https://sputnik-georgia.com/20220207/fitch-ma-saqartvelos-reitingis-prognozi-seinarcuna-qveynis-ekonomikis-plusebi-da-minusebi-264227976.html
Fitch-მა საქართველოს რეიტინგის პროგნოზი შეინარჩუნა: ქვეყნის ეკონომიკის პლუსები და მინუსები
Fitch-მა საქართველოს რეიტინგის პროგნოზი შეინარჩუნა: ქვეყნის ეკონომიკის პლუსები და მინუსები
Sputnik საქართველო
საქართველოში სტაბილურობა შენარჩუნებულია საიმედო და ეფექტური პოლიტიკური ფაქტორისა და მართვის ძლიერი მაჩვენებლების წყალობით, მიიჩნევენ სააგენტოში
2022-02-07T20:33+0400
2022-02-07T20:33+0400
2022-02-07T22:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24185/12/241851288_0:171:3337:2048_1920x0_80_0_0_7a20ca626ad93b36529b08516ce83fcd.jpg
თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა დაადასტურა საქართველოს ემიტენტის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი უცხოურ ვალუტაში BB დონეზე პროგნოზით „სტაბილური“. ამის შესახებ აღნიშნულია სააგენტოს პრეს-რელიზში.სააგენტოში აღნიშნავენ, რომ საქართველოში ეკონომიკური სტაბილურობა შენარჩუნებულია ეფექტური და სანდო პოლიტიკის და ძლიერი მმართველობის ინდიკატორების წყალობით.ეკონომიკის სწრაფი ზრდაFitch-ის პროგნოზით, საქართველოს რეალური მშპ-ის ზრდა 2022 წელს 5,5%, 2023 წელს კი 5,3% იქნება.„2022 და 2023 წლებში, ჩვენი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკის ზრდა პოტენციურ მაჩვენებელზე (4,0%–4,5%-ზე) მაღალი – 5,5% და 5,3% იქნება. ფინანსური შემოდინების ზრდა ხელს შეუწყობს კერძო მოხმარებას და ინვესტიციებს. სწრაფად აღდგება ტურისტული სექტორიც: Fitch-ის პროგნოზით, ტურიზმიდან შემოსავალი 2022 წელს 2019 წლის დონის 80%-ს მიაღწევს, 2021 წლის 38,1%-ის შემდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.სააგენტოს ანალიტიკოსების აზრით, პანდემიასთან დაკავშირებული რისკები და ვაქცინაციის დაბალი ტემპი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების საფრთხეს ქმნის.„შეზღუდვების პოტენციურმა გამკაცრებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ჩვენს პროგნოზებზე“, – აღნიშნულია ანგარიშში.ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პროგნოზზე, შესაძლოა, აისახოს საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში – თურქეთსა და რუსეთში მიმდინარე მოვლენები.მათი აზრით, ეროვნული ბანკის მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ხელს შეუწყობს ინფლაციის რისკების შემცირებას.ანალიტიკოსების თქმით, ეკონომიკური ზრდა და პანდემიაზე ხარჯის შემცირება აანაზღაურებს 2022 წლის ბიუჯეტის დისკრეციულ ხარჯს. ეს მოიცავს სახელმწიფო სექტორში – ჯანდაცვის, განათლებისა და თავდაცვის სფეროებში დასაქმებულების ხელფასების ზრდას, პენსიების ზრდას და ინფრასტრუქტურული ხარჯების ზრდის გეგმებს.მშპ-ის პოზიტიური ზრდის გავლენის გარდა, სახელმწიფო შემოსავლებზე დადებითად აისახება ასევე უფრო მაღალი გადასახადები გასული წლის საგადასახადო შეღავათების შემდეგ.„ჩვენი პროგნოზით, საქართველოს სახელმწიფო მართვის ბიუჯეტის დეფიციტი 2022 წელს შემცირდება მშპ-ის 4,4%-მდე, 2021 წელს მშპ-ის სავარაუდო 6,1%-ის შემდეგ. ეს შეესაბამება მიმდინარე BB საშუალო ბიუჯეტის დეფიციტს, რომელიც 2021 წლის მშპ-ის 5,2%-ს შეადგენდა", – ნათქვამია ანგარიშში.Fitch-ს მიაჩნია, რომ საგარეო რეზერვები რჩება ადეკვატური, სავალუტო რეზერვები (Fitch-ის შეფასებით) მიმდინარე საგარეო გადახდების დაახლოებით 3,6 თვეს ფარავს 2021 წლის ბოლოს (თუმცა ნაკლებია მიმდინარე BB მედიანაზე, რომელიც 2021 წლის ბოლოსთვის 5,6 თვეს უდრიდა).2021 წელს სავაჭრო ბალანსის მზარდი დეფიციტის მიუხედავად, წმინდა ფულადი გზავნილების ძლიერმა შემოდინებამ და ტურიზმიდან შემოსულობებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაწილობრივმა აღდგენამ ხელი შეუწყო სავალუტო რეზერვებს.