საქართველოს საგარეო ბრუნვა კვლავ იზრდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბათუმის სატვირთო პორტი
ბათუმის სატვირთო პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2022
გამოწერა
გასული წლის იანვართან შედარებით, ექსპორტი საქართველოდან 47,6%-ით გაიზარდა და 331,3 მილიონი დოლარი შეადგინა.
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2022 წლის იანვარში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 41,1%-ით გაიზარდა და 1.109,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში იმპორტირებული იყო 778,1 მლნ დოლარის პროდუქცია, რაც 2021 წლის იანვრის მაჩვენებელზე 38,5%-ით მეტია.
ექსპორტმა შეადგინა 331,3 მლნ დოლარი. ეს გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 47,6%-ით მეტია.
2022 წლის პირველი თვის უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 446,7 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 41,8%-ით მეტია.
საქართველოში Fitch-ის შეფასებით კმაყოფილი არიან>>
საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2021 წელი რეკორდულია ქვეყნის ისტორიაში საქონელბრუნვის თვალსაზრისით და მნიშვნელოვანია, რომ 2022 წლის იანვარში დადებითი ტენდენცია გაგრძელდა.

„გამოქვეყნდა იანვრის საგარეო ვაჭრობის წინასწარი, საკმაოდ კარგი მონაცემები, სადაც მნიშვნელოვნად – 47,6 პროცენტით არის გაზრდილი ექსპორტი", – განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური აღდგენის თვალსაზრისით და ასევე ინვესტორებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია სარეიტინგო კომპანია Fitch-ის განცხადება, რომლის თანახმად, საქართველომ შეინარჩუნა „სტაბილური“ სუვერენული რეიტინგი ВВ.
„რეიტინგის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი იყო სანდო, ეფექტური პოლიტიკა და, ყველაზე მნიშვნელოვანი, რის გამოც ჩვენ შევინარჩუნეთ „სტაბილური“ BB რეიტინგი, იყო ძლიერი მმართველობის ინდიკატორები, რაც ასევე მიუთითებს ეკონომიკის გაჯანსაღებაზე", – განაცხადა დავითაშვილმა.
სააგენტო Fitch Ratings-ის ლოგო - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2022
Fitch-მა საქართველოს რეიტინგის პროგნოზი შეინარჩუნა: ქვეყნის ეკონომიკის პლუსები და მინუსები
საქართველოს საგარეო ბრუნვა 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, 25,6%-ით გაიზარდა და 14,3 მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ამასთან, გასულ წელს გატანილია 4,2 მლრდ დოლარის ღირებულების ქართული პროდუქცია, რაც 2020 წლის მონაცემებთან შედარებით 26,9%-ით მეტია.
წყარო: საქსტატი
ყველა ახალი ამბავი
0