https://sputnik-georgia.com/20220215/tu-kovidis-semdeg-tmebis-cvena-dagewyot-264458738.html
თუ თმის ცვენა დაგეწყოთ: მარტივი რეცეპტი ტრიქოლოგისგან
თუ თმის ცვენა დაგეწყოთ: მარტივი რეცეპტი ტრიქოლოგისგან
Sputnik საქართველო
ტრიქოლოგის თქმით, თუ ამ პროცედურას რეგულარულად ჩაიტარებთ, როგორი დაზიანებულიც უნდა გქონდეთ, თმები აუცილებლად გაგიმაგრდებათ და ახალიც გაგეზრდებათ.
2022-02-15T14:49+0400
2022-02-15T14:49+0400
2023-08-17T10:48+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/08/261886634_0:200:1920:1280_1920x0_80_0_0_ac69a7010c534ef32645e3ea5fe8797f.jpg
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. მათ უმეტესობას, ვინც COVID-19 გადაიტანა, თუნდაც უსიმპტომოდ, ხშირ შემთხვევაში ეწყება თმების გაძლიერებული ცვენა, აცხადებს ექიმი-ტრიქოლოგი ელენა მალცევა.მისი თქმით, ეს იმის გამო ხდება, რომ კოვიდის ფონზე ვირუსული დატვირთა თმის ფოლიკულებზე საკმაოდ ძლიერია.გარდა ამისა, არსებობს თმის ცვენის მეორე მიზეზიც — ეს ინტენსიური მკურნალობაა, ანუ დიდი მედიკამენტური დატვირთვა და ანტიბიოტიკების მიღება.იმისათვის, რომ თმა ნაადრევად არ გაგცვივდეთ და გამელოტება არ დაგეწყოთ, სპეციალისტი გირჩევთ, რეგულარულად წაისვათ ვიტამინებსა და თაფლზე დამზადებული შინაური ნიღაბი.არ გამოტოვოთ: როგორ მოვიქცეთ, თუ შეღებილი თმის ფერი არ მოგვწონს?თქვენ დაგჭირდებათ :ნიღბის მოზადების წესიშეურიეთ ერთმანეთს ვიტამინი В6, ვიტამინი В12, ვიტამინი C და თალგამის (ან აბუსალათინის) ზეთი.შემდეგ დაამატეთ ამ ნარევს წყლის აბაზანაზე შემთბარი თაფლი და ბალზამი.არ გამოტოვოთ: თმის ცვენის სამი კვებითი მიზეზი: ბრიტანელი ექიმების რჩევებიმიღებული მასა კარგად წაისვით თმებზე, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თმის ძირებს. დაიხურეთ თავზე აბაზანის ქუდი (შეგიძლიათ ჩვეულებრივი ცელოფანიც გამოიყენოთ) და შეიფუთეთ პირსახოცით ისე, რომ საუნის ეფექტი მიიღოთ.ერთი საათის შემდეგ თმა ჩვეულებრივი შამპუნით ჩამოიბანეთ.არ შეგეშინდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ნიღაბში თაფლი შედის, ის კარგად ირეცხება თმებიდან მისთვის წინდაწინ დამატებული ბალზამის წყალობით.ტრიქოლოგის თქმით, თუ ამ პროცედურას რეგულარულად ჩაიტარებთ, როგორი დაზიანებულიც უნდა გქონდეთ, თმები აუცილებლად გაგიმაგრდებათ და ახალიც გაგეზრდებათ.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/08/261886634_132:0:1839:1280_1920x0_80_0_0_29471786ace544d83ec0fec2f74a2ad9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თმის ცვენა ტრიქოლოგის რჩევა თმის ნიღბის რეცეპტი
თმის ცვენა ტრიქოლოგის რჩევა თმის ნიღბის რეცეპტი
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. მათ უმეტესობას, ვინც COVID-19 გადაიტანა, თუნდაც უსიმპტომოდ, ხშირ შემთხვევაში ეწყება თმების გაძლიერებული ცვენა, აცხადებს ექიმი-ტრიქოლოგი ელენა მალცევა.
მისი თქმით, ეს იმის გამო ხდება, რომ კოვიდის ფონზე ვირუსული დატვირთა თმის ფოლიკულებზე საკმაოდ ძლიერია.
გარდა ამისა, არსებობს თმის ცვენის მეორე მიზეზიც — ეს ინტენსიური მკურნალობაა, ანუ დიდი მედიკამენტური დატვირთვა და ანტიბიოტიკების მიღება.
იმისათვის, რომ თმა ნაადრევად არ გაგცვივდეთ და გამელოტება არ დაგეწყოთ, სპეციალისტი გირჩევთ, რეგულარულად წაისვათ ვიტამინებსა და თაფლზე დამზადებული შინაური ნიღაბი.
ვიტამინი В6 — ერთი ამპულა;
ვიტამინი В12 — ერთი ამპულა;
ვიტამინი C (პაკეტირებული) — 1 გრამი;
თალგამის ან აბუსალათინის ზეთი — 2 სუფრის კოვზი;
თმის ნებისმიერი ბალზამი — 2 სუფრის კოვზი.
შეურიეთ ერთმანეთს ვიტამინი В6, ვიტამინი В12, ვიტამინი C და თალგამის (ან აბუსალათინის) ზეთი.
შემდეგ დაამატეთ ამ ნარევს წყლის აბაზანაზე შემთბარი თაფლი და ბალზამი.
მიღებული მასა კარგად წაისვით თმებზე, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თმის ძირებს. დაიხურეთ თავზე აბაზანის ქუდი (შეგიძლიათ ჩვეულებრივი ცელოფანიც გამოიყენოთ) და შეიფუთეთ პირსახოცით ისე, რომ საუნის ეფექტი მიიღოთ.
ერთი საათის შემდეგ თმა ჩვეულებრივი შამპუნით ჩამოიბანეთ.
არ შეგეშინდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ნიღაბში თაფლი შედის, ის კარგად ირეცხება თმებიდან მისთვის წინდაწინ დამატებული ბალზამის წყალობით.
ტრიქოლოგის თქმით, თუ ამ პროცედურას რეგულარულად ჩაიტარებთ, როგორი დაზიანებულიც უნდა გქონდეთ, თმები აუცილებლად გაგიმაგრდებათ და ახალიც გაგეზრდებათ.