https://sputnik-georgia.com/20211229/saqartveloshi-eleqtroenergiis-moxmareba-izrdeba-263235009.html
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება – ბოლო მონაცემები
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება – ბოლო მონაცემები
Sputnik საქართველო
საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე. 29.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-29T10:00+0400
2021-12-29T10:00+0400
2021-12-29T16:01+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24734/23/247342324_0:0:1024:577_1920x0_80_0_0_815944881356fc892b89836db10c4435.jpg
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. 2021 წლის დასაწყისიდან 11 თვეში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 13,8 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23%-ით მეტია, ნათქვამია ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) განცხადებაში.ოპერატორის მონაცემებით, იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ელექტროენერგიის საკუთარმა გამომუშავებამ 11,5 მლრდ კვტ/სთ შეადგინა.გამომუშავებული ენერგიის დიდი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის – 9,5 მლრდ კვტ/სთ. თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულია დაახლოებით 1,8 მლრდ კვტ/სთ, ქართლის ქარის სადგურმა კი 78,4 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა.საქართველოში მიმდინარე წლის განმავლობაში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე. მიმდინარე წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოში იმპორტირებულია 1,8 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, მათ შორის რუსეთიდან 1,1 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი, თურქეთიდან – 161,2 მლნ კვტ/სთ, აზერბაიჯანიდან კი 528,8 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია.საანგარიშო პერიოდში ქვეყნიდან ექსპორტმა შეადგინა 390,9 მლნ კვტ/სთ.საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.
https://sputnik-georgia.com/20211228/dasavlet-saqartveloshi-qaris-eleqtrosadguris-mshenebloba-igegmeba-263200505.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24734/23/247342324_117:0:1024:680_1920x0_80_0_0_30efb759ea546c683b2c88b16fb38f4a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება – ბოლო მონაცემები
10:00 29.12.2021 (განახლებულია: 16:01 29.12.2021) საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე.
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. 2021 წლის დასაწყისიდან 11 თვეში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 13,8 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23%-ით მეტია, ნათქვამია ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) განცხადებაში.
ოპერატორის მონაცემებით, იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ელექტროენერგიის საკუთარმა გამომუშავებამ 11,5 მლრდ კვტ/სთ შეადგინა.
გამომუშავებული ენერგიის დიდი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის – 9,5 მლრდ კვტ/სთ. თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულია დაახლოებით 1,8 მლრდ კვტ/სთ, ქართლის ქარის სადგურმა კი 78,4 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა.
საქართველოში მიმდინარე წლის განმავლობაში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე.
მიმდინარე წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოში იმპორტირებულია 1,8 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, მათ შორის რუსეთიდან 1,1 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი, თურქეთიდან – 161,2 მლნ კვტ/სთ, აზერბაიჯანიდან კი 528,8 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია.
საანგარიშო პერიოდში ქვეყნიდან ექსპორტმა შეადგინა 390,9 მლნ კვტ/სთ.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.
მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.