https://sputnik-georgia.com/20210908/tmis-cvenis-mkurnaloba-avokados-zetit-sami-martivi-gza-259431478.html
თმის ცვენის მკურნალობა ავოკადოს ზეთით: სამი მარტივი გზა თმის ზრდის გასაძლიერებლად
თმის ცვენის მკურნალობა ავოკადოს ზეთით: სამი მარტივი გზა თმის ზრდის გასაძლიერებლად
Sputnik საქართველო
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. თმის ცვენა მსოფლიოში უამრავ ადამიანს აწუხებს, თუმცა არსებობს საშუალება, რომელიც თმის პათოლოგიური ცვენის — ალოპეციის რისკს... 08.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-08T16:39+0400
2021-09-08T16:39+0400
2023-07-21T10:26+0400
ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24420/17/244201756_0:200:1920:1280_1920x0_80_0_0_1bbf88225a6acb48e66862cf3681cacb.jpg
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. თმის ცვენა მსოფლიოში უამრავ ადამიანს აწუხებს, თუმცა არსებობს საშუალება, რომელიც თმის პათოლოგიური ცვენის — ალოპეციის რისკს აქვეითებს და აჩერებს კიდეც. საუბარია ავოკადოს ზეთზე, რომელიც სამნაირად შეიძლება გამოიყენოთ პრობლემასთან ბრძოლისთვის, წერს Daily Express-ი.სპეციალისტების თქმით, თმის ცვენა შეიძლება იყოს დაბერების პროცესის ბუნებრივი ნაწილი — ამაში სანერვიულო არაფერია, და ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ადამიანის სხვადასხვა მდგომარეობით: სტრესით, წონის კლებით ან, თუნდაც, რკინის დეფიციტით.როგორც NHS-ის (ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანიზაცია) სპეციალისტები ამბობენ, არსებობს შინ მკურნალობის რამდენიმე მეთოდი, რომლებიც შეიძლება ალოპეციის შეჩერებაში დაგეხმაროთ. თმის ზრდის სტიმულირების ერთ-ერთ ყველაზე მარტივ გზად ისინი ავოკადოს ზეთის გამოყენებას ასახელებენ.ავოკადოს ზეთი სავსეა ნუტრიენტებით, რომლებიც აუმჯობესებს თმის მდგომარეობას. მიიჩნევა, რომ ავოკადოს ზეთი პოხავს თმის ფოლიკულებს და იცავს მათ მსხვრევადობისგან.ზეთი თმას ფარავს ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი ტენით და ბუნებრივ ბარიერს უქმნის გარემოს, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს თმას.ნატურალური თმის ნიღაბიწაისვით თავის კანზე ავოკადის ზეთი და გაიჩერეთ მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში. უმჯობესია, თუ სულაც ძილის წინ წაისვამთ და მთელი ღამე დაიტოვებთ ნიღაბს თმებზე.სკალპის მასაჟითუ სტრესი გაქვთ, ავოკადოს ზეთის გამოყენებით თავის მასაჟი შესანიშნავი გზაა პრობლემის მოსახსნელად.რბილი, ნაზი მოძრაობებით შეიზილეთ ზეთი პირდაპირ თავის კანში ისე, რომ რაც შეიძლება დიდი ზედაპირი მოიცვათ.ორმაგი სარგებელიშეურიეთ ავოკადოს ზეთს როზმარინის ან პიტნის ზეთის რამდენიმე წვეთი, რომლებიც ასევე იცავს თმას ცვენისგან, და წაისვით თმაზე ნიღბის სახით.მისი თქმით, „ავოკადოს ზეთში შემავალი ცხიმოვანი მჟავები არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თმის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ის ბუნებრივად ატენიანებს და აძლიერებს თმას, ხდის მას უფრო ჯანსაღსა და უფრო ბრწყინვალეს“.სპეციალისტების თქმით, თმის ცვენა იშვიათ შემთხვევაში შეიძლება სხვა დაავადების მაუწყებელი ნიშანი იყოს. ამიტომ თუ თმის ცვენა მოულოდნელად დაგეწყოთ და უკვე სიმელოტეც შენიშნეთ, სასწრაფოდ ექიმს უნდა მიმართოთ.
