https://sputnik-georgia.com/20220215/dumam-luganskisa-dadoneckis-ariarebis-motxovnas-mxari-dauwira-264462252.html
დუმამ ლუგანსკისა და დონეცკის აღიარების მოთხოვნას მხარი დაუჭირა
დუმამ ლუგანსკისა და დონეცკის აღიარების მოთხოვნას მხარი დაუჭირა
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. რუსეთის სახელმწიფო დუმამ პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა პროექტს, რომელიც პრეზიდენტისთვის დონეცკისა და ლუგანსკის... 15.02.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-02-15T16:09+0400
2022-02-15T16:09+0400
2023-07-20T15:54+0400
რუსეთი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23276/09/232760918_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_26d01507c332c7cbbbb91b67df5ffbfa.jpg
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. რუსეთის სახელმწიფო დუმამ პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა პროექტს, რომელიც პრეზიდენტისთვის დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართვას ითვალისწინებს, იუწყება РИА Новости.ამასთან სათათბირომ აირჩია არა „ედინაია როსიას“ მიერ შეთავაზებული ვარიანტი, არამედ კომუნისტური პარტიის (КПРФ) უფრო ხისტი ვარიანტი, რომელიც მათ ჯერ კიდევ იანვარში წარადგინეს უკრაინის გარშემო გამწვავებული ვითარების ფონზე.„ედინაია როსიას“ ვარიანტი ითვალისწინებდა არა პირდაპირ პუტინისთვის მიმართვას, არამედ დამატებითი კონსულტაციებისთვის პროექტის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაგზავნას.რაც შეეხება ზიუგანოვის კომუნისტურ პარტიას, მათი პროექტი პირდაპირ პრეზიდენტისთვის მიმართვას ითვალისწინებს თხოვნით – რუსეთმა აღიაროს ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკები დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოებად.გავრცელებული ინფორმაციით, ვარიანტები ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში განიხილებოდა. საბოლოოდ კომუნისტების პროექტს 351-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 16, ხოლო „ედინაია როსიას“ ვარიანტს 310-მა დეპუტატმა მისცა ხმა.როგორც პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, დოკუმენტს დაუყოვნებლივ გადაუგზავნიან სახელმწიფოს მეთაურს.წყარო: РИА Новости
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23276/09/232760918_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_c656e2dd04edb709f12384508915d363.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. რუსეთის სახელმწიფო დუმამ პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა პროექტს, რომელიც პრეზიდენტისთვის დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართვას ითვალისწინებს, იუწყება РИА Новости.
ამასთან სათათბირომ აირჩია არა „ედინაია როსიას“ მიერ შეთავაზებული ვარიანტი, არამედ კომუნისტური პარტიის (КПРФ) უფრო ხისტი ვარიანტი, რომელიც მათ ჯერ კიდევ იანვარში წარადგინეს უკრაინის გარშემო გამწვავებული ვითარების ფონზე.
„ედინაია როსიას“ ვარიანტი ითვალისწინებდა არა პირდაპირ პუტინისთვის მიმართვას, არამედ დამატებითი კონსულტაციებისთვის პროექტის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაგზავნას.
რაც შეეხება ზიუგანოვის კომუნისტურ პარტიას, მათი პროექტი პირდაპირ პრეზიდენტისთვის მიმართვას ითვალისწინებს თხოვნით – რუსეთმა აღიაროს ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკები დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოებად.
გავრცელებული ინფორმაციით, ვარიანტები ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში განიხილებოდა. საბოლოოდ კომუნისტების პროექტს 351-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 16, ხოლო „ედინაია როსიას“ ვარიანტს 310-მა დეპუტატმა მისცა ხმა.
როგორც პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, დოკუმენტს დაუყოვნებლივ გადაუგზავნიან სახელმწიფოს მეთაურს.