჩინეთი წარმატებით შლიან მას ყველა დიპლომატიური და სამხედრო-ტექნოლოგიური საშუალებით. ისტორიის შეუქცევადობა გააზრებული აქვთ საღად მოაზროვნე ამერიკელებსა და ევროპელებს.სპარსეთის ყურის ომის ვეტერანმა, აშშ-ის არმიის პოლკოვნიკმა დუგლას მაკგრეგორმა Fox News-ის ეთერში მიუთითა აშშ-ის პრეზიდენტის „დაუსრულებელ უმეცრებაზე“ საგარეო პოლიტიკის სფეროში და დაასკვნა: „პრეზიდენტი ბაიდენი ისე მოქმედებს, თითქოს რუსეთის ინტერესებს მნიშვნელობა არ ჰქონდეს და არავითარ როლს არ თამაშობდეს... რუსეთი აპირებს დემონსტრირებას, რომ ჩვენ აღმოსავლეთ ევროპაში უძლურები ვართ. და მე ვერ ვხედავ ვერავითარ მტკიცებულებას რუსეთის წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში სანქციების მასობრივი მხარდაჭერისა, ადამიანების უმეტესობა სამართლიანად მიიჩნევს უკრაინას რუსეთის ნაციონალური უსაფრთხოების საკითხად“.აშშ-ის დეგრადაციის გზაზე შემდგარ უკრაინულ პროექტს ევროპაც უარყოფს. ამას წინათ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა: „ევროპელებისთვის ნათელია, რომ მტკიცე უსაფრთხოება ვერ იქნება მიღწეული რუსეთის წინააღმდეგ, არამედ შესაძლებელია მხოლოდ რუსეთთან ერთად“. აშშ-ისა და ნატოს აგრესიული პოლიტიკის გაგრძელება ნიშნავს მხოლოდ „ოქროს მილიარდის“ მხრიდან დედამიწის დანარჩენი შვიდი მილიარდი მცხოვრების სიცოცხლისა და კეთილდღეობის არაფრად ჩაგდებას. გარდაუვალია ინტერესთა კონფლიქტი, პერსპექტივაში ალბათ პარაზიტი სახელმწიფოებისა და ალიანსების სამხედრო-ტექნიკური განადგურება.რედაქცია პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე
https://sputnik-georgia.com/20220218/rusetis-kaspiis-flotilia-savi-zrvis-regionsa-da-xmeltasua-zrvispirets-akontrolebs-264559411.html
https://sputnik-georgia.com/20220211/rit-gansxvavdeba-belarus-rusetis-sakavsiro-simtkice-atlantikuri-simtkicisgan-264344012.html
https://sputnik-georgia.com/20220204/f-35-carl-vinson-incidenti-zrvaze-264150845.html
https://sputnik-georgia.com/20220127/ristvis-mowmdeba-rusetis-samxedro-olqebis-mzadyofna-263926381.html
https://sputnik-georgia.com/20211229/kaspiisflotiliis-xomaldebi-kaspiisksi-gadabazirdnen-263246734.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/16/264658429_238:0:2969:2048_1920x0_80_0_0_2ac6c217d49d884bd2f103b8a48f60c6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მიმოხილვები, მოსაზრება
ანალიტიკა, მიმოხილვები, მოსაზრება
რუსეთს არ ამოუწურავს აშშ-თან და ნატოსთან უსაფრთხოების განუყოფლობაზე დიალოგის ყველა დიპლომატიური შესაძლებლობა. ამასთან, მოსკოვი ვაშინგტონის დარწმუნებას ყველა სამხედრო-ტექნიკური ინსტრუმენტის – ჰიპერბგერითი და ბირთვული რაკეტების, პოლიტიკური ნებისა და მათი გამოყენების ტექნოლოგიური მზადყოფნის დემონსტრირებით ცდილობს. ევროპასა და მსოფლიოში რუსეთის ნაციონალური ინტერესების იგნორირება შეუძლებელია. უკრაინა კოლექტიური დასავლეთის დიდი პრობლემის მხოლოდ ფრაგმენტია.
