საქართველოში რომელია ყველაზე „მკითხველი" ქალაქი?

© photo: Sputnik / Stringerწიგნის ბაზრობა
წიგნის ბაზრობა - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2022
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, საქართველოში 150-მდე წიგნის გამომცემელი კომპანიაა.
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. საქართველოში წიგნის ყველაზე მეტი მოყვარული ქალაქ გორში აღმოჩნდა, ნათქვამია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქართული წიგნის ბაზრის მიმოხილვა ორგანიზაცია AST-ს მიერ მწერალთა სახლისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის დაკვეთით მომზადდა. კვლევის მიზანი იყო 2016–2020 წლებში წიგნის ბაზრის ყველა კომპონენტის შესახებ სრული სტატისტიკური ინფორმაციის მიღება.
სტატისტიკის ერთ-ერთ ქვეპუნქტში აღწერილია თბილისისა და რიგი დიდი ქალაქების – ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის, თელავის, გორის მოსახლეობაში რამდენად დიდია წიგნის კითხვისა და შეძენის სიყვარული როგორც პანდემიამდე, ისე მის პერიოდში.
წიგნის ბაზრობა - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2022
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი მაისში გაიმართება
მონაცემების თანახმად, ყველაზე მეტი მკითხველი გორსა (56,1%) და თელავშია (54,5%), ხოლო ყველაზე ნაკლები – ბათუმსა (45,2) და ქუთაისში (39,4%). თბილისი რეიტინგში მეოთხე ადგილზეა, ზუგდიდის შემდეგ.
ასევე გაირკვა, რომ ქალებს წიგნების კითხვის მხრივ მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვთ მამაკაცებთან შედარებით: ქალები – 59,3%, მამაკაცები – 38,4%.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში 150-მდე წიგნის გამომცემელი კომპანიაა. მათი აბსოლუტური უმრავლესობა თბილისშია თავმოყრილი.
წყარო: მწერალთა სახლი
ყველა ახალი ამბავი
0