დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 12 თებერვალი

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშივარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 12 თებერვალია, შაბათი. მზარდი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
მრავალფეროვანი და დატვირთული დღეა. ხელსაყრელი დროა ურთიერთობებისთვის. ბევრი ადამიანი შეძლებს საერთო ენის გამონახვას. იქნება დასვენების, დროის მხიარულად გატარების საშუალება. კარგად ჩაივლის მგზავრობა.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 თებერვალი>>
ვერძი: დღის პირველი ნახევარი შესანიშნავი დროა ურთიერთობებისთვის სრულიად განსხვავებულ ადამიანებთან. ყველასთან შეძლებთ საერთო ენის გამონახვას. არ არის გამორიცხული რომანტიკული სიურპრიზები. მოგვიანებით ხელსაყრელი დრო დადგება სწავლისა და შემოქმედებისთვის.
მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2019
მამაკაცთა გულთამპყრობელი ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კურო: რისი გაკეთებაც დღეს ნამდვილად არ ღირს, ეს წვრილმანების გამო გაღიზიანებაა. ამას განსაკუთრებელი ყურადღება მიაქციეთ დღის პირველ ნახევარში. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ურთიერთობებისთვის. კარგად ჩაივლის მგზავრობა. სახლიდან მოშორებით შესაძლებელია სასიამოვნო ადამიანის გაცნობა.
ტყუპი: სავარაუდოდ, დღე არ იქნება მსუბუქი და უზრუნველი. ბევრის გაკეთება მოგიწევთ, მათ შორის, სხვისი პრობლემების გადაწყვეტა, გასაჭირში ჩავარდნილი ახლობლების დახმარება. შეგიძლიათ მიხედოთ ფინანსურ და ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებს. აქ ინტუიციას მოუსმინეთ – მისი მინიშნებები გაამართლებს.
კირჩხიბი: შესანიშნავი დღეა ურთიერთობებისთვის. კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ ყველაზე. არაა გამორიცხული მეგობრულიურთიერთობების დაწყება და არც – ერთი ნახვით შეყვარება. ჩვეული საქმეები მოსაწყენად გეჩვენებათ და გინდათ, რომ რამე ახალს შეეჭიდოთ. ამის შესაძლებლობა გექნებათ.
კოსმოსი - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2018
ყველაზე მშვიდი და თავშეკავებული ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი: გაგიჩნდებათ უჩვეულო იდეები, ზოგიერთის რეალიზებას მალევე შეძლებთ. მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი ძალები ზედმეტად არ შეაფასოთ. დაფიქრდით, ვის შეუძლია თქვენი დახმარება. კარგი დღეა ახლობლებთან ურთიერთობებისთვის. საყვარელმა ადამიანმა შეიძლება სასიამოვნოდ გაგაკვირვოთ.
ქალწული: არა აქვს მნიშვნელობა, რას გააკეთებთ – დღეს ყველა წამოწყება იღბლიანი იქნება. გადაჭრით ძველ პრობლემებს, გაერკვევით კითხვებში, რომლებიც ბოლო დროს გაწუხებდათ. გაგახარებთ ძველ მეგობრებთან შეხვედრა. საღამოს იგრძნობთ დაღლილობას, ამიტომ ამ დროისთვის რთული არაფერი დაგეგმოთ.
სასწორი: შესანიშნავი დღეა. ვარსკვლავების მხარდაჭერა უნდა გამოიყენოთ სერიოზული საკითხების გადასაწყვეტად, მნიშვნელოვანი საქმეების გასაკეთებლად. მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები, იღბლიანი თანხვედრები, მოვლენები, რომლებიც განწყობას აგიმაღლებთ. ახლობლებისგან ძალიან კარგ სიახლეებს შეიტყობთ.
მამაკაცი ბავშვს ეთამაშება - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2019
საუკეთესო მეოჯახე მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მორიელი: შესანიშნავი დღეა შეთანხმებებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, საერთო გეგმების განხილვისთვის, შეძლებთ ახლობლებთან ურთიერთობების უკეთესობისკენ შეცვლას. შესაძლებელია მოულოდნელი საჩუქრები და თანხის მიღება, ასევე ბევრ თქვენგანს ელოდება შესანიშნავი სიახლეები, წინადადებები.
მშვილდოსანი: დღეს რამე მნიშვნელოვანი მოვლენა ან ცვლილება არ გელოდებათ, თუმცა მთლიანობაში დღე სასიამოვნოდ ჩაივლის. გექნებათ საინტერესო და სასიხარულო შეხვედრები, რაც განწყობას აგიმაღლებთ. კარგი იქნება, თუ სახლის საქმეებს მიხედავთ, შეგიძლიათ ოჯახისთვის რამის ყიდვა.
თხის რქა: საინტერესო და ნაყოფიერი დღე გელოდებათ. თუ დროს წვრილმანებზე არ დაკარგავთ, ბევრს მოასწრებთ. კარგი დროა მომავალზე ფიქრისა და გეგმების დაწყობისთვის. სასიამოვნოდ გაგაკვირვებთ სიახლე, რომლის წყალობითაც აღარ ინერვიულებთ რაღაც მნიშვნელოვანი საქმის შედეგზე.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2019
როგორი მამები არიან ზოდიაქოს ნიშნები
მერწყული: სასიამოვნო მოულოდნელობები გელოდებათ. შესაძლებელია შეხვედრა ადამიანთან, რომელიც გენატრებოდათ. კარგად ჩაივლის საოჯახო ღონისძიებები. უთანხმოებები ნათესავებთან წარსულს ჩაბარდება. წვრილმანი საოჯახო პრობლემების გამო შესაძლოა, გეგმების შეცვლა მოგიწიოთ.
თევზები: გაგიჩნდებათ სურვილი, რომ შეეჭიდოთ რამე ახალს, რამე კარდინალურად შეცვალოთ ცხოვრებაში. მოუსმინეთ ინტუიციას – მისი მინიშნებები უფრო წაგადგებათ, ვიდრე გარშემომყოფების რჩევები. არ ღირს საკუთარი საიდუმლოებების სხვებისთვის გაზიარება, გამარჯვებებზე კი შეგიძლიათ ხმამაღლა განაცხადოთ.
ყველა ახალი ამბავი
0