https://sputnik-georgia.com/20220218/bakuriani-satxilamuro-sportsi-msoflio-da-evropis-tasebs-umaspinzlebs-264577676.html
ბაკურიანი სათხილამურო სპორტში მსოფლიო და ევროპის თასების ეტაპებს უმასპინძლებს
ბაკურიანი სათხილამურო სპორტში მსოფლიო და ევროპის თასების ეტაპებს უმასპინძლებს
Sputnik საქართველო
ევროპის თასის ეტაპების ფარგლებში ჩატარდება შეჯიბრებები პარალელური გიგანტური სლალომის დისციპლინაში, ხოლო მსოფლიო თასის ეტაპების ფარგლებში – სლოუფსთაილის დისციპლინაში.
2022-02-18T22:11+0400
2022-02-18T22:11+0400
2022-02-18T22:11+0400
სპორტი
საქართველო
ახალი ამბები
საქართველოს რეგიონები
საქართველოს ზამთრის კურორტები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23507/06/235070620_0:0:2517:1416_1920x0_80_0_0_eeb6cc9bb3c9c3aa59a40a95803b3eee.jpg
თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. ბაკურიანი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით ევროპისა და მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს, იუწყება „საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანია“.ევროპის თასის ეტაპების ფარგლებში ჩატარდება შეჯიბრებები პარალელური გიგანტური სლალომის დისციპლინაში (19-20 თებერვალს), ხოლო მსოფლიო თასის ეტაპების ფარგლებში – სლოუფსთაილის (slopestyle) დისციპლინაში (3–6 მარტს).შეჯიბრებებში, სავარაუდოდ, მსოფლიოს 40 ქვეყნის 200–ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორისაა ავსტრია, გერმანია, იტალია, შვეიცარია, ნიდერლანდები, პოლონეთი და სხვ. ბაკურიანში ჩამოვა ავსტრიელი სნოუბორდისტი ბენჯამინ კარლი, რომელიც პეკინის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.ბაკურიანი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება – რა ეტაპზეა მოსამზადებელი სამუშაოები>>როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ეს საქართველოსთვის ფრისტაილსა და სნოუბორდში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის სატესტო შეჯიბრებები გახდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23507/06/235070620_478:0:2517:1529_1920x0_80_0_0_a3b5ffef394b9fca51d90c040f606b38.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ბაკურიანი თასები სათხილამურო ეტაპები სპორტი
ბაკურიანი თასები სათხილამურო ეტაპები სპორტი
ბაკურიანი სათხილამურო სპორტში მსოფლიო და ევროპის თასების ეტაპებს უმასპინძლებს
შეჯიბრებებში მსოფლიოს 40 ქვეყნის 200 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. ბაკურიანი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით ევროპისა და მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს, იუწყება „საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანია“.
ევროპის თასის ეტაპების ფარგლებში ჩატარდება შეჯიბრებები პარალელური გიგანტური სლალომის დისციპლინაში (19-20 თებერვალს), ხოლო მსოფლიო თასის ეტაპების ფარგლებში – სლოუფსთაილის (slopestyle) დისციპლინაში (3–6 მარტს).
შეჯიბრებებში, სავარაუდოდ, მსოფლიოს 40 ქვეყნის 200–ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორისაა ავსტრია, გერმანია, იტალია, შვეიცარია, ნიდერლანდები, პოლონეთი და სხვ. ბაკურიანში ჩამოვა ავსტრიელი სნოუბორდისტი ბენჯამინ კარლი, რომელიც პეკინის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ეს საქართველოსთვის ფრისტაილსა და სნოუბორდში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის სატესტო შეჯიბრებები გახდება.