ბელარუსის ლიდერ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან 18 თებერვლის მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა: „იმას ვაკეთებთ, რასაც საჭიროდ მივიჩნევთ, და მომავალშიც ასე მოვიქცევით... გვაქვს მკაფიო, გასაგები ორიენტირები, რომლებიც რუსი ხალხისა და სახელმწიფოს ნაციონალურ ინტერესებს შეესაბამება“.
ერთი დღის შემდეგ ხმელთაშუა ზღვისპირეთიდან ჩრდილოეთისკენ და ბალტიიდან ოხოტის ზღვამდე გაიმართა რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალებისა და საზღვაო ფლოტის გეგმურ წვრთნებში ინტეგრირებული ფრთოსანი, ჰიპერბგერითი და ბალისტიკური რაკეტების მასირებული გაშვება. მოსკოვმა ღიად და მტკიცედ აჩვენა მაღალტექნოლოგიური მზადყოფნა გლობალური სამხედრო კონფლიქტისთვის – იმ შემთხვევისთვის, თუ ვაშინგტონი და ბრიუსელი რუსეთის საზღვრების მახლობლად რომელიმე რეგიონში საბრძოლო მოქმედებას წამოიწყებენ.
რუსეთის ბირთვული იარაღის გამოყენებით წვრთნების შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ არ სჯერა მისი გამოყენების შესაძლებლობის და ვლადიმერ პუტინი ამით ცდილობს „დაარწმუნოს მსოფლიო იმაში, რომ მას ევროპაში დინამიკის შეცვლა შეუძლია“. სულ ტყუილა არ სჯერა ბაიდენს და თვით უკრაინელებზე მეტად ღელავს უკრაინაში „შეჭრაზე“.
რუსეთსა და აშშ-ს თანაბარი უფლებები აქვთ უსაფრთხოების სფეროში. ნებისმიერი ცალმხრივი განმარტება ან ამერიკელების დიქტატი დაუშვებელია. 1945 წელს ჰიროსიმასა და ნაგასაკის, 1999 წელს ბელგრადისა და 2011 წელს ტრიპოლის დაბომბვისთვის ვაშინგტონს ობიექტური მიზეზები და საერთაშორისო უფლება გაცილებით ნაკლები ჰქონდა, ვიდრე დღეს მოსკოვს აქვს, როდესაც რუსეთის საზღვრებთან პენტაგონისა და ნატოს გამანადგურებელი შეიარაღებისა და საჯარისო ნაწილების განთავსება მიმდინარეობს.
ალიანსის ჯარების დაბრუნება 1997 წლის არეალში – უსაფრთხოების განუყოფლობის უალტერნატივო პირობაა. დასავლელ „პარტნიორებს“ ამასთან შეგუება მოუწევთ. სამხედრო პროვოკაციები რუსული ინტერესების სფეროში გამოიწვევს მხოლოდ ოპერატიულ რეაგირებას ან სტრატეგიულ ანგარიშსწორებას. ევროპის კონტინენტზე „გარიყული ქვეყნების“ აშშ-ისა და ალიანსისთვის კომფორტული დაბომბვები აღარ იქნება.
19 თებერვალს რამდენიმე გეოგრაფიულ წერტილში რუსეთის სამხედრო ძალების მთავარსარდლის ვლადიმირ პუტინის ხელმძღვანელობით გაიმართა რუსეთის სტრატეგიული ბირთვული შემაკავებელი ძალების წვრთნები. მანევრებს კრემლის სიტუაციური ცენტრიდან თვალს ადევნებდა ასევე ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო. შეიარაღების სისტემებმა დაადასტურა საბრძოლო მახასიათებლები – ყველა გაშვებული ჰიპერბგერითი, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა სასწავლო მიზანს მისწვდა.
ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი „ისკანდერი“ წარმატებით გამოსცადეს ასტრახანის ოლქში (
https://youtu.be/uHni4LWUT0c?t=43). ფრთოსანი „კალიბრები“ გაუშვეს შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო ხომალდ „გრაივორონიდან“ (
https://youtu.be/vhZ5UvqTv0Y?t=33) და ჩრდილოეთის ფლოტის წყალქვეშა ნავებიდან (
https://youtu.be/L_zPTrfrO_o?t=33). Миг-31К გამანადგურებლებმა Х-47М2 ჰიპერბგერითი რაკეტებით იერიში მიიტანეს სავარაუდო მოწინააღმდეგეზე, რომელიც მეტად შეაშფოთა რაკეტების ერთდროულმა გამოჩენამ ბალტიისა და ხმელთაშუა ზღვის თავზე (
https://youtu.be/abWKmsjv2n0?t=48). ჰიპერბგერითმა „ცირკონებმა“ სამიზნეებს შეუტიეს ფრეგატ „ადმირალ გორშკოვის“ ბორტიდან ზღვასა და ხმელეთზე (
https://youtu.be/_TS88Vg0ZLU?t=36). სტრატეგიულმა გამანადგურებელმა რაკეტმზიდებმა Ту-95МС ფრთოსანი რაკეტებით გაანადგურეს სამიზნე კომის „პემბოის“ და კამჩატკის „კურას“ პოლიგონებზე (
https://www.youtube.com/watch?v=by3hO3YnOec&t=1s. ბარენცის ზღვაში სტრატეგიული დანიშნულების ატომურმა წყალქვეშა სარაკეტო კრეისერმა „კარელიამ“ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა „სინევა“ გაუშვა (
https://www.youtube.com/watch?v=6Ki7JBgNt_o). პლესეცკის კოსმოდრომიდან კამჩატკისკენ დაიძრა საკონტინენტთაშორისო „იარსი“ (
https://youtu.be/n9QYFvfoaKM?t=16).
მასშტაბურ მანევრებში მონაწილეობდნენ სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების, სამხრეთის სამხედრო ოლქის, ჩრდილოეთისა და შავი ზღვის ფლოტების ძალები, რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავები. სხვადასხვა მანძილისა და სიმძლავრის სარაკეტო სისტემების გამოყენების სპექტრი იყო მოდელი სამხედრო ესკალაციის სიტუაციისა, როდესაც ვერ ხერხდება აგრესიული ბლოკის იძულება მშვიდობისადმი მაღალი სიზუსტის ტაქტიკური იარაღით, 1.000-დან 5.000 კმ-მდე მანძილის ჰიპერბგერითი და ფრთოსანი რაკეტებით (საბრძოლო მართვის პუნქტების არაბირთვული განადგურება). ამ დროს საქმეში ერთვება რუსეთის ბირთვული ტრიადა – რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული სარაკეტო ძალები, საზღვაო ფლოტი და კოსმოსური ძალები.
მხოლოდ სახმელეთო სტრატეგიულ ბირთვულ ძალებში მუდმივ მზადყოფნაშია გამშვები მოწყობილობების 95%. გარდა ბირთვულქობინებიანი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტებისა, რუსეთს ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინის თავზე 70 კმ-ის სიმაღლეზე შეუძლია ელექტრომაგნიტური იარაღის გამოყენება, რომელიც მწყობრიდან გამოიყვანს ელექტრულ ქსელებს და დიდი ბრიტანეთიდან პოლონეთამდე ალიანსის მთელი სტრუქტურის პარალიზებას გამოიწვევს.
წვრთნების დასკვნით ეტაპზე რუსეთის სამხედრო ძალების გენშტაბის მეთაურმა ვალერი გერასიმოვმა სახელმწიფოს მეთაურს მოახსენა, რომ სტრატეგიული ბირთვული ძალების მხრიდან „მოწინააღმდეგის გარანტირებული განადგურების“ მიზნით საპასუხო-შემხვედრი საცდელი ოპერაცია წარმატებით ჩატარდა. ამ „ბირთვულმა მესიჯმა“ ალბათ მიაღწია ვაშინგტონისა და ბრიუსელის ყურამდე, სადაც ცდილობენ ამასწინანდელი ავღანური სირცხვილის კომპენსირებას მაღალტექნოლოგიურ რუსეთთან ომის გეგმებით.
აშშ-ის სამეცნიერო ფედერაციის მონაცემებით, რუსეთი ფლობს 6.372 ბირთვულ ჭურვს, რომელთაგან 1.570 საბრძოლო გადამზიდებზეა განთავსებული, დანარჩენი რეზერვშია. ჩრდილოეთ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის სრულად გასანადგურებლად საკმარისია რუსული ბირთვული არსენალის მეათედიც კი.
