https://sputnik-georgia.com/20220218/qurdul-samyarostan-brzola-2021-wlis-sedegebi-264575619.html
„ქურდულ სამყაროსთან" ბრძოლა: პროკურატურა 2021 წლის შედეგებზე
„ქურდულ სამყაროსთან" ბრძოლა: პროკურატურა 2021 წლის შედეგებზე
Sputnik საქართველო
ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს „ქართული სამყაროს“ წევრობის ან მასთან კავშირის გამო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 96 პირის მიმართ.
2022-02-18T20:47+0400
2022-02-18T20:47+0400
2022-02-18T23:46+0400
საქართველო
ახალი ამბები
კრიმინალი საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/74/235827484_0:208:2000:1333_1920x0_80_0_0_600fae328370d2ee90c8ab9d8abac575.jpg
თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. საქართველოში 2021 წელს „ქურდული სამყაროს“ წევრობის ან მასთან კავშირის გამო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 96 პირის მიმართ, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის გასული წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშში.საქართველოში „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „კანონიერი ქურდის“ სტატუსის ტარება 2005 წლიდან სისხლის სამართლის დანაშაულია. 2018 წლიდან სისხლის სამართლის დანაშაული გახდა მონაწილეობა ქურდულ გარჩევებში, შეკრებებში, „ქურდული სამყაროს“ დახმარება და ე.წ. კანონიერი ქურდისთვის მიმართვა.გარდა ამისა, ბრალდება ქურდულ გარჩევებში მონაწილეობისთვის წარედგინა სამ მოქალაქეს, ხოლო „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის – 29-ს. კიდევ 10 მოქალაქეს ბრალი ე.წ. კანონიერი ქურდებისთვის მიმართვის გამო წარუდგინეს.საქართველოს კანონმდებლობით, „ქურდული სამყაროს“ წევრობა 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება ჯარიმით ან ჯარიმის გარეშე, ხოლო „კანონიერ ქურდებს“ 9-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ ჯარიმით ან უჯარიმოდ.დანაშაულები, რომლებმაც 2021 წელს საქართველო შეძრა>>„ქურდული სამყარო" სპეციფიკური კრიმინალური სტრუქტურაა, რომელიც მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მოქმედებს.ე.წ. კანონიერ ქურდებს დამნაშავეთა სამყაროს იერარქიაში უმაღლესი მდგომარეობა უკავიათ და ამ სტატუსის მიღება რამდენიმე მოქმედი „კანონიერი ქურდის" რეკომენდაციით „კურთხევის" ცერემონიაზეა შესაძლებელი. ქურდები, ტრადიციულად, ე.წ. გაგებით — წესების ნაკრებით ხელმძღვანელობენ, რომელთა დარღვევა „კანონიერი ქურდის" სტატუსის ჩამორთმევას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/74/235827484_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_d6a3816edd47cc307fba71e26b1f43e7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პროკურატურა ანგარიში ქურდი სამყარო კანონიერი
პროკურატურა ანგარიში ქურდი სამყარო კანონიერი
„ქურდულ სამყაროსთან" ბრძოლა: პროკურატურა 2021 წლის შედეგებზე
20:47 18.02.2022 (განახლებულია: 23:46 18.02.2022) საქართველოს კანონმდებლობით, „ქურდული სამყაროს“ წევრობა 7-დან 11 წლამდე პატიმრობით ისჯება ჯარიმით ან ჯარიმის გარეშე.
თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. საქართველოში 2021 წელს „ქურდული სამყაროს“ წევრობის ან მასთან კავშირის გამო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 96 პირის მიმართ, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის გასული წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშში.
საქართველოში „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „კანონიერი ქურდის“ სტატუსის ტარება 2005 წლიდან სისხლის სამართლის დანაშაულია. 2018 წლიდან სისხლის სამართლის დანაშაული გახდა მონაწილეობა ქურდულ გარჩევებში, შეკრებებში, „ქურდული სამყაროს“ დახმარება და ე.წ. კანონიერი ქურდისთვის მიმართვა.
ანგარიშის მიხედვით, „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და მასში მონაწილეობის გამო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 57 პირის მიმართ, ხოლო „კანონიერი ქურდის“ სტატუსის ტარების ფაქტზე ბრალდება ორ პირს წარედგინა.
გარდა ამისა, ბრალდება ქურდულ გარჩევებში მონაწილეობისთვის წარედგინა სამ მოქალაქეს, ხოლო „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის – 29-ს. კიდევ 10 მოქალაქეს ბრალი ე.წ. კანონიერი ქურდებისთვის მიმართვის გამო წარუდგინეს.
საქართველოს კანონმდებლობით, „ქურდული სამყაროს“ წევრობა 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება ჯარიმით ან ჯარიმის გარეშე, ხოლო „კანონიერ ქურდებს“ 9-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ ჯარიმით ან უჯარიმოდ.
„ქურდული სამყარო" სპეციფიკური კრიმინალური სტრუქტურაა, რომელიც მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მოქმედებს.
ე.წ. კანონიერ ქურდებს დამნაშავეთა სამყაროს იერარქიაში უმაღლესი მდგომარეობა უკავიათ და ამ სტატუსის მიღება რამდენიმე მოქმედი „კანონიერი ქურდის" რეკომენდაციით „კურთხევის" ცერემონიაზეა შესაძლებელი. ქურდები, ტრადიციულად, ე.წ. გაგებით — წესების ნაკრებით ხელმძღვანელობენ, რომელთა დარღვევა „კანონიერი ქურდის" სტატუსის ჩამორთმევას ითვალისწინებს.