დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 10 თებერვალი

© Pixabay / samvsmithარწივი მთებში
არწივი მთებში - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 10 თებერვალია, ხუთშაბათი. მზარდი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
ეცადეთ, დილით ემოციებს არ აჰყვეთ. ეს რთულია, მაგრამ თუ შეძლებთ გაწონასწორებული გადაწყვეტილებების მიღებას, არ აჰყვებით წამიერ სურვილებს და დაუფიქრებლად არაფერს იტყვით და იმოქმედებთ, ბევრ უსიამოვნებას აიცილებთ თავიდან. დღის მეორე ნახევარი უფრო იღბლიანი იქნება, ემოციური ფონი სტაბილური გახდება და შესაბამისად, მოქმედებებიც უფრო გონივრული.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 9 თებერვალი>>
ვერძი: ბევრ საქმეს მოასწრებთ, დაეხმარებით სხვებსაც, რის გამოც გარშემომყოფები მადლიერი იქნებიან. თქვენი კეთილგანწყობა კარგ შთაბეჭდილებას მოახდენს ბევრზე. ჰარმონიულად განვითარდება როგორც საქმიანი, ისე პირადი ურთიერთობები. კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2021
„სიფრთხილის“ ჰოროსკოპი, ანუ რას უნდა მოერიდონ ზოდიაქოს ნიშნები 2022 წელს
კურო: არ იჩქაროთ ცხოვრების კარდინალურად შეცვლა. დღეს შესაძლოა, იფიქროთ, რომ არასწორი გზა გაქვთ არჩეული და დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოთ სხვაგვარად მოქმედება. მაგრამ აჯობებს, ჯერ დაიცადოთ და კარგად გააანალიზოთ არსებული სიტუაცია. სიფრთხილეა საჭირო ფულთან მიმართებით.
ტყუპი: შესანიშნავი დღეა მნიშვნელოვანი საუბრებისთვის, შეხვედრებისთვის ადამიანებთან, ვისზეც კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გინდათ. ჩვეული საქმეები კარგად გამოგივათ, ახალთან დაკავშირებით კი სირთულეებია მოსალოდნელი. მოთმინებისა და სიმტკიცის წყალობით ყველაფერს გადალახავთ.
კირჩხიბი: დღეს გარშემომყოფები განსაკუთრებული ყურადღებით მოგისმენენ, ამიტომ დაპირებებთან ფრთხილად იყავით. არ ილაპარაკოთ შეუმოწმებელ ინფორმაციებზე, თქვენს დასკვნებზე, რომლებშიც დარწმუნებული არ ხართ. კარგად ჩაივლის საქმიანი მოლაპარაკებები, ასევე შეხვედრები მეგობრებთან.
თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2019
ბოშური ჰოროსკოპი - გაიგეთ თქვენი და თქვენი ახლობლების თვისებები ახალი რაკურსით
ლომი: შესანიშნავი, ნაყოფიერი დღეა. შესაძლოა, ის მოსაწყენად მოგეჩვენოთ, მაგრამ მოახერხებთ დაგროვებულ საქმეებთან გამკლავებას, გეგმების განსაზღვრას და საყურადღებო საკითხების განხილვას. ახლობლებს თქვენი ყურადღება შეიძლება დასჭირდეთ. მზად იყავით მათთან სასაუბროდ.
ქალწული: მთლიანობაში მშვიდი დღე გელოდებათ, თუმცა ზოგჯერ დაძაბული მომენტებიც შეიქმნება. სასწრაფო საქმეები მოსალოდნელზე მეტი გექნებათ და შესაძლოა, პრიორიტეტებში გარკვევა გაგიჭირდეთ. ყურადღებას გაგიფანტავთ გარშემომყოფების უსარგებლო რჩევები. სჯობს, ინტუიციას მოუსმინოთ.
სასწორი: კარგი დღეა რთული ამოცანების გადასაწყვეტად. ბევრი რამ გახდება ცხადი, მიხვდებით,როგორ უნდა იმოქმედოთ. შესაძლოა, ზოგიერთ ძველ გეგმაზე მოგიწიოთ უარის თქმა და ახალ გეგმას მიჰყვეთ. გაგახარებთ ურთიერთობები ახლობლებთან. შეგიძლიათ მათთან საერთო გეგმების განხილვა.
შეყვარებული ჩიტები - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2021
რა უპირატესობა და ნაკლი აქვს ქორწინებას ზოდიაქოს თითოეულ ნიშანთან
მორიელი: დასამახსოვრებელი დღე გელოდებათ. შესაძლოა, მოხდეს რაღაც უჩვეულო მოვლენები. არ არის გამორიცხული მეგობრული ან რომანტიკული ურთიერთობების დაწყება. მოსალოდნელია თანხის მიღება, რომელსაც მაშინვე არ დახარჯავთ და ეს სწორი პოზიციაა – მალე მიხვდებით, რაში სჯობს ფულის გამოყენება.
მშვილდოსანი: ბევრს მიაღწევთ, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება – შესაძლოა, გზაზე ბარიერები გაჩნდეს, მოხდეს რაღაც გაუგებრობები. მაგრამ სირთულეების წინაშე უკან არ დაიხევთ. თქვენი წარმატებები ყურადღებას მიიპყრობს. ბევრ გაუჩნდება თქვენი გაცნობის სურვილი. კარგი დღეა გარემოს გამოცვლისთვის.
თხის რქა: მიუხედავად იმისა, რომ მშვიდს ვერ ვუწოდებთ ამ დღეს, მაინც კმაყოფილი დარჩებით. მოახერხებთ საქმეების მოწესრიგებას, წვრილმანი საკითხების გადაწყვეტას. დღის პირველ ნახევარში სწრაფი მოქმედებაა საჭირო, მოგვიანებით კი შეგიძლიათ მშვიდად განიხილოთ გეგმები თანამოაზრეებთან ერთად.
ქალი ცაში აპყრობილი ხელებით - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
ბედის შანსები: ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება 2022 წელი წარმატებული
მერწყული: შესანიშნავი დღეა ურთიერთობებისთვის. რაც უფრო მნიშვნელოვანია შეხვედრები, მით უფრო უკეთესად ჩაივლის ისინი. დიდი ძალისხმევა არ მოგიწევთ კარგი შთაბეჭდილების მოსახდენად, უბრალოდ იყავით ის, ვინც ხართ. შესაძლებელია თანხის მიღება. საყიდლებზე წასვლა გაამართლებს.
თევზები: კარგი დღეა მნიშვნელოვანი და რთული სამუშაოს შესასრულებლად. თქვენზე უკეთესად საქმეებს ვერავინ გაუმკლავდება. შეგიძლიათ ირგვლივ თანამოაზრეები შემოიკრიბოთ. არაა გამორიცხული, რომ საქმიანი ურთიერთობები რომანტიკულ კავშირში, სამსახურებრივ რომანში გადაიზარდოს.
ყველა ახალი ამბავი
0