აშშ-ს 5.800 ბირთვული ჭურვი აქვს, რომელთაგან 1.600-ია მზად, თუმცა ამერიკული იარაღი გვარიანად მოძველებულია, პრობლემებია გადასაზიდ მოწყობილობებთანაც. მეორე მხრივ, რუსეთისა და კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ჯარების შეჭრა კანადისა და მექსიკის ტერიტორიებზე ამერიკელებს ნამდვილად არ ემუქრება. „ჰეგემონიის“ დრო წარსულს ჩაბარდა, პენტაგონის ბიუჯეტი გამარჯვებების მანიშნებელი არ არის. რუსეთთან ომი კატასტროფა იქნება აშშ-ისთვისაც და ნატოსთვისაც. გაცილებით პრაქტიკული და უსაფრთხოა ევროპისა და აზიისთვის თავის დანებება, პენტაგონის სამხედროების დაბრუნება ჩრდილოეთ ამერიკის ყაზარმებში. რაც მალე, მით უკეთესი.
შემთხვევით არ მოუთხოვია აშშ-სგან ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გაეთვალისწინებინა რუსეთის შეშფოთება უკრაინის საკითხის გამო, რადგან პარალელურად მოსალოდნელი იყო ტაივანის პრობლემის გამწვავებაც.
ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეფ ბორელმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შეშფოთებით განაცხადა რუსეთისა და ჩინეთის გეგმებზე, „გადახედონ მსოფლიო წესრიგს“. მართლაც, ბევრი მიეჩვია დასავლეთში მდიდრულ ცხოვრებას სხვის ხარჯზე – მეზობლების ძარცვასა და დაბომბვას ნებისმიერი ხელსაყრელი საბაბით (ერაყი, ავღანეთი, იუგოსლავია, ლიბია, სირია). ასეთი „წესრიგი“ ქვეყნების დიდ ნაწილს ვნებს, ხელს უშლის განვითარებას.
მრავალპოლარული სამყაროს ახალი ლიდერები – რუსეთი და ჩინეთი წარმატებით შლიან მას ყველა დიპლომატიური და სამხედრო-ტექნოლოგიური საშუალებით. ისტორიის შეუქცევადობა გააზრებული აქვთ საღად მოაზროვნე ამერიკელებსა და ევროპელებს.
სპარსეთის ყურის ომის ვეტერანმა, აშშ-ის არმიის პოლკოვნიკმა დუგლას მაკგრეგორმა Fox News-ის ეთერში მიუთითა აშშ-ის პრეზიდენტის „დაუსრულებელ უმეცრებაზე“ საგარეო პოლიტიკის სფეროში და დაასკვნა: „პრეზიდენტი ბაიდენი ისე მოქმედებს, თითქოს რუსეთის ინტერესებს მნიშვნელობა არ ჰქონდეს და არავითარ როლს არ თამაშობდეს... რუსეთი აპირებს დემონსტრირებას, რომ ჩვენ აღმოსავლეთ ევროპაში უძლურები ვართ. და მე ვერ ვხედავ ვერავითარ მტკიცებულებას რუსეთის წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში სანქციების მასობრივი მხარდაჭერისა, ადამიანების უმეტესობა სამართლიანად მიიჩნევს უკრაინას რუსეთის ნაციონალური უსაფრთხოების საკითხად“.
აშშ-ის დეგრადაციის გზაზე შემდგარ უკრაინულ პროექტს ევროპაც უარყოფს. ამას წინათ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა: „ევროპელებისთვის ნათელია, რომ მტკიცე უსაფრთხოება ვერ იქნება მიღწეული რუსეთის წინააღმდეგ, არამედ შესაძლებელია მხოლოდ რუსეთთან ერთად“. აშშ-ისა და ნატოს აგრესიული პოლიტიკის გაგრძელება ნიშნავს მხოლოდ „ოქროს მილიარდის“ მხრიდან დედამიწის დანარჩენი შვიდი მილიარდი მცხოვრების სიცოცხლისა და კეთილდღეობის არაფრად ჩაგდებას. გარდაუვალია ინტერესთა კონფლიქტი, პერსპექტივაში ალბათ პარაზიტი სახელმწიფოებისა და ალიანსების სამხედრო-ტექნიკური განადგურება.
რედაქცია პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე