https://sputnik-georgia.com/20220214/parlamentsi-gamsvleli-barieris-daweva-opoziciazea-damokidebuli-kobaxize-264406592.html
პარლამენტში გამსვლელი ბარიერის დაწევა ოპოზიციაზეა დამოკიდებული – კობახიძე
პარლამენტში გამსვლელი ბარიერის დაწევა ოპოზიციაზეა დამოკიდებული – კობახიძე
Sputnik საქართველო
ირაკლი კობახიძის განცხადებით, დაუჭერს თუ არა მხარს „ქართული ოცნება" პარლამენტში გამსვლელი ბარიერის დაწევას, დამოკიდებულია ოპოზიციაზე
2022-02-14T10:02+0400
2022-02-14T10:02+0400
2022-02-14T14:23+0400
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/17/261425539_0:82:761:510_1920x0_80_0_0_71defe2bab8e8ced24313e8a07ab5e02.jpg
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. დაუჭერს თუ არა მხარს „ქართული ოცნება" პარლამენტში გამსვლელი ბარიერის დაწევას, დამოკიდებულია ოპოზიციის საქციელზე და მათ სურვილზე, შემცირდეს პოლარიზაცია, განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.საუბარია საკონსტიტუციო ცვლილებაზე, რომელიც პარლამენტში პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერის 5-დან 2%-მდე შემცირებას უკავშირდება, რომლის მიღებაც დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ ხელისუფლება ადგილობრივი არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა და პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა, მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ შესწორებების მიღებაში აზრს ვერ ხედავენ.შესწორებების ერთპიროვნულად მისაღებად საკმარისი ხმები პარლამენტში არც „ქართულ ოცნებას" აქვს და არც ოპოზიციას.გამსვლელი ბარიერის შემცირებით ყველაზე მეტად მცირე პარტიები არიან დაინტერესებული. თუ ბოლო არჩევნებით ვიმსჯელებთ, ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა ამჟამად შეუძლიათ მხოლოდ „ქართულ ოცნებას", „ნაციონალურ მოძრაობას" და გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის".
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/17/261425539_0:70:761:641_1920x0_80_0_0_252c2d5e5f03828fb017e8caea102f43.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პარლამენტი ბარიერი პარტიები კობახიძე
პარლამენტი ბარიერი პარტიები კობახიძე
პარლამენტში გამსვლელი ბარიერის დაწევა ოპოზიციაზეა დამოკიდებული – კობახიძე
10:02 14.02.2022 (განახლებულია: 14:23 14.02.2022) კონსტიტუციაში შესწორებების მისაღებად ხმების საკმარისი რაოდენობა ცალკე არც "ქართულ ოცნებას" აქვს და არც ოპოზიციას.
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. დაუჭერს თუ არა მხარს „ქართული ოცნება" პარლამენტში გამსვლელი ბარიერის დაწევას, დამოკიდებულია ოპოზიციის საქციელზე და მათ სურვილზე, შემცირდეს პოლარიზაცია, განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
საუბარია საკონსტიტუციო ცვლილებაზე, რომელიც პარლამენტში პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერის 5-დან 2%-მდე შემცირებას უკავშირდება, რომლის მიღებაც დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ ხელისუფლება ადგილობრივი არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა და პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა, მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ შესწორებების მიღებაში აზრს ვერ ხედავენ.
„ოპოზიციამ უნდა აჩვენოს, რომ მათი სურვილია პოლარიზაციის ხარისხის შემცირება. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, გაიზრდება ჩვენი მოტივაცია, რომ მხარი დავუჭიროთ უფრო დაბალ ბარიერს... ვიდრე ისინი განაგრძობენ საუბარს დესტრუქციულ ზრახვებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პოლარიზაციის ხარისხის შემცირების სურვილი მათი მხრიდან არ იკვეთება. ჩვენ უნდა დავინახოთ მათი მხრიდან ქმედითი ნაბიჯები, რომ არსებობს პოლარიზაციის ხარისხის შემცირების სურვილი", – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.
შესწორებების ერთპიროვნულად მისაღებად საკმარისი ხმები პარლამენტში არც „ქართულ ოცნებას" აქვს და არც ოპოზიციას.
გამსვლელი ბარიერის შემცირებით ყველაზე მეტად მცირე პარტიები არიან დაინტერესებული. თუ ბოლო არჩევნებით ვიმსჯელებთ, ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა ამჟამად შეუძლიათ მხოლოდ „ქართულ ოცნებას", „ნაციონალურ მოძრაობას" და გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის".