დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 9 თებერვალი

© Pixabay / 12019დენალი
დენალი - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 9 თებერვალია, ოთხშაბათი. მზარდი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
მოსალოდნელია ძლიერი განცდები. მიზეზი ხანდახან წვრილმანები იქნება. რთული აღმოჩნდება საკუთარ გრძნობებში გარკვევაც. შესაძლებელია დაძაბული მომენტები გარშემომყოფებთან. პოზიტიურად განწყობაში შემოქმედებითი საქმიანობა შეასრულებს დიდ როლს.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 8 თებერვალი>>
ვერძი: დიდი შანსი გაქვთ, რომ მიაღწიოთ იმას, რაც აქამდე წარმოუდგენლად გეჩვენებოდათ. გარშემომყოფებთან ურთიერთობები ყოველთვის ადვილი არ იქნება. შეიძლება დაგადანაშაულონ სიჯიუტეში, სხვისი ინტერესების გაუთვალისწინებლობაში, მაგრამ საკუთარ გეგმებზე უარს მაინც არ იტყვით.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2022
თებერვლის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
კურო: მღელვარება კი მოგიწევთ, მაგრამ დღე იღბლიანად აეწყობა. სავარაუდოდ, გელოდებათ სასიამოვნო სიურპრიზები. ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს ადამიანების გაცნობა. შეძლებთ ურთიერთობას მათთან, ვისზეც ბევრი კარგი რამ გსმენიათ. არაა გამორიცხული ხანგრძლივი თანამშრომლობის დაწყება.
ტყუპი: შესანიშნავი დღეა სამუშაოზე საუბრისთვის. გამოჩნდებიან ახალი თანამოაზრეები, რომლებიც საერთო საქმეებს დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან. შეიძლება დალაპარაკება პირად საკითხებზეც, მაგრამ აქ ძალზე მნიშვნელოვანია პოზიტიური განწყობის შენარჩუნება და პესიმიზმისგან გათავისუფლება.
კირჩხიბი: დიდი ალბათობით, დღე უპრობლემოდ ჩაივლის, მაგრამ თქვენ სწრაფად მოახერხებთ მათ გადაწყვეტას. ძალიან დაგეხმარებათ ინტუიცია, რასაც გარშემომყოფების რჩევებზე ვერ ვიტყვით. ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღეთ. კარგი დღეა ფინანსური საკითხების გადასაწყვეტად.
ლამაზი ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2021
ზოდიაქო: ყველაზე ურცხვი, ვულგარული ნიშნები
ლომი: დღის პირველ ნახევარში მოერიდეთ წვრილმანების გამო ნერვიულობას. სავარაუდოდ, ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავა, მაგრამ ეს ნერვიულობის საბაბი არ უნდა გახდეს. თანდათანობით გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა. დღის მეორე ნახევარი საინტერესო და სასიამოვნო საუბრების დროა.
ქალწული: არ იჩქაროთ. დღის პირველი ნახევარი უფრო დაგეგმვასა და ფიქრს მიესადაგება, ვიდრე ქმედით ნაბიჯებს. შესაძლოა, შეამჩნიოთ ისეთი დეტალები, რომლებსაც აქამდე ყურადღებას არ აქცევდით. დღის მეორე ნახევარი დატვირთული და ნაყოფიერიპერიოდი იქნება, როდესაც შეგიძლიათ საკუთარი იდეების რეალიზება.
სასწორი: თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი უმაღლეს დონეზეა; გაჩნდება უამრავი კარგი იდეა. მაგრამ მათი რეალიზაციის დაუყოვნებლივ დაწყება არ ღირს. ჯერ კარგად მოიფიქრეთ ყველაფერი, იკითხეთ რჩევა. ხელსაყრელი დღეა პირადი ურთიერთობებისთვის. უთანხმოებები მოსალოდნელი არ არის.
მძინარე ლომი დივანზე - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2021
ასტრორეიტინგი: ზოდიაქოს ყველაზე ზარმაცი ნიშნები – ტოპ-ხუთეული
მორიელი: კარგი იდეები გაგიჩნდებათ, მაგრამ მათი რეალიზება უფრო ხელსაყრელ დროს აჯობებს. შესაძლებელია ახალი ნაცნობობა. საერთო ენას განსხვავებულ ადამიანებთან იოლად პოულობთ. არაა გამორიცხული ახალი მეგობრული ურთიერთობების დაწყება. სამსახურში შესაძლებელია უთანხმოებები, მაგრამ კონფლიქტამდე საქმე არ მივა.
მშვილდოსანი: შესანიშნავი დღეა მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისთვის. შეძლებთ ვითარების სწორად შეფასებას, ახალი შესაძლებლობების დანახვას, ძველი შეცდომების გამოსწორებას. გამორიცხული არაა უთანხმოებები და კამათი. საკუთარ მოსაზრებებს ისე დაიცავთ, რომ არავის აწყენინებთ.
თხის რქა: ბევრის გაკეთებას მოასწრებთ – როგორც უკვე ნაცნობი, ისე ახალი საქმეების. არ შეგაშინებთ რთული ამოცანებიც კი. ბევრ თქვენგანს ელოდება პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საუბრები. არაა გამორიცხული, რომ ახალი სამუშაო შემოგთავაზონ.
ქალები სიცილის დროს - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
ყველაზე კარგი სიდედრები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, ანუ სიძეების საუკეთესო „ადვოკატები“
მერწყული: შესანიშნავი დღეა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. შესაძლებელია მომგებიანი გარიგებების დადება. ზოგიერთი თქვენგანი შემოსავლების გაზრდის ეფექტურ საშუალებას იპოვის. დროს უქმად არ დაკარგავთ და ამის წყალობით დღის მეორე ნახევარში დასვენების შესაძლებლობა გექნებათ.
თევზები: საკმაოდ მშფოთვარე დღეა, გაგიჭირდებათ თავის გაკონტროლება. ეცადეთ, არ გაბრაზდეთ ადამიანებზე, რომლებიც უცბადვე ვერ გიგებენ და ერთსა და იმავე კითხვას ბევრჯერ გისვამენ. შესაძლებელია ძვირადღირებული ნივთის შეძენა, რომელიც, დიდი ალბათობით, გაამართლებს. საღამო კარგი დროა მეგობრებთან შეხვედრისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0