https://sputnik-georgia.com/20220222/danai-brukis-mkvlels-ganacens-male-gamoutanen-264685430.html
ავსტრალიელის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლო განაჩენს მალე გამოუტანს
ავსტრალიელის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლო განაჩენს მალე გამოუტანს
Sputnik საქართველო
სასამართლოში საქმეზე ბოლო მოსმენა დღეს გაიმართა. მასზე ბოლო სიტყვით გამოვიდნენ დაცვა და ბრალდება, ასევე თავად ბრალდებული მურსაკულოვი.
2022-02-22T18:52+0400
2022-02-22T18:52+0400
2022-02-22T23:40+0400
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
ავსტრალია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24529/75/245297529_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_c708abbe555ee74450a5c4ce5fc95a50.jpg
თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლო 9 მარტს განაჩენს გამოიტანს ავსტრალიის 31 წლის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე.შანაი ბრუკი, რომელიც ბათუმში ინგლისურ ენას ასწავლიდა, თბილისში 2021 წლის 30 ივლისს მოკლეს. მისი ცხედარი მთაწმინდის ფერდობზე, სადაც ის სასეირნოდ წავიდა, მეორეს დღეს იპოვეს. პოლიციამ განაცხადა, რომ საქმე გახსნა და ბრალდებულის სახით დააკავა რაფაელ მურსაკულოვი.სამშაბათს სასამართლოში საქმეზე ბოლო მოსმენა გაიმართა, რომელზეც დასკვნითი სიტყვით გამოვიდნენ დაცვა და ბრალდება, ასევე თავად მურსაკულოვი.როგორც პროკურორმა გიორგი ქობულაძემ განმარტა, ბრალდების მხარე მოითხოვს მურსაკულოვის დამნაშავედ ცნობას დამამძიებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში.გარდა ამისა, პროკურორმა აღნიშნა, რომ მურსაკულოვმა მკვლელობის შემდეგ მომხდარის თაობაზე ოჯახის წევრებს უამბო და მათი შვილის მკვლელობით დაემუქრა, თუ ისინი დანაშაულის შესახებ რამეს იტყოდნენ.ამავე დროს დაცვის მხარე მოითხოვს, რომ დანაშაულის კვალიფიკაცია იყოს ყაჩაღური თავდასხმა.ადვოკატმა სოფიო გოგლიჩიძემ განაცხადა, რომ მურსაკულოვმა ბრალი აღიარა ყაჩაღობაში და ეს იყო მოტივი. ის ინანიებს დანაშაულს.მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს აქვს ფსიქიკური პრობლემები და ის შეურაცხად მდგომარეობაში მოქმედებდა.შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დასრულდა: შედეგები>>ამავდროულად ექსპერტიზამ მურსაკულოვი შერაცხადად აღიარა. აქედან გამომდინარე, სასამართლოს უფლება აქვს მას სასჯელის რეალური ზომა შეუფარდოს დანაშაულის კვალიფიკაციიდან გამომდინარე.თავად მურსაკულოვმა თავის ბოლო სიტყვაში აღიარა დანაშაული და ბრუკის ოჯახს ბოდიში მოუხადა.განაჩენის გამოტანა ბრალდების მხარის თხოვნით გადაიდო, რადგან დაღუპულის ძმას, რომელიც ავსტრალიაში ცხოვრობს, განაჩენის გამოტანის დროს სასამართლოში ყოფნა სურს.შანაი ბრუკი ინგლისურ ენას დისტანციურად ასწავლიდა და გარკვეული დროის განმავლობაში თბილისში ცხოვრობდა. ბოლოს ის 30 ივლისს, დღისით ნახეს, როდესაც ის მთაწმინდის ფერდობზე სასეირნოდ წავიდა.დანაშაულები, რომლებმაც 2021 წელს საქართველო შეძრა>>დაღუპვამდე გოგონა თავის მეგობარს დაუკავშირდა აშშ-ში. მათი საუბრის დასრულების შემდეგ ცოტა ხანში შანაი ბრუკმა ისევ დაურეკა მეგობარს და როცა მან უპასუხა, გაიგონა ყვირილი და თხოვნა, რომ მისთვის თავი დაენებებინათ. ამის შემდეგ კავშირი გაწყდა. მეგობარმა ბრუკის საერთო ნაცნობებს დაურეკა თბილისში და განგაში ატეხა.
საქართველო
ავსტრალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24529/75/245297529_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_44eec6e4d4593f47a908e97efccd7a95.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შანაი ბრუკი მურსაკულოვი სასამართლო განაჩენი
შანაი ბრუკი მურსაკულოვი სასამართლო განაჩენი
ავსტრალიელის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლო განაჩენს მალე გამოუტანს
18:52 22.02.2022 (განახლებულია: 23:40 22.02.2022) ბრალდებულმა აღიარა დანაშაული და მსხვერპლის ოჯახს ბოდიში მოუხადა.
თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლო 9 მარტს განაჩენს გამოიტანს ავსტრალიის 31 წლის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე.
შანაი ბრუკი, რომელიც ბათუმში ინგლისურ ენას ასწავლიდა, თბილისში 2021 წლის 30 ივლისს მოკლეს. მისი ცხედარი მთაწმინდის ფერდობზე, სადაც ის სასეირნოდ წავიდა, მეორეს დღეს იპოვეს. პოლიციამ განაცხადა, რომ საქმე გახსნა და ბრალდებულის სახით დააკავა რაფაელ მურსაკულოვი.
სამშაბათს სასამართლოში საქმეზე ბოლო მოსმენა გაიმართა, რომელზეც დასკვნითი სიტყვით გამოვიდნენ დაცვა და ბრალდება, ასევე თავად მურსაკულოვი.
როგორც პროკურორმა გიორგი ქობულაძემ განმარტა, ბრალდების მხარე მოითხოვს მურსაკულოვის დამნაშავედ ცნობას დამამძიებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში.
„ბრალდებულმა შანაი ბრუკს დანით 13 ჭრილობა მიაყენა, მათგან 5 კისრის არეში იყო, რაც მკვლელობის განზრახვას ადასტურებს. შემდეგ მას დანა გაუტყდა, რის შემდეგადაც ის გაგუდვით მოკლა. მერე კი მსხვერპლის გვამი დამალა“, – განაცხადა ქობულაძემ.
გარდა ამისა, პროკურორმა აღნიშნა, რომ მურსაკულოვმა მკვლელობის შემდეგ მომხდარის თაობაზე ოჯახის წევრებს უამბო და მათი შვილის მკვლელობით დაემუქრა, თუ ისინი დანაშაულის შესახებ რამეს იტყოდნენ.
ამავე დროს დაცვის მხარე მოითხოვს, რომ დანაშაულის კვალიფიკაცია იყოს ყაჩაღური თავდასხმა.
ადვოკატმა სოფიო გოგლიჩიძემ განაცხადა, რომ მურსაკულოვმა ბრალი აღიარა ყაჩაღობაში და ეს იყო მოტივი. ის ინანიებს დანაშაულს.
მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს აქვს ფსიქიკური პრობლემები და ის შეურაცხად მდგომარეობაში მოქმედებდა.
ამავდროულად ექსპერტიზამ მურსაკულოვი შერაცხადად აღიარა. აქედან გამომდინარე, სასამართლოს უფლება აქვს მას სასჯელის რეალური ზომა შეუფარდოს დანაშაულის კვალიფიკაციიდან გამომდინარე.
თავად მურსაკულოვმა თავის ბოლო სიტყვაში აღიარა დანაშაული და ბრუკის ოჯახს ბოდიში მოუხადა.
„მე ამ ქვეყანას, ხალხს ვუხდი ბოდიშს, იმ ადამიანის ოჯახს ვუხდი ბოდიშს. ეს არის დანაკლისი, რასაც ვერ ავანაზღაურებ. უბრალოდ, მაპატიეთ. რაც არ უნდა გამოიტანოთ განაჩენი, ხმას არ ამოვიღებ, არ გავასაჩივრებ, ბოლომდე დავდგები, ბოდიშს გიხდით“, – განაცხადა მურსაკულოვმა და ატირდა.
განაჩენის გამოტანა ბრალდების მხარის თხოვნით გადაიდო, რადგან დაღუპულის ძმას, რომელიც ავსტრალიაში ცხოვრობს, განაჩენის გამოტანის დროს სასამართლოში ყოფნა სურს.
შანაი ბრუკი ინგლისურ ენას დისტანციურად ასწავლიდა და გარკვეული დროის განმავლობაში თბილისში ცხოვრობდა. ბოლოს ის 30 ივლისს, დღისით ნახეს, როდესაც ის მთაწმინდის ფერდობზე სასეირნოდ წავიდა.
დაღუპვამდე გოგონა თავის მეგობარს დაუკავშირდა აშშ-ში. მათი საუბრის დასრულების შემდეგ ცოტა ხანში შანაი ბრუკმა ისევ დაურეკა მეგობარს და როცა მან უპასუხა, გაიგონა ყვირილი და თხოვნა, რომ მისთვის თავი დაენებებინათ. ამის შემდეგ კავშირი გაწყდა. მეგობარმა ბრუკის საერთო ნაცნობებს დაურეკა თბილისში და განგაში ატეხა.