დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 15 თებერვალი

© Pixabay / kasabubuსავსე მთვარე
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 15 თებერვალია, სამშაბათი. მზარდი მთვარე ლომის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
განეწყვეთ პოზიტიურად. დღეს ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ უყურებთ მოვლენებს. ეცადეთ, დაინახოთ არა მხოლოდ პრობლემები, არამედ შესაძლებლობებიც. ურთიერთობები იქონიეთ პოზიტიურ და ოპტიმისტ ადამიანებთან. გელოდებათ სასიამოვნო სიურპრიზები. საყიდლებისთვის არცთუ ხელსაყრელი დღეა.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 14 თებერვალი>>
ვერძი: არ ღირს დილიდანვე სერიოზული საქმეების გაკეთება - გაგიჭირდებათ აზრების მოკრება, არსებული ვითარების სწორად შეფასება. სიტუაცია მალე შეიცვლება უკეთესობისკენ. ნაშუადღევს გელოდებათ კარგი სიახლეები, საინტერესო წინადადებები. საღამოს შესანიშნავი დროა ურთიერთობებისთვის თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან.
ვეფხვი - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2019
ზოდიაქოს ყველაზე „მოუთვინიერებელი" ნიშნები - ტოპ-ოთხეული
კურო: კარგი დღეა სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ. აღმოაჩენთ, რომ ბევრია მზად, მხარი დაგიჭიროთ თქვენი იდეების რეალიზებაში. გამოჩნდებიან ახალი თანამოაზრეები. შეგიძლიათ გადაწყვიტოთ ფინანსური საკითხები. აქ ინტუიცია დაგეხმარებათ. შეგიძლიათ რამე ახალი საქმის დაწყება, რაშიც მალე გაერკვევით.
ტყუპი: ეცადეთ, თანამიმდევრულად იმოქმედოთ და არ იჩქაროთ. შესაძლოა, რთული იყოს რამდენიმე საქმეზე ერთდროულად ფიქრი, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანზე გაამახვილეთ ყურადღება. გარშემომყოფებთან ურთიერთობები ყოველთვის "უღრუბლო" არ იქნება, მოსალოდნელია მცირე უთანხმოებები, თუმცა კონფლიქტამდე საქმე არ მივა.
კირჩხიბი: საქმიანი თვალსაზრისით არცთუ მარტივი დღეა - ყველაფერი იოლად არ გამოგივათ, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერს მოაგვარებთ - დაგეხმარებათ გამოცდილება და ინტუიცია. ნაჩქარევად არ გადაწყვიტოთ ფინანსური საკითხები. პირად ურთიერთობებში პოზიტიური ტენდენციების ჭარბობს. დიდ სიხარულს მოგანიჭებთ საყვარელ ადამიანთან შეხვედრა.
ვარსკვლავები ცაზე - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2018
რითია ზოდიაქოს თქვენი ნიშანი სხვა ნიშანზე უკეთესი
ლომი: საინტერესო და ნაყოფიერი დღე გელოდებათ. მოგიწევთ ზოგიერთი საკითხის ნაჩქარევად გადაწყვეტა, ყველაფერი უცბად არ გამოგივათ, მაგრამ საკუთარ გეგმებზე უარს არ იტყვით, ეცდებით, რომ მიზნისკენ მიმავალი გზა გამონახოთ. კარგი დღეა ახალი საქმის დასაწყებად. საღამოს მოსალოდნელია კარგი სიახლეების გაგება.
ქალწული: საკმაოდ იღბლიანი დღეა საქმიანი თვალსაზრისით. გაუმკლავდებით რამდენიმე რთულ საკითხს. უფრო ჰარმონიული გახდება ბოლო დროს დაძაბული ურთიერთობები. კარგად ჩაივლის მგზავრობა. საღამოს განსაკუთრებით ბევრი იდეა გაგიჩდებათ. მათ რეალიზებას მალევე ვერ მოახერხებთ, მაგრამ მოგვიანებით დაუბრუნდებით ჩანაფიქრს.
სასწორი: შესანიშნავი დღეა ნაცნობობისთვის - მალე მოახდენთ კარგ შთაბეჭდილებას ადამიანებზე. წარმატებით ჩაივლის საქმიანი მოლაპარაკებები. განსაკუთრებით დაეხმარებიან ვარსკვლავები მათ, ვინც ფართო აუდიტორიის წინაშე აპირებს გამოსვლას. სავარაუდოდ, გარკვეულ ორომტრიალს თავს ვერ აარიდებთ, მაგრამ სერიოზულ შეცდომებს არ დაუშვებთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2018
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის „აქილევსის ქუსლი“
მორიელი: არ გაწყენთ სიფრთხილე საქმეებში. სჯობს, არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება, თუ საქმე სამუშაოს ან ფინანსურ საკითხებს ეხება. დრო მიეცით საკუთარ თავს და მალე ნათელი გახდება, როგორ უნდა იმოქმედოთ. დანარჩენს რაც შეეხება, ხელსაყრელი დღეა, რომელიც მიესადაგება შეხვედრებს მეგობრებთან, რომანტიკულ პაემანს.
მშვილდოსანი: დიდი ალბათობით, ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავა, მაგრამ თქვენ დროულად გაერკვევით ვითარებაში და მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებებს. ეს ის დღეა, როდესაც განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოუსმინოთ ინტუიციას. პროფესიულ ასპარეზზე ახალი პერსპექტივები გაჩნდება.
თხის რქა: მშფოთვარე, მაგრამ ნაყოფიერი და იღბლიანი დღეა. დროულად გამოიჩენთ ინიციატივას, რაც დიდი წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. შესაძლებელია თანხის მიღება. გარიგებები და ნივთების ყიდვა იღბლიანი იქნება. გარშემომყოფებთან ურთიერთობებში დაძაბული მომენტები მოსალოდნელი არ არის, თუ თავს შეიკავებთ კრიტიკული შენიშვნებისგან.
მამაკაცი ხელში ნიღბით - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2019
ორ(მრავალ)ცოლიანობა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
მერწყული: სამსახურში მცირე უთანხმოებებია მოსალოდნელი, ყოველთვის ვერ შეძლებთ კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან შეთანხმებებს. შეძლებთ კონფლიქტების თავიდან აცილებას. ფულთან დაკავშირებით ფრთხილად იყავით. ახლობელ ადამიანებთან მოსალოდნელია უკეთესობისკენ ცვლილებები ურთიერთობებში.
თევზები: რთული დღე იქნება მათთვის, ვისაც სერიოზული სამუშაო საკითხების განხილვა აქვს დაგეგმილი. გაგიჭირდებათ გარშემომყოფების დარწმუნება საკუთარ სიმართლეში, თქვენი თვალსაზრისის დაცვა. თანდათანობით გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა. დღის მეორე ნახევარში სასიხარულო მომენტები გელოდებათ.
ყველა ახალი ამბავი
0