თმის ცვენის სამი კვებითი მიზეზი: ბრიტანელი ექიმების რჩევები

© Pixabay / slavoljubovskiთმის ცვენა
თმის ცვენა - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
გამოწერა
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. თმის ცვენა, როგორც წესი, არ არის ხოლმე შეშფოთების მიზეზი, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში ეს შესაძლოა გარკვეული დაავადების ნიშანიც იყოს, იუწყება გამოცემა Daily Express-ი ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნულ სამსახურზე (NHS) დაყრდნობით.
სპეციალისტების თქმით, თუ ადამიანს დღეში 100 ღერზე მეტი თმა სცვივა, ამან შეიძლება თანდათანობითი გამელოტება გამოიწვიოს, რაც უფრო შესამჩნევი გვიან ასაკში ხდება, როდესაც თმის ზრდა ნელდება.
წითურთმიანი ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2021
თმის ცვენის მკურნალობა ავოკადოს ზეთით: სამი მარტივი გზა თმის ზრდის გასაძლიერებლად
თუმცა არსებობს მთელი რიგი კვებითი ჩვევები, რომლებიც თმის ცვენას აძლიერებს.
ესენია:
ცილის შემცველი პროდუქტების სიმცირე რაციონში (ოსპი, ისპანახი, ლობიო, ტოფუ...);
ვიტამინ A-ს ჭარბი რაოდენობა (რომლის ნორმალური დონეც ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის);
კალციუმის დეფიციტი (რაც ასევე მოქმედებს ფრჩხილების მდგომარეობაზეც).
გარდა ამისა, ირკვევა, რომ თმების ცვენა შეიძლება დაიწყოს მაშინაც, როდესაც ადამიანი ხშირად იკლებს და იმატებს წონაში.
ამასთან გამოცემა წერს, რომ დიდ ბრიტანეთში არსებობს მამაკაცებში გამელოტების საწინააღმდეგო ეფექტური მეთოდები, რაც ფინასტერიდითა და მინოქსიდილით მკურნალობას გულისხმობს. აღინიშნება, რომ მინოქსიდილი ასევე გამოიყენება ქალებში სიმელოტის სამკურნალოდაც, ხოლო ფინასტერიდის მიღება მათთვის დაუშვებელია.
ყველა ახალი ამბავი
0