თუმცა, აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს წმინდა საგარეო ვალი მნიშვნელოვნად უფრო მაღალია (მშპ-ის 74,3% 2021 წლის ბოლოს, BB რეიტინგის 18,4%-იან საშუალო მაჩვენებელთან შედარებით), რაც მცირე და ძლიერ დოლარიზებულ ეკონომიკას დაუცველს ხდის გარე შოკების მიმართ.„საქართველოს მიმდინარე ანგარიშის (CAD) დეფიციტმა 2021 წლის ბოლოს მიაღწია მშპ-ის 10,9%-ს 2020 წლის 12,4%-ის შემდეგ. ტურიზმის სექტორის ეტაპობრივი აღდგენა ხელს შეუწყობს CAD-ს შემცირებას 2022 წელს მშპ-ის 8,2%-მდე“, – ნათქვამია პრეს-რელიზში.რამ შეიძლება იმოქმედოს რეიტინგებზეFitch აღნიშნავს, რომ რეიტინგებზე შეიძლება გავლენა იქონიოს გაუარესებულმა შიდა ან რეგიონულმა პოლიტიკურმა გარემომ, რომელიც მოქმედებს ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებასა და ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე მშპ-ის მიმართ სახელმწიფო ვალის ზრდამ საშუალოვადიან პერსპექტივაში.კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც შეიძლება უარყოფითად აისახოს საქართველოს რეიტინგზე, არის საგარეო ფინანსები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გარე მოწყვლადობის ზრდა, მაგალითად, კანადური დოლარის მდგრადი გაფართოებისა და საერთაშორისო რეზერვების სწრაფი კლების შედეგად.ამასთან, Fitch ამჟამად არ ელოდება ეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩოს დარღვევას, რომელიც საფუძვლად უდევს საქართველოს რეიტინგს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24185/12/241851288_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_20996abd6f3be441bb2f392af18063e5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
fitch საქართველო რეიტინგი პროგნოზი
fitch საქართველო რეიტინგი პროგნოზი
Fitch-მა საქართველოს რეიტინგის პროგნოზი შეინარჩუნა: ქვეყნის ეკონომიკის პლუსები და მინუსები
20:33 07.02.2022 (განახლებულია: 22:54 07.02.2022) საქართველოში სტაბილურობა შენარჩუნებულია საიმედო და ეფექტური პოლიტიკური ფაქტორისა და მართვის ძლიერი მაჩვენებლების წყალობით, მიიჩნევენ სააგენტოში.
თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა დაადასტურა საქართველოს ემიტენტის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი უცხოურ ვალუტაში BB დონეზე პროგნოზით „სტაბილური“. ამის შესახებ აღნიშნულია სააგენტოს პრეს-რელიზში.
„ოფიციალური კრედიტორების გრძელვადიანმა მხარდაჭერამ მაკროეკონომიკური სტაბილურობის რისკები შეამცირა და უზრუნველყო საჭირო დაფინანსება. საკრედიტო კუთხით ეს ძლიერი მხარეები დაბალანსებულია სახელმწიფო ვალის არსებითი სავალუტო რისკებით, მაღალი ფინანსური დოლარიზაციითა და იმავე BB რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნებთან შედარებით სუსტი საგარეო სექტორის ფინანსებით“, – აღნიშნულია პრეს-რელიზში.
სააგენტოში აღნიშნავენ, რომ საქართველოში ეკონომიკური სტაბილურობა შენარჩუნებულია ეფექტური და სანდო პოლიტიკის და ძლიერი მმართველობის ინდიკატორების წყალობით.
Fitch-ის პროგნოზით, საქართველოს რეალური მშპ-ის ზრდა 2022 წელს 5,5%, 2023 წელს კი 5,3% იქნება.
„2022 და 2023 წლებში, ჩვენი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკის ზრდა პოტენციურ მაჩვენებელზე (4,0%–4,5%-ზე) მაღალი – 5,5% და 5,3% იქნება. ფინანსური შემოდინების ზრდა ხელს შეუწყობს კერძო მოხმარებას და ინვესტიციებს. სწრაფად აღდგება ტურისტული სექტორიც: Fitch-ის პროგნოზით, ტურიზმიდან შემოსავალი 2022 წელს 2019 წლის დონის 80%-ს მიაღწევს, 2021 წლის 38,1%-ის შემდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს ანალიტიკოსების აზრით, პანდემიასთან დაკავშირებული რისკები და ვაქცინაციის დაბალი ტემპი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების საფრთხეს ქმნის.
