https://sputnik-georgia.com/20211024/jadosnur-adgilas-movxvdit-saqartvelo-serb-jurnalistebs-maspinzlobs-261438840.html
„ჯადოსნურ ადგილას მოვხვდით“: საქართველო სერბ ჟურნალისტებს მასპინძლობს
„ჯადოსნურ ადგილას მოვხვდით“: საქართველო სერბ ჟურნალისტებს მასპინძლობს
Sputnik საქართველო
სერბი ჟურნალისტები საქართველოს შესახებ მოამზადებენ სიუჟეტებსა და სტატიებს, რომლებიც მათ ქვეყანაში სხვადასხვა არხებისა და გამოცემების საშუალებით გავრცელდება. 24.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-24T12:10+0400
2021-10-24T12:10+0400
2021-10-24T12:10+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24214/07/242140789_0:512:2731:2048_1920x0_80_0_0_5745da8a4a3ab15ff2aebf1803d60ed9.jpg
თბილისი, 24 ოქტომბერი - Sputnik. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სერბეთის მაღალრეიტინგული ტელეკომპანიებისა და გამოცემების ჟურნალისტებს, ასევე ბლოგერებს მასპინძლობს.პრეს-ტურის ფარგლებში სერბული მედიის წარმომადგენლებმა თბილისი, ალავერდი, შილდა, სიღნაღი, ბოდბე, ქუთაისი, წყალტუბო, მესტია, უშგული მოინახულეს, ასევე დაათვალიერეს მარტვილის და ოკაცეს კანიონები, ეწვივნენ ვანს.პრეს-ტურის მიზანი საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული პროდუქტების - ღვინისა და გასტრონომიის პოპულარიზაციაა.„საქართველოს შეუძლია ძალიან ბევრი რამ შესთავაზოს მოგზაურებს. საქართველოს შესახებ ბევრი რამ ვიცოდი, მაგრამ აქ ჩამოსვლის შემდეგ ვგრძნობ, რომ ჯადოსნურ ადგილას მოვხვდი. ეს არის ძალიან კარგი ტურისტული მიმართულება საოცარი ხალხით“, - განაცხადა ტურის მონაწილე სერბმა ჟურნალისტმა.ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სერბი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული მიმართულების, კულტურის, გასტრონომიისა და ღვინის შესახებ 30 წუთიან რეპორტაჟს მოამზადებენ გადაცემა „პლანეტარიუმისათვის“, ასევე მეორე გადაცემაში Vrele Gume ჟურნალისტები 30 წუთის განმავლობაში მაყურებელს მოუთხრობენ საქართველოში ავტომობილით მოგზაურობის უპირატესობაზე.გარდა ამისა, პრეს-ტურის შემდეგ ოთხი 5-წუთიანი ვიდეო რგოლი Georgia From my Angle მომზადდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, გამოქვეყნდება სამი სტატია საქართველოს გასტრო-კულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვე სამზარეულოს შესახებ, ასევე ცალკე სტატია მიეძღვნება ქართულ მუზეუმებსა და დაცულ უნიკალურ რელიკვიებს.პარალელურად ტურის მონაწილე სერბი ჟურნალისტები და ბლოგერები სტატიებს, ბლოგებს, ფოტო-ალბომებსა და ჩანახატებს მოამზადებენ ბალკანეთის მაღალრეიტინგული გამოცემებისა და ვებ-გვერდებისთვის.პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ხორციელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24214/07/242140789_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_ebb8f1925841c05d75aeb8d2b89818b3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში
„ჯადოსნურ ადგილას მოვხვდით“: საქართველო სერბ ჟურნალისტებს მასპინძლობს
სერბი ჟურნალისტები საქართველოს შესახებ მოამზადებენ სიუჟეტებსა და სტატიებს, რომლებიც მათ ქვეყანაში სხვადასხვა არხებისა და გამოცემების საშუალებით გავრცელდება.
თბილისი, 24 ოქტომბერი - Sputnik. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სერბეთის მაღალრეიტინგული ტელეკომპანიებისა და გამოცემების ჟურნალისტებს, ასევე ბლოგერებს
მასპინძლობს.
პრეს-ტურის ფარგლებში სერბული მედიის წარმომადგენლებმა თბილისი, ალავერდი, შილდა, სიღნაღი, ბოდბე, ქუთაისი, წყალტუბო, მესტია, უშგული მოინახულეს, ასევე დაათვალიერეს მარტვილის და ოკაცეს კანიონები, ეწვივნენ ვანს.
პრეს-ტურის მიზანი საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული პროდუქტების - ღვინისა და გასტრონომიის პოპულარიზაციაა.
„საქართველოს შეუძლია ძალიან ბევრი რამ შესთავაზოს მოგზაურებს. საქართველოს შესახებ ბევრი რამ ვიცოდი, მაგრამ აქ ჩამოსვლის შემდეგ ვგრძნობ, რომ ჯადოსნურ ადგილას მოვხვდი. ეს არის ძალიან კარგი ტურისტული მიმართულება საოცარი ხალხით“, - განაცხადა ტურის მონაწილე სერბმა ჟურნალისტმა.
ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სერბი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული მიმართულების, კულტურის, გასტრონომიისა და ღვინის შესახებ 30 წუთიან რეპორტაჟს მოამზადებენ გადაცემა „პლანეტარიუმისათვის“, ასევე მეორე გადაცემაში Vrele Gume ჟურნალისტები 30 წუთის განმავლობაში მაყურებელს მოუთხრობენ საქართველოში ავტომობილით მოგზაურობის უპირატესობაზე.
გარდა ამისა, პრეს-ტურის შემდეგ ოთხი 5-წუთიანი ვიდეო რგოლი Georgia From my Angle მომზადდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, გამოქვეყნდება სამი სტატია საქართველოს გასტრო-კულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვე სამზარეულოს შესახებ, ასევე ცალკე სტატია მიეძღვნება ქართულ მუზეუმებსა და დაცულ უნიკალურ რელიკვიებს.
პარალელურად ტურის მონაწილე სერბი ჟურნალისტები და ბლოგერები სტატიებს, ბლოგებს, ფოტო-ალბომებსა და ჩანახატებს მოამზადებენ ბალკანეთის მაღალრეიტინგული გამოცემებისა და ვებ-გვერდებისთვის.
პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ხორციელდება.