https://sputnik-georgia.com/20220207/saqartvelosi-fitch-is-sefasebit-kmayofili-arian-264230719.html
საქართველოში Fitch-ის შეფასებით კმაყოფილი არიან
საქართველოში Fitch-ის შეფასებით კმაყოფილი არიან
Sputnik საქართველო
საქართველოს სუსტ მხარედ რჩება უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულება და მაღალი მიმდინარე დეფიციტი, ფიქრობს მინისტრის მოადგილე
2022-02-07T22:36+0400
2022-02-07T22:36+0400
2022-02-07T23:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/78/234097813_0:58:1500:902_1920x0_80_0_0_ff9f22ef375c511a2ac7ff92e65253e5.jpg
თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნება კორონავირუსის პანდემიის შემდგომ პერიოდში, განუცხადა ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მირზა გელაშვილმა.საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა დაადასტურა საქართველოს ემიტენტის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი უცხოურ ვალუტაში BB დონეზე პროგნოზით „სტაბილური“.ამასთან, მან აღნიშნა, რომ Fitch-მა საქართველოს ძლიერ მხარედ მაღალი ხარისხის მაკროეკონომიკური მენეჯმენტი დაასახელა.იგი ეთანხმება სარეიტინგო სააგენტოს იმაში, რომ საქართველოს სუსტ მხარედ რჩება უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულება და მაღალი მიმდინარე დეფიციტი.„პანდემიამდე პერიოდში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ჩვენ მნიშვნელოვნად შევამცირეთ 5,5%-მდე. სამწუხაროდ, პანდემიამ, პირველ რიგში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების დანაკლისის ფონზე, გააუარესა მიმდინარე ანგარიშის მაჩვენებლებიც, თუმცა უკვე ვხედავთ აღდგენის პერსპექტივებს – დეკემბრის მდგომარეობით, ტურიზმი აღდგა 2019 წლის 58%-ის დონეზე. ეს უკვე საკმაოდ კარგი და ძლიერი წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ ველოდებით, რომ საშუალოვადიან პერიოდში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი კვლავ აღდგება პანდემიამდე მაჩვენებლამდე და ამ მიმართულებით ჩვენ უფრო მეტი წინსვლა გვექნება“, – აღნიშნა გელაშვილმა.Fitch-ის პროგნოზით, საქართველოს რეალური მშპ-ის ზრდა 2022 წელს 5,5%, 2023 წელს კი 5,3% იქნება. სააგენტოს ანალიტიკოსების აზრით, პანდემიასთან დაკავშირებული რისკები და ვაქცინაციის დაბალი ტემპი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების საფრთხეს ქმნის.აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს წმინდა საგარეო ვალი მნიშვნელოვნად უფრო მაღალია (მშპ-ის 74,3% 2021 წლის ბოლოს BB რეიტინგის 18,4%-იან საშუალო მაჩვენებელთან შედარებით), რაც მცირე და ძლიერ დოლარიზებულ ეკონომიკას დაუცველს ხდის გარე შოკების მიმართ.Fitch-მა საქართველოს რეიტინგის პროგნოზი შეინარჩუნა: ქვეყნის ეკონომიკის პლუსები და მინუსები >>საქართველოს მიმდინარე ანგარიშის (CAD) დეფიციტმა 2021 წლის ბოლოს მიაღწია მშპ-ის 10,9%-ს 2020 წლის 12,4%-ის შემდეგ. ტურიზმის სექტორის ეტაპობრივი აღდგენა ხელს შეუწყობს CAD-ს შემცირებას 2022 წელს მშპ-ის 8,2%-მდე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/78/234097813_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_8bdce87e5ad36fa6ae255c16926b9247.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო fitch შეფასება
საქართველო fitch შეფასება
საქართველოში Fitch-ის შეფასებით კმაყოფილი არიან
22:36 07.02.2022 (განახლებულია: 23:42 07.02.2022) საქართველოს სუსტ მხარედ რჩება უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულება და მაღალი მიმდინარე დეფიციტი, ფიქრობს მინისტრის მოადგილე.
თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნება კორონავირუსის პანდემიის შემდგომ პერიოდში, განუცხადა ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მირზა გელაშვილმა.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა დაადასტურა საქართველოს ემიტენტის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი უცხოურ ვალუტაში BB დონეზე პროგნოზით „სტაბილური“.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უკვე სახეზე გვაქვს მაკროეკონომიკური სტაბილურობის სწრაფი აღდგენა. ეს, ბუნებრივია, აისახება ეკონომიკურ ზრდაში, პირველ რიგში კი ფისკალური დეფიციტისა და მთავრობის ვალის შემცირებაში“, – აღნიშნა გელაშვილმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ Fitch-მა საქართველოს ძლიერ მხარედ მაღალი ხარისხის მაკროეკონომიკური მენეჯმენტი დაასახელა.
იგი ეთანხმება სარეიტინგო სააგენტოს იმაში, რომ საქართველოს სუსტ მხარედ რჩება უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულება და მაღალი მიმდინარე დეფიციტი.
„პანდემიამდე პერიოდში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ჩვენ მნიშვნელოვნად შევამცირეთ 5,5%-მდე. სამწუხაროდ, პანდემიამ, პირველ რიგში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების დანაკლისის ფონზე, გააუარესა მიმდინარე ანგარიშის მაჩვენებლებიც, თუმცა უკვე ვხედავთ აღდგენის პერსპექტივებს – დეკემბრის მდგომარეობით, ტურიზმი აღდგა 2019 წლის 58%-ის დონეზე. ეს უკვე საკმაოდ კარგი და ძლიერი წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ ველოდებით, რომ საშუალოვადიან პერიოდში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი კვლავ აღდგება პანდემიამდე მაჩვენებლამდე და ამ მიმართულებით ჩვენ უფრო მეტი წინსვლა გვექნება“, – აღნიშნა გელაშვილმა.
Fitch-ის პროგნოზით, საქართველოს რეალური მშპ-ის ზრდა 2022 წელს 5,5%, 2023 წელს კი 5,3% იქნება. სააგენტოს ანალიტიკოსების აზრით, პანდემიასთან დაკავშირებული რისკები და ვაქცინაციის დაბალი ტემპი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების საფრთხეს ქმნის.
აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს წმინდა საგარეო ვალი მნიშვნელოვნად უფრო მაღალია (მშპ-ის 74,3% 2021 წლის ბოლოს BB რეიტინგის 18,4%-იან საშუალო მაჩვენებელთან შედარებით), რაც მცირე და ძლიერ დოლარიზებულ ეკონომიკას დაუცველს ხდის გარე შოკების მიმართ.
საქართველოს მიმდინარე ანგარიშის (CAD) დეფიციტმა 2021 წლის ბოლოს მიაღწია მშპ-ის 10,9%-ს 2020 წლის 12,4%-ის შემდეგ. ტურიზმის სექტორის ეტაპობრივი აღდგენა ხელს შეუწყობს CAD-ს შემცირებას 2022 წელს მშპ-ის 8,2%-მდე.