ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიის კანდიდატი გახდა

© photo: Sputnikზუგდიდის მერია
ზუგდიდის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2022
გამოწერა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან სამი თვის შემდეგ კვლავ თავმჯდომარეების გარეშეა დარჩენილი სენაკისა და ბათუმის საკრებულოები.
თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი გიგა ფარულავა ზუგდიდის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა.
ფარულავას კანდიდატურას მხარი დაუჭირა 25-ვე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, თუმცა სხდომას დაესწრნენ.
სხდომაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა გახარიას პარტია „ნაცმოძრაობასთან“ თანამშრომლობაში დაადანაშაულეს, რამაც დეპუტატებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება გამოიწვია.
ზუგდიდის საკრებულოს სხდომა ერთთვიანი პაუზის შემდეგ გაიმართა. მანამდე დეპუტატები ხუთჯერ შეიკრიბნენ, თუმცა თავმჯდომარის არჩევა ვერ შეძლეს, რადგან სხდომები კვორუმის არარსებობის გამო ვერ ტარდებოდა.
პარლამენტში გამსვლელი ბარიერის დაწევა ოპოზიციაზეა დამოკიდებული – კობახიძე >>
ზუგდიდის საკრებულო იმ თვითმმართველ ორგანოთა შორისაა, სადაც ხმების უმრავლესობა ოპოზიციამ მიიღო. ზუგდიდის საკრებულოში 45 დეპუტატია. აქედან „ქართულ ოცნებას“ 20 მანდატი აქვს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 22, ხოლო გახარიას პარტიას – 3.
მანამდე ექს-პრემიერის პარტიის წარმომადგენლები თავმჯდომარეებად აირჩიეს ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და რუსთავის საკრებულოებში.
ადგილობრივი არჩევნებიდან სამი თვის შემდეგ თავმჯდომარეების გარეშეა დარჩენილი სენაკისა და ბათუმის საკრებულოები, სადაც მანდატების უმრავლესობა ოპოზიციონერებს ერგოთ, ამასთან გადამწყვეტი აღმოჩნდა პარტიის „საქართველოსთვის“ ხმები.
ყველა ახალი ამბავი
0