აღიარებს თუ არა სახელმწიფო დუმა დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებს

© photo: Sputnik / Ygor Zaremboარტიომ ტუროვი
არტიომ ტუროვი - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2022
გამოწერა
სახელმწიფო დუმის დსთ-ის, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის საქმეთა კომიტეტის წევრმა, არტემ ტუროვმა Youtube-არხზე„Sputnik რუსულად“ ისაუბრა, თუ როგორ აღიქვამენ დონბასში არსებულ ვითარებას რუსეთის პარლამენტში.
ის, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების ინიციატივით გამოვიდა სწორედ ახლა და არა ერთი თვისა თუ ერთი წლის წინ, ან 2014 წელს, როდესაც სიტუაცია მეტად დაძაბული იყო - შემთხვევითი არ არის. უკრაინის მოსახლეობის ნაწილის გენოციდი გრძელდება, ფიქრობს დუმის დეპუტატი არტემ ტუროვი.
„ჩვენ ვხედავთ, რომ 2015 წლიდან ოფიციალურ კიევს არაფერი გაუკეთებია მინსკის მექანიზმის ხორცშესასხმელად, რომელიც გულდასმით შეიქმნა და საკმაოდ რთულად იქნა მიღებული. პრაქტიკულად არცერთი ის პუნქტი, რომელიც მშვიდობის დამყარების, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში სიტუაციის სტაბილიზაციის შესაძლებლობას იძლეოდა, არ შესრულდა. კიევი ყველაფერს აკეთებდა მათი რეალიზაციის იგნორირებისთვის. ბოლო დროს კი ვხედავთ, რომ შეხების ხაზზე შექმნილია გამანადგურებელი დაჯგუფება, რომელიც, სხვადასხვა წყაროს სხვადასხვა მონაცემით, შედგება 100 000-ზე მეტი ადამიანისგან. ეს უკრაინული ჯარის პრაქტიკულად ნახევარია“, - მსჯელობს პოლიტიკოსი.
რუსეთის სახელმწიფო სათათბირო - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2022
დუმამ ლუგანსკისა და დონეცკის აღიარების მოთხოვნას მხარი დაუჭირა
როგორც ის აღნიშნავს, შეხების ხაზზე განლაგებული ეს კონტინგენტი მაქსიმალურადაა შეიარაღებული - ეს ყველაფერი დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის დახმარებაა. ზელენსკის ბოლო განცხადებები იმაზე მეტყველებს, რომ კიევს დონბასის საკითხის ძალით გადაწყვეტა უნდა. და მოვლენები, რომლებიც ახლა ლუგანსკსა და დონბასში ვითარდება, ამის ნათელი მაგალითია.
„ჩვენ ვხედავთ, როგორი სროლებია, როგორი კალიბრით. უკვე დარღვეულია მინსკის შეთანხმებები, თანაც არაერთხელ. ამიტომ, ტრაგედიისა და გენოციდის თავიდან ასაცილებლად, სახელმწიფო დუმამ ამ ინიციატივით მიმართა ჩვენი ქვეყნის ლიდერს, რათა, პირველ რიგში, დაეცვა მოქალაქეები, რომლებიც იქ ცხოვრობენ“, - განმარტა ტუროვმა.
სახელმწიფო დუმის დეპუტატს წამოსცდა, რომ რუსეთი ყოველთვის მხარს უჭერდა კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებას, მინსკის შეთანხმებების შესრულებას. მაგრამ ეს არ ხდება ოფიციალური კიევის მხრიდან, რომელსაც არ სურს საკითხების მოგვარება, ლუგანსკისა და დონეცკის წარმომადგენლებთან პირისპირ საუბარი, „თუმცა სწორედ ეს მხარეები არიან ხელშეკრულების ხელმომწერნი, მშვიდობიანი გზით დარეგულირების ფარგლებში საერთაშორისო დონეზე იურიდიულად აღიარებული მხარეები“.
არტემ ტუროვის აზრით, უკრაინის ხელმძღვანელი უკვე არაფერს წყვეტს - მის ნაცვლად ამას დასავლელი კურატორები აკეთებენ დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან, ვინაიდან ქვეყანა ფაქტობრივად გარედან იმართება. ამაზე მეტყველებს უკრაინაში შეჭრის გაუთავებელი თარიღები, რომლებსაც დასავლეთი ასახელებს, ზელენსკი კი ცდილობს, მსოფლიო დაარწმუნოს, რომ ეს ასე არ არის.
