თუ COVID-19-ის შემდეგ თმის ცვენა დაგეწყოთ: ექიმი გირჩევთ, როგორ მოიქცეთ

© Pixabay / photo : Pixabay / JuVecchi თმის მოვლა
თმის მოვლა - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
გამოწერა
ენდოკრინოლოგის თქმით, თუ ყველა რეკომენდაციას შეასრულებთ, ავადმყოფობიდან რამდენიმე თვეში თმები თავიდან ზრდას დაიწყებს, რასაც საფეთქლებზე წამოზრდილი ღინღლით შენიშნავთ.
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. კორონავირუსული დაავადება COVID-19-ის გადატანის შემდეგ ბევრი პაციენტი უჩივის თმის ცვენასა და ფრჩხილების გაფუჭებას, რაც ავადმყოფობიდან დაახლოებით ერთი თვის თავზე იჩენს თავს, წერს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ენდოკრინოლოგი ზუხრა პავლოვა საკუთარ ტელეგრამ-არხზე.
მამაკაცი ჭამისას - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
ვინც COVID-19 გადაიტანა, ეს უნდა იცოდეს: აღმდგენი დიეტის თავისებურებები
მისი თქმით, ყველა პაციენტი თმების თანაბრად შეთხელებას უჩივის, რასაც ექიმები დიფუზურ ალოპეციას უწოდებენ. რაც შეეხება ფრჩხილებს, ისინი იქერცლება და ტყდება.
„ეს ყველაფერი არის სურათი იმისა, თუ როგორ რეაგირებს ორგანიზმი უძლიერეს სტრესზე. კორონავირუსის შემთხვევაში სტრესი გამოწვეულია როგორც თავად ვირუსული ინფექციით, ისე მასთან დაკავშირებული ნერვული გარემოთი, მეტაბოლური დარღვევებითა თუ სერიოზული მკურნალობით“, — განმარტავს ენდოკრინოლოგი.
სპეციალისტი ამბობს, რომ ორგანიზმის ამგვარი რეაქციის შესუსტება, სამწუხაროდ, შეუძლებელია. შესაბამისად, თმები დაახლოებით სამი-ოთხი თვის განმავლობაში განაგრძობს ცვენას, რასაც უბრალოდ უნდა შეეგუოთ. შეგიძლიათ ამ ხნის განმავლობაში უბრალოდ მოამზადოთ თავი ახალი თმების ამოსაყვანად.
პავლოვას განმარტებით, ეს სამზადისი ნიშნავს შემდეგს:
  • სრულფასოვან და სწორ კვებას — რაც ცილებისა და ვიტამინების დიდ რაოდენობას გულისხმობს;
  • ფიზიკურ აქტიურობას — მხოლოდ სისხლს შეუძლია თმის ბოლქვებამდე მიიტანოს საკვები ნივთიერებები, ამიტომ საჭიროა დაკავდეთ ენერგიული სიარულით ან ნებისმიერი სხვა აერობიკით;
  • თმების მაქსიმალურად მოფრთხილებას ამ პერიოდში — არ შეიკრათ თმები მაგრად, არ შეიღებოთ ძირები, არ დაივარცხნოთ ფენით, მოერიდეთ ვარცხნილობების გაკეთებას ცხელი მეთოდით და ა.შ. თმები ავადაა, ამიტომ შეიძინეთ ბუნებრივბეწვიანი ჯაგრისი და იკეთეთ აკურატული მასაჟი თავზე;
  • ზუსტად ასევე მოუფრთხილდით ფრჩხილებსაც — არ გაიკეთოთ შილაკი და არ წაისვათ არანაირი ლაქი.
როგორ გამოიყურება ჯანმრთელი თმა - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2021
როგორ მოვიქცეთ, თუ შეღებილი თმის ფერი არ მოგვწონს?
ამასთან ენდოკრინოლოგი წერს, რომ თუ კოვიდის შემდეგ თმებისა და ფრჩხილების პრობლემები შენიშნეთ, კარგი იქნება, თუ ექიმს გაესინჯებით, რათა დარწმუნდეთ, რომ ფარისებრი ჯირკვალი წესრიგში გაქვთ და არც ანემია გჭირთ.
თუ სპეციალისტის ყველა რეკომენდაციას შეასრულებთ, ავადმყოფობიდან დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ თმებმა თავიდან გაზრდა უნდა დაიწყოს. პირველ რიგში ამას საფეთქლებზე წამოზრდილი ღინღლით შენიშნავთ.
ყველა ახალი ამბავი
0