ჯიპი, დიპლომი და ბოქლომი – როგორ ჩაიარა კასპში საკრებულოს სხდომამ

© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliსამართალდამცველები
სამართალდამცველები - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2022
გამოწერა
კასპის სათათბირო ორგანოში დაძაბული სიტუაცია მხოლოდ პოლიციის გამოჩენის შემდეგ განიმუხტა.
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე წარიმართა.
დეპუტატებმა სხდომაზე შეკრება დილიდან დაიწყეს, რათა კენჭი ეყარათ ადგილობრივ ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებებისთვის. ოპოზიციის წარმომადგენლები „ჯიპის" ტიპის ავტომობილის შესაძენად 100 ათასი ლარის გამოყოფის წინააღმდეგ წავიდნენ, რაც ცვლილებებით იყო გათვალისწინებული.
„ისინი 100 ათას ლარად აპირებენ კომფორტული ჯიპის ყიდვას და ეს იმ დროს, როცა ხალხი შიმშილობს, როცა ხალხს თავშესაფარი არ აქვს", – განაცხადა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნუგზარ ნონიაშვილმა.
სხდომათა დარბაზში ვითარება მას შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა, რაც ოპოზიციის წარმომადგენლები საკრებულოს თავმჯდომარის შოთა ბეგლარაშვილის დიპლომის წარმომავლობით დაინტერესდნენ. კასპის ყოფილი მერი მანუჩარ მერებაშვილი ამტკიცებდა, რომ ბეგლარაშვილის დიპლომი ყალბია.
საკრებულოს თავმჯდომარემ პასუხი არ დააყოვნა და დოკუმენტის ნამდვილობის დასამტკიცებლად სხდომის წევრებს მაშინვე წარუდგინა დიპლომის ასლი.
ზუგდიდის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2022
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიის კანდიდატი გახდა
„მათ მოსვლისთანავე დაიწყეს პროვოკაციები და ძალადობა. მე დავაფიქსირე, რომ თუ ვინმეს კითხვები აქვს, რეგლამენტიდან გამომდინარე, ჩვენ გავცემთ შესაბამის პასუხებს. თუმცა ყველაფერი სხვა ფორმით წარიმართა. ისინი პროვოკაციის გამო მოვიდნენ და ყველა ხელჩართული ბრძოლისთვის იყო განწყობილი", – განაცხადა ბეგლარაშვილმა.
საბოლოოდ საკრებულოში პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო, რომელმაც ოპოზიციის დეპუტატები და მასმედიის წარმომადგენლები შენობიდან ძალით გაიყვანა. შიგნით მხოლოდ მმართველი პარტია „ქართული ოცნების" წარმომადგენლები დარჩნენ.
სათათბირო ორგანოდან „გამოძევებული" ოპოზიციის საპასუხო ნაბიჯი საკრებულოს კარზე ჩამოკიდებული ბოქლომი იყო.
ამ დროისათვის საკრებულოში სიტუაცია განმუხტულია, თუმცა პოლიცია ადგილზე რჩება.
ყველა ახალი ამბავი
0