https://sputnik-georgia.com/20220214/dris-astroprognozi-14-tebervali-264389560.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 14 თებერვალი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 14 თებერვალი
Sputnik საქართველო
დღის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ცალკეული ნიშნებისთვის – რას გვირჩევენ ასტროლოგები
2022-02-14T00:15+0400
2022-02-14T00:15+0400
2022-02-14T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24864/43/248644369_0:97:3299:1952_1920x0_80_0_0_f7fdd032d51c7eef0dbef73b6e36bc59.jpg
დღეს 2022 წლის 14 თებერვალია, ორშაბათი. მზარდი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.კარგი დღეა ურთიერთობებისთვის. შესაძლებელია ძველი წყენისა და უთანხმოებების უკან მოტოვება. დიდი ალბათობაა სასიამოვნო ნაცნობობის, შეხვედრების, რომლებიც ნაყოფიერ თანამშრომლობას ან ხანგრძლივ მეგობრობას დაუდებს სათავეს. ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით დღეს სიფრთხილეა საჭირო.დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 13 თებერვალი>>ვერძი: დღის პირველ ნახევარში რთული იქნება უთანხმოებებისა და კამათის თავიდან აცილება, ურთიერთობების თვალსაზრისით არცთუ ხელსაყრელი დროა; თუმცა ვითარება მალე შეიცვლება, განწყობა გაუმჯობესდება. დღის მეორე ნახევარში მოერიდეთ დაღლილობას, ზედმეტ დატვირთვას, ყველაზე რთული საქმეები გადადეთ.კურო: დღის დასაწყისი ნაყოფიერია. შეიძლება რთული საკითხების გადაჭრა. მოსალოდნელია კარგი სიახლეების გაგება, მოვლენები, რომლებიც საინტერესო აზრებს გაგიჩენთ. დღის მეორე ნახევარი საქმიანი თვალსაზრისით არცთუ ხელსაყრელი დროა, სამაგიეროდ მშვენიერი დროა დასვენებასა და გართობის, სასიამოვნო ნაცნობობისთვის.ტყუპი: ბევრ რამეში გაგიმართლებთ. გაუმკლავდებით რთულ საქმეებს. მიზნის მიღწევაში საკითხებისადმი შემოქმედებითი დამოკიდებულება დაგეხმარებათ. შესანიშნავი დღეა ნაცნობობის, საქმიანი და პირადი შეხვედრებისთვის. ყველაზე წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენთ. შესაძლებელია ლამაზი რომანტიკული ისტორიის დაწყება.კირჩხიბი: მშფოთვარე, მაგრამ საინტერესო და ნაყოფიერი დღეა. მოგიწევთ სხვების საქმეების გაკეთება, სხვების მიერ შექმნილი პრობლემების გადაჭრა. მნიშვნელოვანია, რომ არ გადაიღალოთ. დღის პირველ ნახევარში ძალზე ენერგიული ხართ, მეორე ნახევარში კი დასვენება არ გაწყენთ. მიეცით თავს ამის უფლება, თავი აარიდეთ რუტინას.ლომი: შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ აჩვენოთ ყველას, რა შეგიძლიათ. არ მოგერიდოთ საკუთარ წარმატებებზე საუბარი. გექნებათ საშუალება, მიიქციოთ ყურადღება ადამიანებისა, რომლებზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. ემოციური ფონი ხელსაყრელია, განწყობა – ამაღლებული. იმედს არ გაგიცრუებთ რომანტიკული პაემანი.ქალწული: შესანიშნავი დღეა მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად, შეთანხმებებისთვის მეგობრებთან და ახლობლებთან. დღის პირველი ნახევარი კარგი დროა საქმიანობისთვის, რომელიც შემოქმედებით დამოკიდებულებას მოითხოვს, მოგვიანებით კი დეტალებისადმი ყურადღება გამოვა წინა პლანზე.სასწორი: ეს ის დღეა, როდესაც შეგიძლიათ მოიფიქროთ რაღაც საოცარი, იპოვოთ პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე. სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში გამოცდილება დაგეხმარებათ. ბევრი თქვენგანი შეძლებს ფინანსური საკითხების გადაჭრას. არაა გამორიცხული თანხის მიღება მოულოდნელი წყაროებიდან.