„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“: საქართველო წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს შეუერთდება

© Pixabay / jarmolukბიბლიოთეკა
ბიბლიოთეკა - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2022
გამოწერა
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნით ღონისძიებაზე გამოვლინდება და დაჯილდოვდება „წლის წიგნის ქომაგი".
თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, 2 თებერვალს საქართველო წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს მეშვიდედ აღნიშნავს.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე (World Read Aloud Day) კომპანია LitWorld-ის ინიციატივით 2010 წლიდან აღინიშნება. ღონისძიება 100-ზე მეტი ქვეყნიდან 31 მილიონზე მეტ ადამიანს აერთიანებს საერთო ლოზუნგის ქვეშ – „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ღონისძიება წელს, ისევე, როგორც შარშან, ონლაინ-ფორმატში ჩატარდება. მას ტრადიციულად შეუერთდებიან სკოლები, უნივერსიტეტები, საბავშვო ბაღები, ბიბლიოთეკები და სხვა ორგანიზაციები.
გოგონა ბიბლიოთეკაში - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2021
„თბილისი–წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“: ლიტერატურულ კონკურსის გამარჯვებული ხვალ გამოვლინდება
ამას გარდა, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნით ღონისძიებაზე გამოვლინდება და დაჯილდოვდება „წლის წიგნის ქომაგი". აღნიშნული ჯილდო ასოციაციის ინიციატივით 2016 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად გადაეცემა იმ ადამიანებს, პროექტებსა თუ ინსტიტუციებს, რომლებიც წლის განმავლობაში განსაკუთრებულად უწყობენ ხელს საქართველოში წიგნიერების გავრცელებას.
წინა წლებში აღნიშნული ჯილდო გადაეცათ: ნინო კასრაძეს (2021), პროექტს „წიგნების თარო” (2020), მამუკა ხაზარაძეს (2019), თემურ ჩხეიძეს (2018), „ფორმულა კრეატივს" (2017), ლევან ბერძენიშვილს (2016).
ყველა ახალი ამბავი
0