https://sputnik-georgia.com/20220222/profesionali-motxilamure-blogerebi-saqartveloze-264683804.html
რას წერენ პროფესიონალი მოთხილამურე ბლოგერები საქართველოზე
რას წერენ პროფესიონალი მოთხილამურე ბლოგერები საქართველოზე
Sputnik საქართველო
როგორც პროფესიონალი მოთხილამურე ბლოგერები აღნიშნავენ, კურორტი „გოდერძი“ ერთ-ერთი საუკეთესოა ექსტრემალური, პროფესიონალური სტილის სრიალისთვის.
2022-02-22T18:14+0400
2022-02-22T18:14+0400
2022-02-22T23:24+0400
ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები
ესპანეთი
საქართველო
აჭარა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24738/03/247380324_0:52:1000:615_1920x0_80_0_0_753839ac39b77ab4642abd83e9e35f70.jpg
თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძის“ ტურისტული შესაძლებლობები პროფესიონალი მოთხილამურე ბლოგერების ყურადღების ცენტრში მოექცა, იუწყება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი.ფრირაიდის სტილის ესპანელმა მოთხილამურეებმა კურორტის ექსტრემალური და სპორტული სათხილამურო ტრასები გამოსცადეს და თავიანთი შთაბეჭდილებები ასიათასობით ხელმომწერს გაუზიარეს, რომელთა შორის უმრავლესობა პროფესიონალი მოთხილამურე და ფრირაიდერია.დეპარტამენტის ინფორმაციით, ბლოგერებმა უკვე გამოაქვეყნეს სტატია პოპულარულ სპორტულ გამოცემაში Nevasport, რომელსაც 12 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს.როგორც ისინი აღნიშნავენ, კურორტი „გოდერძი“ ერთ-ერთი საუკეთესოა ექსტრემალური, პროფესიონალური სტილის სრიალისთვის. იქ შესაძლებელია როგორც ძირითად ბილიკზე, ისე გაუკვალავ ადგილებში სრიალი, რაც ძალიან პოპულარული და მოთხოვნადია დღეს მსოფლიოში.„ჯადოსნურ ადგილას მოვხვდით“: საქართველო სერბ ჟურნალისტებს მასპინძლობს>>ესპანელი ფრირაიდერები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობდნენ. გარდა სტატიებისა, ისინი პროფესიონალ მოთხილამურეებსა და მათ ხელმომწერებს კურორტზე გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეორგოლს გაუზიარებენ.აჭარის შემდეგ მოთხილამურეებმა სვანეთის სათხილამურო ტრასებიც გამოსცადეს.ესპანელი ბლოგერები საქართველოს გასულ კვირაში სტუმრობდნენ.
ესპანეთი
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24738/03/247380324_56:0:944:666_1920x0_80_0_0_31470c9a5c082b2101bdea5a81dc5dc3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ბლოგერები მოთხილამურე გოდერძი კურორტი
ბლოგერები მოთხილამურე გოდერძი კურორტი
რას წერენ პროფესიონალი მოთხილამურე ბლოგერები საქართველოზე
18:14 22.02.2022 (განახლებულია: 23:24 22.02.2022) ესპანელი ბლოგერები საქართველოს გასულ კვირაში სტუმრობდნენ. მათი შეფასებით, ეს იყო შესანიშნავი მოგზაურობა ქვეყანაში, რომელიც დამალულ მარგალიტს ჰგავს.
თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძის“ ტურისტული შესაძლებლობები პროფესიონალი მოთხილამურე ბლოგერების ყურადღების ცენტრში მოექცა, იუწყება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი.
ფრირაიდის სტილის ესპანელმა მოთხილამურეებმა კურორტის ექსტრემალური და სპორტული სათხილამურო ტრასები გამოსცადეს და თავიანთი შთაბეჭდილებები ასიათასობით ხელმომწერს გაუზიარეს, რომელთა შორის უმრავლესობა პროფესიონალი მოთხილამურე და ფრირაიდერია.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ბლოგერებმა უკვე გამოაქვეყნეს სტატია პოპულარულ სპორტულ გამოცემაში Nevasport, რომელსაც 12 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს.
როგორც ისინი აღნიშნავენ, კურორტი „გოდერძი“ ერთ-ერთი საუკეთესოა ექსტრემალური, პროფესიონალური სტილის სრიალისთვის. იქ შესაძლებელია როგორც ძირითად ბილიკზე, ისე გაუკვალავ ადგილებში სრიალი, რაც ძალიან პოპულარული და მოთხოვნადია დღეს მსოფლიოში.
ესპანელი ფრირაიდერები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობდნენ. გარდა სტატიებისა, ისინი პროფესიონალ მოთხილამურეებსა და მათ ხელმომწერებს კურორტზე გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეორგოლს გაუზიარებენ.
აჭარის შემდეგ მოთხილამურეებმა სვანეთის სათხილამურო ტრასებიც გამოსცადეს.
„რომ შევაჯამოთ, ეს იყო შესანიშნავი მოგზაურობა ქვეყანაში, რომელიც დამალულ მარგალიტს ჰგავს. შემდეგ წელს ჩვენ აქ აუცილებლად დავბრუნდებით, რათა უკეთ გავიცნოთ ეს ქვეყანა და ვისიამოვნოთ იმ ყველაფრით, რასაც აქ გვთავაზობენ: ბევრი თოვლი, უგემრიელესი საჭმელი, საყვარელი ხალხი, სასწაული ხედები, სათავგადასავლო სათხილამურო ტრასები და მომაჯადოებელი კულტურა“, – აღნიშნეს ბლოგერებმა.
ესპანელი ბლოგერები საქართველოს გასულ კვირაში სტუმრობდნენ.