ვოლოდიმირ ზელენსკი ბათუმში კონფერენციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2022
მიუნხენის შეთქმულება 2.0: ზელენსკი ისევ გაგზავნეს რუსეთთან საომრად
„ამიტომ მთელი უკრაინელი ხალხი არის სიტუაციის მძევალი, ქვეყნის ხელისუფლებასთან ერთად, რომელიც გარედან იმართება“, - მიიჩნევს ტუროვი. პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ თავისი რეიტინგისა (ის კი სწრაფად ეცემა) და პარტიის რეიტინგის ასამაღლებლად ზელენსკიმ სწრაფად უნდა გადადგას გარკვეული ნაბიჯები. სწორედ ამ მიზეზით „შეიძლება მოხდეს საშინელი და სისხლიანი კონფლიქტი“.
„ჩვენ ვხედავთ და ვაფიქსირებთ, რომ შეხების ხაზზე მიმდინარეობს სროლა კიევის მხრიდან, ვხედავთ სოციალური ინფრასტრუქტურის რეალურ განადგურებას, ადამიანების სიკვდილს. ჩვენთვის ნათელია, რაც ხდება“, - ამბობს პოლიტიკოსი და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთის ირგვლივ შეგნებულად იქმნებოდა ისეთი ფონი, რომ დონბასში ვითარების გამწვავების შემთხვევაში, ყველაფერი რუსეთს დაბრალებოდა.
„ჩვენთვის მინსკის შეთანხმებების რეალიზაცია არის ყველაზე მთავარი, ყველაზე ეფექტური მექანიზმი, - ფიქრობს დუმის დეპუტატი. - მაგრამ ჩვენ შესანიშნავად გვესმის, რომ კიევი ამ მიმართულებით არაფერს გააკეთებს. იმ ქვეყნებს, რომლებიც უკრაინის პარტნიორები არიან, არ სურთ ამ საკითხის მოგვარება. რასაკვირველია, მათ უნდა მოითხოვონ შეთანხმებების შესრულება, მაგრამ ჩვენ, სამწუხაროდ, ვხედავთ უხერხემლო პოზიციას, რომელიც ხელსაყრელია დასავლეთის ქვეყნებისთვის უკრაინის გამოსაყენებლად შეკავების მექანიზმად, ჩვენი პასუხისმგებლობის ზონაში დაძაბულობის შესაქმნელად.
„რაც შეეხება უკრაინის უარს არაბირთვულ სტატუსზე, რომელზეც ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, მსოფლიო თანამეგობრობა ამას არ დასთანხმდება, დარწმუნებულია ტუროვი. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ უკრაინაში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში სტაბილურობა საერთოდ არ ყოფილა - „ხელისუფლების, განვითარების ვექტორის მუდმივი ცვლილებები, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, დიპლომატიის დეგრადაცია“.
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2022
მსოფლიო დღეს
კანადა უკრაინას მილიონობით დოლარის ლეტალურ იარაღს მიაწვდის
„დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიო თანამეგობრობა ამას არ დაუშვებს, მათ ხელმძღვანელებს ლონდონსა და ვაშინგტონში ესმით, ვისთან აქვთ საქმე. დარწმუნებული ვარ, რომ ამას შეიძლება მოჰყვეს ტრაგედია, რომელიც არა მხოლოდ კონკრეტულ რეგიონს შეეხება, არამედ შეიძლება მთელ კონტინენტსაც მოედოს“, - ვარაუდობს არტემ ტუროვი.
რაც შეეხება დაგეგმილ სამიტს აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების მონაწილეობით, მნიშვნელოვანია, რომ „ჩვენი ხმა გაიგონონ“, ამბობს იგი. პოლიტიკოსი აზუსტებს, რომ „უსაფრთხოების გარანტიების დოკუმენტები სჭირდება არა მხოლოდ რუსეთს, ისინი სჭირდებათ ევროპის ქვეყნებს, საერთო დასავლეთს“. „დიალოგი, რომელიც ჩვენი ქვეყნების ლიდერებს შორის გაიმართება, არის ერთმანეთისკენ გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი“, - ამბობს ტუროვი.
რედაქცია პასუხს არ აგებს მასალაში გამოთქმულ მოსაზრებებზე
ყველა ახალი ამბავი
0