https://sputnik-georgia.com/20210816/Tmis-cevna-dafrCxilebis-gafuWeba-COVID-19-is-Semdeg-252597118.html
https://sputnik-georgia.com/20210521/rogor-chamovirecxot-sagebavi-tmidan-230253959.html
https://sputnik-georgia.com/20200330/mecnieruli-kvleva-Tmis-feri-sicocxlis-xangrZlivobas-ganapirobebs-248106510.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24420/17/244201756_392:284:1679:1249_1920x0_80_0_0_7fcf18da124132d44498ebfeae326faf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ექიმის რჩევები, სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები, სასარგებლო რჩევები
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. თმის ცვენა მსოფლიოში უამრავ ადამიანს აწუხებს, თუმცა არსებობს საშუალება, რომელიც თმის პათოლოგიური ცვენის — ალოპეციის რისკს აქვეითებს და აჩერებს კიდეც. საუბარია ავოკადოს ზეთზე, რომელიც სამნაირად შეიძლება გამოიყენოთ პრობლემასთან ბრძოლისთვის, წერს
Daily Express-ი. სპეციალისტების თქმით, თმის ცვენა შეიძლება იყოს დაბერების პროცესის ბუნებრივი ნაწილი — ამაში სანერვიულო არაფერია, და ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ადამიანის სხვადასხვა მდგომარეობით: სტრესით, წონის კლებით ან, თუნდაც, რკინის დეფიციტით.
როგორც NHS-ის (ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანიზაცია) სპეციალისტები ამბობენ, არსებობს შინ მკურნალობის რამდენიმე მეთოდი, რომლებიც შეიძლება ალოპეციის შეჩერებაში დაგეხმაროთ. თმის ზრდის სტიმულირების ერთ-ერთ ყველაზე მარტივ გზად ისინი ავოკადოს ზეთის გამოყენებას ასახელებენ.
ავოკადოს ზეთი სავსეა ნუტრიენტებით, რომლებიც აუმჯობესებს თმის მდგომარეობას. მიიჩნევა, რომ ავოკადოს ზეთი პოხავს თმის ფოლიკულებს და იცავს მათ მსხვრევადობისგან.
ზეთი თმას ფარავს ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი ტენით და ბუნებრივ ბარიერს უქმნის გარემოს, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს თმას.
წაისვით თავის კანზე ავოკადის ზეთი და გაიჩერეთ მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში. უმჯობესია, თუ სულაც ძილის წინ წაისვამთ და მთელი ღამე დაიტოვებთ ნიღაბს თმებზე.
თუ სტრესი გაქვთ, ავოკადოს ზეთის გამოყენებით თავის მასაჟი შესანიშნავი გზაა პრობლემის მოსახსნელად.
რბილი, ნაზი მოძრაობებით შეიზილეთ ზეთი პირდაპირ თავის კანში ისე, რომ რაც შეიძლება დიდი ზედაპირი მოიცვათ.
შეურიეთ ავოკადოს ზეთს როზმარინის ან პიტნის ზეთის რამდენიმე წვეთი, რომლებიც ასევე იცავს თმას ცვენისგან, და წაისვით თმაზე ნიღბის სახით.
"ავოკადოს ზეთის ყოველდღიური გამოყენება თმის მოვლის პროცესში — საუკეთესო გზაა თმის სიმშრალის შესამცირებლად და მისი ტექსტურის გასაუმჯობესებლად — თმის ტიპის მიუხედავად“, — ამბობს ექიმი ჯოშ აქსი.
მისი თქმით, „ავოკადოს ზეთში შემავალი ცხიმოვანი მჟავები არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თმის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ის ბუნებრივად ატენიანებს და აძლიერებს თმას, ხდის მას უფრო ჯანსაღსა და უფრო ბრწყინვალეს“.
სპეციალისტების თქმით, თმის ცვენა იშვიათ შემთხვევაში შეიძლება სხვა დაავადების მაუწყებელი ნიშანი იყოს. ამიტომ თუ თმის ცვენა მოულოდნელად დაგეწყოთ და უკვე სიმელოტეც შენიშნეთ, სასწრაფოდ ექიმს უნდა მიმართოთ.