შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დასრულდა: შედეგები

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2022
გამოწერა
მკვლელობაში ბრალდებულის შეურაცხადობის შესახებ დაჟინებით საუბრობდა დაცვის მხარე და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მის გადაყვანას მოითხოვდა.
თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ თბილისში ავსტრალიელი შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვი ფსიქიკურად ჯანმრთელად ცნო, დანაშაულის ჩადენის მომენტში ის არ ყოფილა აფექტის მდგომარეობაში, იუწყება „TV პირველი“.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურორი და ადვოკატი დასკნითი სიტყვით უნდა გამოსულიყვნენ. მაგრამ ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ დაცვის მხარემ სხდომის გადადება და დაცვის ქვეშ მყოფთან კონსულტაციისთვის დრო ითხოვა.
ექსპერტიზის დასკვნა მკვეთად ცვლის მურსაკულოვის ადვოკატების სტრატეგიას, რომლებიც მის შეურაცხადობაზე საუბრობდნენ და ციხის ნაცვლად მის გადაყვანას ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოითხოვდნენ.
მასმედიის ინფორმაციით, შანაი ბრუკის ოჯახის წევრები მომავალში საქართველოში ჩამოსვლას აპირებენ. ცნობილია, რომ მოკლულის ოჯახი ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობას მოითხოვს. ისინი აცხადებენ, რომ ეს მისთვის სამართლიანი სასჯელი იქნება.
პოლიციამ თბილისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული მურსაკულოვი გამოძიების ფარგლებში შეკრებილი მტკიცებულებების, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებების, ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 8 სექტემბერს დააკავა. წარდგენილი ბრალდებით მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2021 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებული თავს დაესხა 31 წლის შანაი ბრუკს მისი პირადი ნივთების დაუფლების მიზნით.
მსხვერპლის მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო ბრალდებულმა, ყაჩაღობის გაადვილების და შემდგომში მისი დაფარვის მიზნით, ანგარების მოტივით, მისი მოკვლა გადაწყვიტა. ბრალდებულმა შანაი ბრუკს დანით კისრის არეში მიაყენა დაზიანება და გაგუდა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებული მსხვერპლის პირად ნივთებს დაეუფლა და დანაშაულის კვალის დაფარვა სცადა – ცხედარს ხის ტოტები დააფარა, დანაშაულის იარაღი კი მიმდებარე ტერიტორიაზე გადააგდო და ადგილიდან მიიმალა.
შანაი ბრუკი ინგლისური ენის პედაგოგად დისტანციურად მუშაობდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში თბილისში ცხოვრობდა. ბოლოს ის ცოცხალი ნახეს 30 ივლისს, როდესაც ის სასეირნოდ მთაწმინდაზე წავიდა.
გარდაცვალებამდე გოგონა დაუკავშირდა აშშ-ში მცხოვრებს მეგობარს. მისი განცხადებით, როდესაც შანაი ბრუკს ბოლოს ტელეფონით ესაუბრებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა. სატელეფონო საუბრის დროს ქალს მოულოდნელად თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა. ამის შემდეგ მეგობარმა განგაში ატეხა და თბილისში საერთო ნაცნობებს დაუკავშირდა.
ახალგაზრდა ქალის ცხედარი პოლიციამ 31 ივლისს აღმოაჩინა.
ყველა ახალი ამბავი
0