მორიელი: დილით გაგიჭირდებათ სიმშვიდის შენარჩუნება. წვრილმანები სერიოზულად მოგეჩვენებათ. ამიტომ სჯობს, დღის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანი საქმეები არ დაგეგმოთ. მალე გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და დღის მეორე ნახევარი სასიამოვნოდ ჩაივლის. არაა გამორიცხული რომანტიკული სიურპრიზები.მშვილდოსანი: ხელსაყრელი დღეა თანამშრომლობის დაწყების, საქმიანი კავშირების გამტკიცებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საქმე გექნებათ, დრო დაგრჩებათ დასვენებისა და ახლობლებთან ურთიერთობებისთვის. საღამოს შეგიძლიათ საოჯახო დღესასწაული მოაწყოთ – ყველა დადებითი ემოციებით დაიმუხტება.თხის რქა: მოერიდეთ ხანგრძლივ საუბრებსა და კამათს უმნიშვნელო საკითხებზე, ნუ დახარჯავთ ამაზე ენერგიას. იფიქრეთ მხოლოდ ყველაზე მთავარ მიზნებზე. არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება, განსაკუთრებით, თუ ეს სხვა ადამიანებსაც ეხება. დღის მეორე ნახევარში მგზავრობა დამღლელი იქნება, ამიტომ სჯობს, არ დაგეგმოთ.მერწყული: დღე საკმაოდ კარგად ჩაივლის, თუმცა გარკვეულ ორომტრიალს თავს მაინც ვერ აარიდებთ. მოგიწევთ გადაწყვეტილებების გზადაგზა მიღება, გეგმების სწრაფად შეცვლა. ეს ხელს ვერ შეგიშლით მიზნების მიღწევაში. დაგეხმარებათ იმპროვიზირების უნარი. ეს თვისებები გარშემომყოფების ყურადღებას მიიპყრობს.თევზები: ძალიან იოლი იქნება გარშემომყოფებზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენა. თქვენი კეთილგანწყობა ბევრს მოსწონს, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც თქვენთან დამეგობრებას მოინდომებენ. მომხიბვლელობა საქმიანი საკითხების გადაწყვეტაშიც დაგეხმარებათ. ეცადეთ, ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვანზე გაამახვილოთ.
https://sputnik-georgia.com/20210722/zodiaqos-niSnebis-idealuri-wyvilebi-252377549.html
https://sputnik-georgia.com/20210618/intimuri-SeTavsebadoba-zodiaqos-niSnebs-Soris-252045136.html
https://sputnik-georgia.com/20181215/SeTavsebadoba-aRmosavluri-sasiyvarulo-horoskopis-mixedviT-243492043.html
https://sputnik-georgia.com/20211203/zodiaqo-urcxvi-vulgaruli-nisnebi-262546191.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24864/43/248644369_283:0:3014:2048_1920x0_80_0_0_c73859cdb3fff971226fa1a058d7c330.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ასტროლოგია ვარსკვლავები ზოდიაქო ასტროპროგნოზი
ასტროლოგია ვარსკვლავები ზოდიაქო ასტროპროგნოზი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 14 თებერვალი
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 14 თებერვალია, ორშაბათი. მზარდი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
კარგი დღეა ურთიერთობებისთვის. შესაძლებელია ძველი წყენისა და უთანხმოებების უკან მოტოვება. დიდი ალბათობაა სასიამოვნო ნაცნობობის, შეხვედრების, რომლებიც ნაყოფიერ თანამშრომლობას ან ხანგრძლივ მეგობრობას დაუდებს სათავეს. ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით დღეს სიფრთხილეა საჭირო.
ვერძი: დღის პირველ ნახევარში რთული იქნება უთანხმოებებისა და კამათის თავიდან აცილება, ურთიერთობების თვალსაზრისით არცთუ ხელსაყრელი დროა; თუმცა ვითარება მალე შეიცვლება, განწყობა გაუმჯობესდება. დღის მეორე ნახევარში მოერიდეთ დაღლილობას, ზედმეტ დატვირთვას, ყველაზე რთული საქმეები გადადეთ.
კურო: დღის დასაწყისი ნაყოფიერია. შეიძლება რთული საკითხების გადაჭრა. მოსალოდნელია კარგი სიახლეების გაგება, მოვლენები, რომლებიც საინტერესო აზრებს გაგიჩენთ. დღის მეორე ნახევარი საქმიანი თვალსაზრისით არცთუ ხელსაყრელი დროა, სამაგიეროდ მშვენიერი დროა დასვენებასა და გართობის, სასიამოვნო ნაცნობობისთვის.
