თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი მაისში გაიმართება

© Sputnik / Alexander Imedashviliწიგნის ბაზრობა
წიგნის ბაზრობა - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2022
გამოწერა
ფესტივალის ძირითადი ნაწილი წიგნის ბაზრობაა, რომელზეც დამთვალიერებელს წიგნების ფართო ასორტიმენტი ელოდება.
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალი Expo Georgia-ს საგამოფენო დარბაზში 26-29 მაისის პერიოდში გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებაში.
2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო თბილისის საერთაშორისო წიგნის ფესტივალი ონლაინ–ფორმატში გაიმართა, 2021 წელს კი ფორუმი კოვიდ–რეგულაციების სრული დაცვით ოფლაინ–რეჟიმში ჩატარდა.
24-ე ფესტივალის პროგრამას ორგანიზატორები მოგვიანებით გაავრცელებენ.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 1997 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წიგნის ფესტივალია.
ბიბლიოთეკა - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2022
„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“: საქართველო წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს შეუერთდება
ფესტივალის მიზანი 1997 წლიდან უცვლელია – საქართველოში კითხვის პოპულარიზაცია და საგამომცემლო სექტორის განვითარება. ტრადიციულად, ფესტივალის ყოველწლიური მონაწილეები არიან ქართული და უცხოური გამომცემლები, უნივერსიტეტები, სკოლები, წიგნის მაღაზიები, ბიბლიოთეკები, საელჩოები, არასამთავრობო, სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მხარდამჭერები არიან ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და მწერალთა სახლი. ფესტივალის მეგობარია „თიბისი ბანკი“.
ყველა ახალი ამბავი
0