„შეზღუდვების პოტენციურმა გამკაცრებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ჩვენს პროგნოზებზე“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პროგნოზზე, შესაძლოა, აისახოს საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში – თურქეთსა და რუსეთში მიმდინარე მოვლენები.
მათი აზრით, ეროვნული ბანკის მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ხელს შეუწყობს ინფლაციის რისკების შემცირებას.
„ჩვენი პროგნოზის თანახმად, საშუალო ინფლაცია 2022 წელს 7,0% იქნება, 2021 წლის 9,6%-ის შემდეგ“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ანალიტიკოსების თქმით, ეკონომიკური ზრდა და პანდემიაზე ხარჯის შემცირება აანაზღაურებს 2022 წლის ბიუჯეტის დისკრეციულ ხარჯს. ეს მოიცავს სახელმწიფო სექტორში – ჯანდაცვის, განათლებისა და თავდაცვის სფეროებში დასაქმებულების ხელფასების ზრდას, პენსიების ზრდას და ინფრასტრუქტურული ხარჯების ზრდის გეგმებს.
მშპ-ის პოზიტიური ზრდის გავლენის გარდა, სახელმწიფო შემოსავლებზე დადებითად აისახება ასევე უფრო მაღალი გადასახადები გასული წლის საგადასახადო შეღავათების შემდეგ.
„ჩვენი პროგნოზით, საქართველოს სახელმწიფო მართვის ბიუჯეტის დეფიციტი 2022 წელს შემცირდება მშპ-ის 4,4%-მდე, 2021 წელს მშპ-ის სავარაუდო 6,1%-ის შემდეგ. ეს შეესაბამება მიმდინარე BB საშუალო ბიუჯეტის დეფიციტს, რომელიც 2021 წლის მშპ-ის 5,2%-ს შეადგენდა", – ნათქვამია ანგარიშში.
Fitch-ს მიაჩნია, რომ საგარეო რეზერვები რჩება ადეკვატური, სავალუტო რეზერვები (Fitch-ის შეფასებით) მიმდინარე საგარეო გადახდების დაახლოებით 3,6 თვეს ფარავს 2021 წლის ბოლოს (თუმცა ნაკლებია მიმდინარე BB მედიანაზე, რომელიც 2021 წლის ბოლოსთვის 5,6 თვეს უდრიდა).
2021 წელს სავაჭრო ბალანსის მზარდი დეფიციტის მიუხედავად, წმინდა ფულადი გზავნილების ძლიერმა შემოდინებამ და ტურიზმიდან შემოსულობებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაწილობრივმა აღდგენამ ხელი შეუწყო სავალუტო რეზერვებს.
თუმცა, აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს წმინდა საგარეო ვალი მნიშვნელოვნად უფრო მაღალია (მშპ-ის 74,3% 2021 წლის ბოლოს, BB რეიტინგის 18,4%-იან საშუალო მაჩვენებელთან შედარებით), რაც მცირე და ძლიერ დოლარიზებულ ეკონომიკას დაუცველს ხდის გარე შოკების მიმართ.
„საქართველოს მიმდინარე ანგარიშის (CAD) დეფიციტმა 2021 წლის ბოლოს მიაღწია მშპ-ის 10,9%-ს 2020 წლის 12,4%-ის შემდეგ. ტურიზმის სექტორის ეტაპობრივი აღდგენა ხელს შეუწყობს CAD-ს შემცირებას 2022 წელს მშპ-ის 8,2%-მდე“, – ნათქვამია პრეს-რელიზში.
რამ შეიძლება იმოქმედოს რეიტინგებზე
Fitch აღნიშნავს, რომ რეიტინგებზე შეიძლება გავლენა იქონიოს გაუარესებულმა შიდა ან რეგიონულმა პოლიტიკურმა გარემომ, რომელიც მოქმედებს ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებასა და ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე მშპ-ის მიმართ სახელმწიფო ვალის ზრდამ საშუალოვადიან პერსპექტივაში.
კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც შეიძლება უარყოფითად აისახოს საქართველოს რეიტინგზე, არის საგარეო ფინანსები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გარე მოწყვლადობის ზრდა, მაგალითად, კანადური დოლარის მდგრადი გაფართოებისა და საერთაშორისო რეზერვების სწრაფი კლების შედეგად.
ამასთან,
Fitch ამჟამად არ ელოდება ეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩოს დარღვევას, რომელიც საფუძვლად უდევს საქართველოს რეიტინგს.