ტყუპი: ბევრ რამეში გაგიმართლებთ. გაუმკლავდებით რთულ საქმეებს. მიზნის მიღწევაში საკითხებისადმი შემოქმედებითი დამოკიდებულება დაგეხმარებათ. შესანიშნავი დღეა ნაცნობობის, საქმიანი და პირადი შეხვედრებისთვის. ყველაზე წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენთ. შესაძლებელია ლამაზი რომანტიკული ისტორიის დაწყება.
კირჩხიბი: მშფოთვარე, მაგრამ საინტერესო და ნაყოფიერი დღეა. მოგიწევთ სხვების საქმეების გაკეთება, სხვების მიერ შექმნილი პრობლემების გადაჭრა. მნიშვნელოვანია, რომ არ გადაიღალოთ. დღის პირველ ნახევარში ძალზე ენერგიული ხართ, მეორე ნახევარში კი დასვენება არ გაწყენთ. მიეცით თავს ამის უფლება, თავი აარიდეთ რუტინას.
ლომი: შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ აჩვენოთ ყველას, რა შეგიძლიათ. არ მოგერიდოთ საკუთარ წარმატებებზე საუბარი. გექნებათ საშუალება, მიიქციოთ ყურადღება ადამიანებისა, რომლებზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. ემოციური ფონი ხელსაყრელია, განწყობა – ამაღლებული. იმედს არ გაგიცრუებთ რომანტიკული პაემანი.
ქალწული: შესანიშნავი დღეა მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად, შეთანხმებებისთვის მეგობრებთან და ახლობლებთან. დღის პირველი ნახევარი კარგი დროა საქმიანობისთვის, რომელიც შემოქმედებით დამოკიდებულებას მოითხოვს, მოგვიანებით კი დეტალებისადმი ყურადღება გამოვა წინა პლანზე.
სასწორი: ეს ის დღეა, როდესაც შეგიძლიათ მოიფიქროთ რაღაც საოცარი, იპოვოთ პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე. სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში გამოცდილება დაგეხმარებათ. ბევრი თქვენგანი შეძლებს ფინანსური საკითხების გადაჭრას. არაა გამორიცხული თანხის მიღება მოულოდნელი წყაროებიდან.
მორიელი: დილით გაგიჭირდებათ სიმშვიდის შენარჩუნება. წვრილმანები სერიოზულად მოგეჩვენებათ. ამიტომ სჯობს, დღის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანი საქმეები არ დაგეგმოთ. მალე გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და დღის მეორე ნახევარი სასიამოვნოდ ჩაივლის. არაა გამორიცხული რომანტიკული სიურპრიზები.
მშვილდოსანი: ხელსაყრელი დღეა თანამშრომლობის დაწყების, საქმიანი კავშირების გამტკიცებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საქმე გექნებათ, დრო დაგრჩებათ დასვენებისა და ახლობლებთან ურთიერთობებისთვის. საღამოს შეგიძლიათ საოჯახო დღესასწაული მოაწყოთ – ყველა დადებითი ემოციებით დაიმუხტება.
თხის რქა: მოერიდეთ ხანგრძლივ საუბრებსა და კამათს უმნიშვნელო საკითხებზე, ნუ დახარჯავთ ამაზე ენერგიას. იფიქრეთ მხოლოდ ყველაზე მთავარ მიზნებზე. არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება, განსაკუთრებით, თუ ეს სხვა ადამიანებსაც ეხება. დღის მეორე ნახევარში მგზავრობა დამღლელი იქნება, ამიტომ სჯობს, არ დაგეგმოთ.
მერწყული: დღე საკმაოდ კარგად ჩაივლის, თუმცა გარკვეულ ორომტრიალს თავს მაინც ვერ აარიდებთ. მოგიწევთ გადაწყვეტილებების გზადაგზა მიღება, გეგმების სწრაფად შეცვლა. ეს ხელს ვერ შეგიშლით მიზნების მიღწევაში. დაგეხმარებათ იმპროვიზირების უნარი. ეს თვისებები გარშემომყოფების ყურადღებას მიიპყრობს.
თევზები: ძალიან იოლი იქნება გარშემომყოფებზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენა. თქვენი კეთილგანწყობა ბევრს მოსწონს, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც თქვენთან დამეგობრებას მოინდომებენ. მომხიბვლელობა საქმიანი საკითხების გადაწყვეტაშიც დაგეხმარებათ. ეცადეთ, ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვანზე გაამახვილოთ.