დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 თებერვალი

CC BY 2.0 / Kim MyoungSung / Milky way and 2 meteorsვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 11 თებერვალია, პარასკევი. მზარდი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
ეცადეთ, ყველაფერს რეალურად შეხედოთ. ადვილი არ არის არსებული ვითარების ობიექტურად შეფასება. ბევრისთვის უფრო ადვილია ილუზიების აგება, ვიდრე იმის გარკვევა, თუ რა ხდება სინამდვილეში. თუ მნიშვნელოვანი შეხვედრები გაქვთ, სჯობს, დღის მეორე ნახევარში დაგეგმოთ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 10 თებერვალი>>
ვერძი: არ იჩქაროთ იმ საქმეების გაკეთება, რომლებიც დიდ ყურადღებას მოითხოვს. ეს დილით ადვილი არ იქნება.ასევე აჯობებს, თუ შუადფღემდე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს არ მიიღებთ. დღის მეორე ნახევარი ჰარმონიული დროა, გარემოებები ხელს შეგიწყობთ, რომ ჩანაფიქრის რეალიზება მოახერხოთ.
ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2021
მამაკაცის „საოცნებო ქალი“ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კურო: დილით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ აბსოლუტურად ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ, მაგრამ ეს ასე არ არის. ამიტომ ნუ შეეჭიდებით რთულ, მასშტაბურ და საპასუხისმგებლო საქმეებს. მტკიცე მოქმედებების დრო დღის მეორე ნახევარში დადგება. შეგიძლიათ ინიციატივის გამოჩენა საქმეებშიცა და პირად ურთიერთობებშიც.
ტყუპი: დატვირთული დღე გელოდებათ. მოგიწევთ საკუთარი სიმართლის დამტკიცება, კამათში ჩაბმა. ჩვეულებრივზე ხშირად შეიძლება ჩაერიოთ სხვის საქმეებში, გადაჭრათ სხვების მიზეზით შექმნილი პრობლემები. ეცდებით, რომ ეს ძალიან დელიკატურად გააკეთოთ და არავინ გააღიზიანოთ.
კირჩხიბი: გელოდებათ საინტერესო შეხვედრები, სასიამოვნო ნაცნობობა. ადვილად მოახდენთ კარგ შთაბეჭდილებას ადამიანებზე. ისინი თქვენთან დამეგობრებას მოინდომებენ და ასევე არაა გამორიცხული, რომ რომანტიკულ ურთიერთობასაც ჩაეყაროს საფუძველი. მომხიბვლელობა სამუშაო საკითხების გადაჭრაშიც დაგეხმარებათ.
შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
ზოდიაქო: მამაკაცები, რომლებსაც ძლიერი სიყვარულის უნარი შესწევთ
ლომი: საინტერესო დღე გელოდებათ. გაჩნდება ახალი შესაძლებლობები, იდეები. თამამად შეეჭიდეთ ახალ საქმეებს. გექნებათ შანსი, გაიცნოთ ადამიანები, რომლებზეც ბევრი კარგი რამ გსმენიათ. ასევე კარგი დღეაიმ ადამიანებთან შესახვედრად, რომლებსაც გინდათ, რომ მოეწონოთ. თქვენი ძლიერი მხარეები შეუმჩნეველი არ დარჩება.
ქალწული: არ მოიწყენთ, იმდენი საქმე გექნებათ. მოგიწევთ ერთდროულად რამდენიმე საქმის გაკეთება, რთული საკითხების ერთმანეთის მიყოლებით გადაწყვეტა. ეს ყველაფერი თქვენთვის საინტერესო იქნება. საღამო სასიამოვნო სიურპრიზების დროა. მათ შორის მოსალოდნელია რომანტიკული სიურპრიზებიც.
სასწორი: საქმეებზე გონების მოკრება რთული იქნება, მაგრამ უნდა ეცადოთ. საქმე ისაა, რომ დღეს წარმატებების მიღწევის შანსი გაქვთ, მაგრამ საჭიროა მობილიზება. ფრთხილად იყავით ახალ ნაცნობებთან, არ ჩაებათ რამე სარისკო ღონისძიებაში. შეყვარებულებს სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ.
გულის ფორმის ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
ზოდიაქო: ვის როგორ უმართლებს სიყვარულში
მორიელი: სერიოზულ საკითხებზე დღის პირველ ნახევარში იმსჯელეთ. შესაძლებელია სასიამოვნო შეხვედრები, ნაცნობობა. დღის მეორე ნახევარში დამოუკიდებლად მოქმედება აჯობებს. საღამო კი ახლო წარსულის მოვლენების გაანალიზებასა და სამომავლო გეგმების დაწყობას დაუთმეთ.
მშვილდოსანი: არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება, განსაკუთრებით, თუ საქმე ახალ საქმეებს ეხება. პირველი შთაბეჭდილება მცდარი შეიძლება აღმოჩნდეს. სიფრთხილეა საჭირო ფინანსურ საკითხებშიც. შუადღემდე არ დადოთ გარიგებები და ხელი არ მოაწეროთ დოკუმენტებს. შემდეგ უკვე ხელსაყრელი პერიოდი დადგება.
თხის რქა: შესანიშნავი იდეების დღეა, რომლებიც გარშემომყოფებს, შესაძლოა, ძალზე სარისკოდ მოეჩვენოთ. თქვენ კი დარწმუნებული ხართ ამ იდეების წარმატებაში და არც შეცდებით. დაგეხმარებათ ინტუიცია, რომელიც დღეს საკმაოდ გამძაფრებულია. შესაძლებელია საინტერესო შეხვედრები, საუბრები მნიშვნელოვან საკითხებზე.
გულები და ჯვრები  - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2019
როგორ ამჟღავნებენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები
მერწყული: თუ სირთულეებს არ შეუშინდებით, მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწევთ. შესანიშნავი დღეა ახლობლებთან ურთიერთობებისთვის, იმპროვიზირებული საოჯახო ღონისძიებებისთვის. თავადაც კარგად გაატარებთ დროს და სხვებსაც გაამხიარულებთ. ამასთან, მნიშვნელოვანი საკითხების განხილვასაც მოახერხებთ.
თევზები: იმაზე მეტს მოასწრებთ, ვიდრე დაგეგმილი გაქვთ. სწრაფად გაუმკლავდებით რთულ საქმეებს, შეცდომებს არ დაუშვებთ. შესაძლოა, ბიზნესთან დაკავშირებით შესანიშნავი იდეები გაჩნდეს, ან შემოქმედებითი გეგმები. გაგახარებთ ნებისმიერი შესაძლებლობა, რომ რამე ახალს შეეჭიდოთ. არაა გამორიცხული სასიამოვნო ნაცნობობა.
ყველა ახალი ამბავი
0