დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 16 თებერვალი

© Pixabay / jrperesსავსე მთვარე
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 16 თებერვალია, ოთხშაბათი. სავსემთვარეობა ლომის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
კარგი დღეა მნიშვნელოვანი საქმეების გასაკეთებლად. სჯობს ისეთ საკითხებს დაუთმოთ ყურადღება, სადაც შემოქმედებითი დამოკიდებულებაა საჭირო. თუ წარსულის არასასიამოვნო მოგონებები გაგახსენდათ, გულს სევდა შემოაწვა, ეცადეთ აწმყოზე გადმოერთოთ. ასე განწყობა მალე გაგიუმჯობესდებათ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 15 თებერვალი>>
ვერძი: დღის პირველი ნახევარი მარტივი არა, მაგრამ საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდება. თუ არ იჩქარებთ, ბევრ კითხვას გასცემთ პასუხს, გაერკვევით ვითარებებში, რომლებმაც ბევრი პრობლემა შეგიქმნათ. დღის მეორე ნახევარში ეცადეთ, დაისვენოთ. ეს დრო სერიოზული საქმიანობისთვის შესაფერისი არაა.
გულის ფორმის ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2022
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ერთი ნახვით უყვარდებათ
კურო: იღბლიანი დღე გელოდებათ. ვარსკვლავების მხარდაჭერით ბევრს მიაღწევთ, მაგრამ თქვენგანაც მოქმედება და მტკიცე განწყობაა საჭირო. დღის პირველ ნახევარში დამოუკიდებლად მუშაობა აჯობებს, მეორე ნახევარში კი ერთობლივ პროექტებში მიიღეთ მონაწილეობა. კარგი იქნება ძველი კავშირების აღდგენა.
ტყუპი: პოზიტიური და იღბლიანი დღე გელოდებათ. დილითვე იგრძნობთ, რომ დროა, იმ საქმეს მიხედოთ, რომელზეც დიდი ხანია ფიქრობთ. მიაღწევთ იმას, რაც აქამდე წარმოუდგენლად გეჩვენებოდათ. პოზიტიური ტენდენციების გავლენა შესამჩნევი იქნება ასევე პირად ურთიერთობებშიც - მოსალოდნელია სასიკეთო ცვლილებები.
კირჩხიბი: კარგი დღეა მნიშვნელოვანი საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ გეგმების განხილვა, არამედ გარანტიების მიღება იმ ადამიანებისგან, რომლებზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. შესაძლებელია თანხის მიღება. ეცადეთ, არ გადაიღალოთ, დროდადრო მცირე შესვენებები გააკეთეთ.
თანხა ბანკომატიდან - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2019
„უფულობის სენი" ზოდიაქოს ნიშნებში
ლომი: იღბლიანი გადაწყვეტილებების, შესანიშნავი იდეების, წარმატებული მოლაპარაკებების დღეა. არაა გამორიცხული რაღაც უჩვეულო თანხვედრები, შემთხვევები. შესაძლოა, გეგმების შეცვლა მოინდომოთ, საქმეების გადადება სხვების გულისთვის. ამას ინტუიცია გიკარნახებთ, რაც სანანებელი არ გაგიხდებათ.
ქალწული: შესანიშნავი დღეა სწორედ თქვენთვის მნიშვნელოვანი საქმეებისთვის. არ გადადოთ ისინი, თუნდაც გარშემომყოფები კატეგორიულად მოითხოვდნენ ამას. არაა გამორიცხული, რომ სწორედ დღეს დაიწყოს თქვენი გზა ოცნების ასრულებისკენ. გარშემომყოფებთან ურთიერთობებში მოსალოდნელია რაღაც უთანხმოებები.
სასწორი: რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ, თავი გააკონტროლოთ. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ შეძლებთ სიმშვიდის შენარჩუნებას და გაწონასწორებული გადაწყვეტილებების მიღებას. გულთან ახლოს არ მიიტანოთ მცირე გაუგებრობები. გექნებათ წარმატებების მიღწევის შანსი, ხელიდან არ გაუშვათ ის.
მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2019
ბერბიჭების ტრიო ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
მორიელი: შესანიშნავი დღეა იმ ადამიანებთან შესახვედრად, რომლებიც იზიარებენ თქვენს ინტერესებს, გატაცებებს. მოიძებნება არაერთი საინტერესო თემა საუბრისთვის. კარგი დღეა სახლის საქმეებისთვის. შეგიძლიათ იყიდოთ რამე ნივთები, დაგეგმოთ ან დაიწყოთ რემონტი. საღამოს დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალები.
მშვილდოსანი: საკმაოდ მშფოთვარე და დაძაბული დღეა, მაგრამ თქვენ ამას სიხარულითაც კი შეხვდებით. გაგიჩნდებათ ახალი იდეები, რომელთაგან ზოგიერთის რეალიზებას მალევე შეძლებთ. მოგვიანებით რაღაც სირთულეები შეიძლება გაჩნდეს, რომლებსაც აუცილებლად გადალახავთ. ფინანსურ საკითხებში არ აჩქარდეთ.
თხის რქა: როგორც არ უნდა დაიწყოს დღე, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და არ დაკარგოთ წარმატების რწმენა. საქმეებში შესაძლებელია რაღაც გაუგებრობები და სირთულეები. თუ დამოუკიდებლად მიიღებთ გადაწყვეტილებებს, პრობლემებს ძალიან ადვილად გაუმკლავდებით. მოსალოდნელია ყოფითი პრობლემები.
წარმოსახვა პანიკის შეტევისას - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2020
სიმაღლის, სიბნელის, დახურული სივრცის თუ... ზოდიაქოს ნიშნების ფობიები
მერწყული: ბევრ რამეში გაერკვევით. შეგიძლიათ მშვიდად იფიქროთ სერიოზულ საქმეებზე, განსაზღვროთ სამომავლო გეგმები. დიდი ალბათობით, იპოვით პასუხებს კითხვებზე, რომლებიც ბოლო დროს მოსვენებას გიკარგავდათ. თქვენი იდეების სხვებისთვის გაზიარებისგან თავი შეიკავეთ, ასევე არ განიხილოთ სხვების საქმეები.
თევზები: მშვიდი და ხელსაყრელი დღეა. არ გელოდებათ დიდი წარმატებები და თავბრუდამხვევი გამარჯვებები, მაგრამ არც პრობლემებია მოსალოდნელი ისეთი, რომელთა გადაჭრასაც დიდი დრო სჭირდება. კარგი დღეა საოჯახო საქმეების, ნათესავებთან ურთიერთობებისთვის. თუ რამე გაუგებრობები გქონდათ მათთან, დღეს ამის მოგვარება იოლია.
ყველა ახალი ამბავი
0