როგორ მოვიქცეთ, თუ შეღებილი თმის ფერი არ მოგვწონს?

CC BY-SA 2.0 / Betsy Jons / Non-buzzed hot hair and faces!როგორ გამოიყურება ჯანმრთელი თმა
როგორ გამოიყურება ჯანმრთელი თმა - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2021
გამოწერა
როგორ და, თმა უნდა „ჩამოვირეცხოთ“. ხოლო იმისთვის, რომ სწორად „ჩამოვირეცხოთ“, რამდენიმე ისეთ რჩევას გაგიზიარებთ, რომელთა ეფექტურობასაც ქალების „მრავალათწლიანი“ გამოცდილება ადასტურებს. თქვენ კი მეთოდი აირჩიეთ და საქმეს შეუდექით.

არსებობს „ჩამორეცხვის“ ორი გზა:

•    ქიმიური

ქიმიური მეთოდი სწრაფ შედეგს კი იძლევა, მაგრამ თმებს აზიანებს — აშრობს, ხდის მტვრევადს და თავის კანსაც წვავს. არადა, როგორც არ უნდა მოინდომოთ და რამდენიც არ უნდა ეცადოთ, ვერაფრით დაადგენთ ქიმიური ხსნარის თავზე გაჩერების საჭირო დროს, იმიტომ რომ ვერასდროს გამოიცნობთ საკუთარი თავის კანის წყლისა და ელექტროლიტების ბალანსს.

•    ნატურალური — ძველებური რეცეპტით

საპარიკმახერო ხელოვნების ბევრი სპეციალისტი ამბობს, რომ კეფირი მხოლოდ თმის „ჩამოსარეცხი“ საშუალება არ არის, და ეს მოლეკულურ დონეზეა დამტკიცებული. საქმე ისაა, რომ კეფირი დიდი რაოდენობით რძემჟავა ბაქტერიებსა და ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს შეიცავს, რაც თმის ფესვებსაც ამაგრებს, თავის კანის დაზიანებულ მონაკვეთებსაც აღადგენს, კანის მიკრონახეთქებსაც კურნავს და ა.შ.

თმის კეფირით „ჩამორეცხვა“ ძალიან მარტივია. კეფირის ნიღაბი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც თმის ფერის გასაღიავებლად, ისე მთელ სიგრძეზე თანაბარი ფერის დასაყენებლად.

CC BY 2.0 / Coral Lacey / Hair Fair Favesროგორ "ჩამოვირეცხოთ" თმა
როგორ მოვიქცეთ, თუ შეღებილი თმის ფერი არ მოგვწონს? - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2021
როგორ "ჩამოვირეცხოთ" თმა

გთავაზობთ რამდენიმე მეთოდს:

1. აიღეთ ერთ ლიტრამდე კეფირი (რაც უფრო ცხიმიანი იქნება, მით უკეთესი), ჩაასხით ჯამში, დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი (მზესუმზირის, თალგამის, ზეითუნისა თუ სხვა) და ერთი კოვზი მარილი. ყველაფერი ეს კარგად აურიეთ და მშრალ თმაზე წაისვით, დაიხურეთ ქუდი და გაიჩერეთ დაახლოებით ერთი საათი. თუ პროცედურის გამეორება დაგჭირდებათ, ჯერ თბილი წყლითა და შამპუნით (ცხიმიანი თმებისთვის) ჩამოიბანეთ ნიღაბი, გაიშრეთ თმები და მხოლოდ ამის შემდეგღა წაისვით ის თავიდან.

ეს მეთოდი კარგია, თუ თმის ორი ტონით გაღიავება გსურთ.

გახსოვდეთ: აღნიშნული პროცედურა შეგიძლიათ ჩაიტაროთ თვეში ორჯერ და ისიც, 24 საათში ორჯერ.

2. აიღეთ ორი ჭიქა ყველაზე ცხიმიანი კეფირი, დაამატეთ ორი სუფრის კოვზი საჭმელი სოდა და სამი სუფრის კოვზი არაყი. აურიეთ კარგად, ცოტა შეათბეთ (დაახლოებით 40 გრადუსამდე) და თმის მთელ სიგრძეზე თანაბრად წაისვით. შემდეგ დაიფარეთ ცელოფანი ან ქაღალდის პირსახოცი და გაიჩერეთ დაახლოებით ორი საათი. ეს მეთოდი თმას ერთი ან ერთ-ნახევარი ტონით აუფერულებს. თუ კანზე მცირე წვა იგრძენით, არ შეშინდეთ — ეს არყის გავლენაა.

3. გამოიყენება მხოლოდ კეფირი — ყოველგვარი დამატებითი ინგრედიენტის გარეშე. ასეთი „სუფთა“ ნიღაბი სამართლიანად მიიჩნევა თმისა და თავის კანის მკვებავად.

ყველა ახალი ამბავი
0