დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 13 თებერვალი

CC0 / Ryan Hallock / MW over EMW.ვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 13 თებერვალია, კვირა. მზარდი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
მოერიდეთ პირქუშ აზრებსა და უსიამოვნო მოგონებებს. არ ღირს განწყობის გაფუჭება არც თქვენთვის და არც სხვებისთვის. ემოციური ფონი დღის პირველ ნახევარში დაძაბულია, მაგრამ თუ ეცდებით, ოპტიმიზმს შეინარჩუნებთ. დღის მეორე ნახევარი მხიარულად და საინტერესოდ ჩაივლის. გელოდებათ უამრავი დადებითი ემოცია.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 12 თებერვალი>>
ვერძი: შესანიშნავი დღეა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად, სამომავლო გეგმების დასაწყობად. ილუზიებს არ აგებთ და ცხადად დაინახავთ იმას, რაზეც აქამდე მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა გქონდათ. ადამიანები, რომლებიც კარგად გიცნობენ, შესანიშნავ რჩევებს მოგცემენ.
გაზაფხული - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2019
იდეალური ქვეყანა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
კურო: უჩვეულო და შთაგონებების სავსე დღე გელოდებათ. დიდი ალბათობით, კმაყოფილი დარჩებით. გაგახარებთ ურთიერთობები ახლობლებთან. გექნებათ საინტერესო საუბრები, მხიარული მომენტები და კაშკაშა ემოციები. დრო დაგრჩებათ სწავლისთვისაც და ინფორმაციის ანალიზისთვის.
ტყუპი: შესანიშნავი დღეა განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობებისთვის. ადვილად იპოვით საერთო ენას როგორც ძველ ნაცნობებთან, ისე ახალ გაცნობილ ადამიანებთან. არაა გამორიცხული მეგობრული ან რომანტიკული ურთიერთობების დაწყება. შესაძლებელია თანხის, ასევე საჩუქრების მიღება.
კირჩხიბი: მოულოდნელი მოვლენები გელოდებათ, რომლებიც გავლენას მოახდენს თქვენს გეგმებზე. შესაძლოა, დაგეგმილი საქმეების გადადება მოგიწიოთ. ეს არ გაგახარებთ, მაგრამ არც უკმაყოფილო დარჩებით. შეძლებთ ახლობელ ადამიანებთან დალაპარაკებას ყველასთვის მტკივნეულ თემებზე.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2018
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აქვთ ძლიერი ენერგეტიკა
ლომი: მშფოთვარე, მაგრამ საინტერესო დღე გელოდებათ. სავარაუდოდ, მოვლენები ისე არ განვითარდება, როგორც ელოდებოდით. მოგიწევთ იმპროვიზირება, სიტუაციაში სწრაფად ორიენტირება. ურთიერთობები ყოველთვის ადვილი არ იქნება, მაგრამ სერიოზული კონფლიქტები მოსალოდნელი არ არის.
ქალწული: დილით არ ღირს სერიოზულ საკითხებზე მსჯელობა. ეცადეთ, არ გაღიზიანდეთ კრიტიკულ შენიშვნებზე, არ აჰყვეთ პროვოკაციებს. მალე ურთიერთობები გარშემომყოფებთან ჰარმონიული გახდება. დღის მეორე ნახევარში თავს გაართმევთ ყველა ამოცანას, მათ შორის რთულ ახალ საქმეებს.
სასწორი: დიდია შანსი, რომ სხვებზე ადრე მიიღოთ ღირებული ინფორმაცია. მაგრამ დასკვნების გამოტანა ნაჩქარევად არ ღირს. კარგი დღეა საკუთარი იდეების სხვებისთვის გაზიარებისთვის. მოქმედებამ თანამოაზრეებთან ერთად შეიძლება მეგობრულ ან რომანტიკულ კავშირს დაუდოს სათავე.
დიეტა  - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2022
ზოდიაქოს ნიშნები და დიეტა – როგორ იკლებენ წონაში სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები
მორიელი: შესანიშნავი დღეა შეხვედრების, ურთიერთობებისთვის ადამიანებთან, რომლებზეც კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გინდათ. თქვენი გამოკვეთილი ინდივიდუალობა თვალშისაცემია. ეს დღე არ შეეფერება საქმეებს, რომლებსაც დეტალებისადმი ყურადღება უნდა. სჯობს, დაისვენოთ.
მშვილდოსანი: გარშემომყოფებს მშვენივრად შეეწყობით, მაგრამ საკუთარ თავთან გაგიჭირდებათ ჰარმონიაში ყოფნა. ზოგიერთს დასჭირდება დრო, რომ გაერკვეს თავის გრძნობებში, სურვილებში. საქმეებს რაც შეეხება, მათ, თქვენი გამჭრიახი გონების წყალობით, სწრაფად გაუმკლავდებით
თხის რქა: უჩვეულო იდეების, თამამი გეგმებისა და საინტერესო შეხვედრების დღეა. შესაძლოა, მოვლენები მოულოდნელი სვლებით განვითარდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ვითარებებში არ დაიბნეთ. აქ ინტუიცია არაერთხელ დაგეხმარებათ სასურველი შედეგების მიღებაში.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2018
სად იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ბედნიერების საიდუმლო
მერწყული: შესანიშნავი დღეა საქმეების მოსაწესრიგებლად, იმის გასაკეთებლად, რაზეც აქამდე ხელი არ მიგიწვდებოდათ დროის უქონლობის გამო. დღის პირველ ნახევარში შესაძლებელია მოულოდნელი შეხვედრები, საღამო კი შესანიშნავი დროა მნიშვნელოვანი, მათ შორის – პირადი საკითხების განსახილველად,
თევზები: იმაზე მეტ საქმეს მოასწრებთ, ვიდრე დაგეგმილი გქონდათ. ყველაფერი შესანიშნავად აეწყობა. გექნებათ საშუალება, დაეხმაროთ რთულ სიტუაციაში აღმოჩენილ ახლობლებს. კარგი დღეა ნაცნობობისთვის. ადვილად მოახდენთ კარგ შთაბეჭდილებას მომთხოვნ ადამიანებზეც კი.
ყველა ახალი ამბავი
0