https://sputnik-georgia.com/20220211/bakuriani-msoflio-cempionatistvis-emzadeba-qvrivisvili-264355352.html
ბაკურიანი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება – რა ეტაპზეა მოსამზადებელი სამუშაოები
ბაკურიანი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება – რა ეტაპზეა მოსამზადებელი სამუშაოები
Sputnik საქართველო
საქართველო ფრისტაილსა და სნოუბორდში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც სამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურიანში ჩატარდება
2022-02-11T17:18+0400
2022-02-11T17:18+0400
2022-02-11T21:18+0400
სპორტი
ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23496/50/234965020_90:0:2012:1081_1920x0_80_0_0_3b048d316b3e471777d90e9c3879abf1.jpg
თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. ბაკურიანში დიდველის ორ სათხილამურო ტრასაზე ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მესამე ფაზის მონტაჟი დასრულდა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.საქართველო ფრისტაილსა და სნოუბორდში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც სამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურიანში ჩატარდება. გათოვლიანების სისტემის მეორე ფაზა დიდველის სათხილამურო არეალში 2020 წელს დამონტაჟდა.როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, მესამე ფაზის სამონტაჟო სამუშაოების შედეგად 23 ფიქსირებული და 3 მოძრავი თოვლის საფრქვევი აპარატით ჯამში 2.500 მეტრი სიგრძის სათხილამურო გზის გათოვლიანება იქნება შესაძლებელი. მისი თქმით, მსოფლიო ჩემპიონატისთვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში ხელოვნური გათოვლიანების სისტემა უმთავრესი ინფრასტრუქტურული შესასრულებელი პროექტი იყო.ბაკურიანში 1.150 მეტრი სიგრძის ტრასას 34 თოვლის საფრქვევი აპარატი ათოვლიანებს. აღნიშნულ ტრასაზე უკვე გაიმართა 2021 წლის ევროპისა და მსოფლიო თასის ეტაპები სქი-ქროსის სახეობაში, რომელიც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მხრიდან დადებითად შეფასდა. რაც შეეხება გათოვლიანების სისტემის პირველ ფაზას, სამუშაოები 2014-2015 წლებში განხორციელდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23496/50/234965020_330:0:1771:1081_1920x0_80_0_0_3f0321a35f3de00092fd78adf339d1c1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ბაკურიანი ჩემპიონატი გათოვლიანება ქვრივიშვილი
ბაკურიანი ჩემპიონატი გათოვლიანება ქვრივიშვილი
ბაკურიანი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება – რა ეტაპზეა მოსამზადებელი სამუშაოები
17:18 11.02.2022 (განახლებულია: 21:18 11.02.2022) საქართველო ფრისტაილსა და სნოუბორდში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც კურორტ ბაკურიანში ჩატარდება.
თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. ბაკურიანში დიდველის ორ სათხილამურო ტრასაზე ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მესამე ფაზის მონტაჟი დასრულდა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველო ფრისტაილსა და სნოუბორდში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც სამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურიანში ჩატარდება. გათოვლიანების სისტემის მეორე ფაზა დიდველის სათხილამურო არეალში 2020 წელს დამონტაჟდა.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, მესამე ფაზის სამონტაჟო სამუშაოების შედეგად 23 ფიქსირებული და 3 მოძრავი თოვლის საფრქვევი აპარატით ჯამში 2.500 მეტრი სიგრძის სათხილამურო გზის გათოვლიანება იქნება შესაძლებელი.
მისი თქმით, მსოფლიო ჩემპიონატისთვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში ხელოვნური გათოვლიანების სისტემა უმთავრესი ინფრასტრუქტურული შესასრულებელი პროექტი იყო.
„ეს, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია კურორტის სრულფასოვნად ფუნქციონირებისათვის – გაზრდის სეზონის ხანგრძლივობას და, ცხადია, ერთ-ერთი მთავარი ინფრასტრუქტურული ინსტრუმენტია მსოფლიო ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებისათვის“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ბაკურიანში 1.150 მეტრი სიგრძის ტრასას 34 თოვლის საფრქვევი აპარატი ათოვლიანებს. აღნიშნულ ტრასაზე უკვე გაიმართა 2021 წლის ევროპისა და მსოფლიო თასის ეტაპები სქი-ქროსის სახეობაში, რომელიც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მხრიდან დადებითად შეფასდა. რაც შეეხება გათოვლიანების სისტემის პირველ ფაზას, სამუშაოები 2014-2015 წლებში განხორციელდა.