https://sputnik-georgia.com/20220221/brzola-energodeficittan-saqartvelosi-mzis-eleqtrosadguris-aseneba-igegmeba-264644071.html
ბრძოლა ენერგოდეფიციტთან: საქართველოში მზის ელექტროსადგურის აშენება იგეგმება
ბრძოლა ენერგოდეფიციტთან: საქართველოში მზის ელექტროსადგურის აშენება იგეგმება
Sputnik საქართველო
მთავრობის ადმინისტრაციაშ აცხადებენ, რომ მზის ერთი ელექტროსადგურის მშენებლობა დაგეგმილია შიდა ქართლში, ხოლო ოთხი ჰიდროელექტროსადგურის - ქვემო ქართლში
2022-02-21T19:06+0400
2022-02-21T19:06+0400
2022-02-21T22:00+0400
საქართველოს ენერგეტიკა
საქართველოს მთავრობა
საქართველო
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24290/39/242903910_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_89a44f22e78d0896f74dc0c89202c397.jpg
თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ ორშაბათს სხდომაზე მიიღო დადგენილება შიდა და ქვემო ქართლში მზის ელექტროსადგურებისა და ჰიდროელექტროსადგურების შექმნის შესახებ.საქართველოსთვის ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ქვეყნის ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ყოველწლიურად მზარდი ელექტროენერგიის მოხმარების დაფარვაზე.სულ ხუთივე სადგურის მშენებლობაზე გათვალისწინებულია15 მლნ აშშ დოლარამდე ინვესტიცია.საქართველოში 2022 წელს ექსპლუატაციაში 10 ახალი ჰიდროელექტროსადგურის გაშვება იგეგმება. მათი საერთო დადგმული სიმძლავრე 30 მეგავატია.საუბარია მცირე და მიკროჰესებზე, რომლებშიც 120 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. ასევე იგეგმება ახალი კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობის დაწყება. კვლევის დასრულების შემდეგ ქვეყანა გადავა პილოტირებაზე უახლესი ტექნოლოგიის „მწვანე“ წყალბადის გამოყენების მიმართულებით. საქართველო პირველია რეგიონში, სადაც ამ ტექნოლოგიების პილოტირება მოხდება.საქართველოში 2022 წელს 10 ახალი ჰესი ამოქმედდება - ეკონომიკის მინისტრის ანგარიში>>ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წელს მცირე და საშუალო ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობაზე 37 ახალ შეთანხმებას მოეწერა ხელი. ესენია მცირე ჰესები, ქარისა და მზის სადგურები. საუბარია ჯამში 524 მეგავატის დადგმულ სიმძლავრეზე.მზარდი მოხმარებასაქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მილიარდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. დღეს ეს მაჩვენებელი წელიწადში 13 მილიარდის დონეზეა.ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, საქართველოში 2021 წელს 15,3 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარეს, რაც 2020 წელთან შედარებით 23,5%–ით მეტია. ამავე პერიოდში გამომუშავდა 12,6 მლრდ კვტ/სთ.საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება – ბოლო მონაცემები>>გამომუშავებული ენერგიის დიდი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის – 10,2 მლრდ კვტ/სთ. თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულია დაახლოებით 2,4 მლრდ კვტ/სთ, ქართლის ქარის სადგურმა კი 83,4 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა.საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე.გასულ წელს საქართველოში იმპორტირებულია 2 მილიარდზე მეტი კვტ/სთ ელექტროენერგია, მათ შორის რუსეთიდან 1,2 მლრდ კვტ/სთ, თურქეთიდან – 161,2 მლნ კვტ/სთ, აზერბაიჯანიდან კი 600,1 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია.ექსპორტმა აღნიშნულ პერიოდში 391 მლნ კვტ/სთ შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24290/39/242903910_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_bbb02c812e26e1e94b87a622126f888d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ენერგოდეფიციტი ელექტროსადგური მშენებლობა
ენერგოდეფიციტი ელექტროსადგური მშენებლობა
ბრძოლა ენერგოდეფიციტთან: საქართველოში მზის ელექტროსადგურის აშენება იგეგმება
19:06 21.02.2022 (განახლებულია: 22:00 21.02.2022) ხუთი სადგურის მშენებლობაზე 15 მილიონამდე დოლარის ინვესტიციებია გათვალისწინებული.
თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ ორშაბათს სხდომაზე მიიღო დადგენილება შიდა და ქვემო ქართლში მზის ელექტროსადგურებისა და ჰიდროელექტროსადგურების შექმნის შესახებ.
საქართველოსთვის ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ქვეყნის ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ყოველწლიურად მზარდი ელექტროენერგიის მოხმარების დაფარვაზე.
„მზის ელექტროსადგურის მშენებლობა დაგეგმილია შიდა ქართლში, ხოლო ოთხი ჰიდროელექტროსადგურის – ქვემო ქართლის რეგიონში“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
სულ ხუთივე სადგურის მშენებლობაზე გათვალისწინებულია15 მლნ აშშ დოლარამდე ინვესტიცია.
საქართველოში 2022 წელს ექსპლუატაციაში 10 ახალი ჰიდროელექტროსადგურის გაშვება იგეგმება. მათი საერთო დადგმული სიმძლავრე 30 მეგავატია.
საუბარია მცირე და მიკროჰესებზე, რომლებშიც 120 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. ასევე იგეგმება ახალი კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობის დაწყება. კვლევის დასრულების შემდეგ ქვეყანა გადავა პილოტირებაზე უახლესი ტექნოლოგიის „მწვანე“ წყალბადის გამოყენების მიმართულებით. საქართველო პირველია რეგიონში, სადაც ამ ტექნოლოგიების პილოტირება მოხდება.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წელს მცირე და საშუალო ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობაზე 37 ახალ შეთანხმებას მოეწერა ხელი. ესენია მცირე ჰესები, ქარისა და მზის სადგურები. საუბარია ჯამში 524 მეგავატის დადგმულ სიმძლავრეზე.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მილიარდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. დღეს ეს მაჩვენებელი წელიწადში 13 მილიარდის დონეზეა.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, საქართველოში 2021 წელს 15,3 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარეს, რაც 2020 წელთან შედარებით 23,5%–ით მეტია. ამავე პერიოდში გამომუშავდა 12,6 მლრდ კვტ/სთ.
გამომუშავებული ენერგიის დიდი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის – 10,2 მლრდ კვტ/სთ. თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულია დაახლოებით 2,4 მლრდ კვტ/სთ, ქართლის ქარის სადგურმა კი 83,4 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა.
საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე.
გასულ წელს საქართველოში იმპორტირებულია 2 მილიარდზე მეტი კვტ/სთ ელექტროენერგია, მათ შორის რუსეთიდან 1,2 მლრდ კვტ/სთ, თურქეთიდან – 161,2 მლნ კვტ/სთ, აზერბაიჯანიდან კი 600,1 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია.
ექსპორტმა აღნიშნულ პერიოდში 391 მლნ კვტ/სთ შეადგინა.