Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ვინაა დამნაშავე COVID-19-სგან სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელში – ექს-მინისტრი

© photo: Sputnikდავით სერგეენკო
დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2022
გამოწერა
იმის სათქმელად, თუ ვინაა დამნაშავე 15 ათასი ადამიანის გარდაცვალებაში, ძალიან მყარი საფუძველი უნდა გვქონდეს, განაცხადა დავით სერგეენკომ.
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. შეცდომების ანალიზი, რომელმაც საქართველოში კოვიდ-პაციენტების მაღალი სიკვდილიანობა გამოიწვია, შესაძლებელი გახდება მარტში, ახალი მონაცემების გამოჩენის შემდეგ, რომელიც გახდება საბოლოო ვერდიქტი, თუ რა მოხდა ქვეყანაში. ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ.
საქართველოში კორონავირუსის მეექვსე ტალღის პიკია. ინფიცირებულების სადღეღამისო მაჩვენებელი ბოლო დროს მკვეთრად გაიზარდა და 20 ათასს აჭარბებს. ლეტალური შედეგების მაჩვენებელი 16 ათასს უახლოვდება. ყოველდღიურად კორონავირუსის გართულებების გამო 40-50 პაციენტი იღუპება.

„ახლა შეფასებების გაკეთება არაკომპეტენტური და არასწორია. მაგრამ ვისი ბრალია 15 ათასი გარდაცვლილი ადამიანი, ამის სათქმელად ძალიან მყარი საფუძველი უნდა გქონდეს", – განაცხადა სერგეენკომ „პალიტრანიუსის" ეთერში.

მისი თქმით, ბევრ რამეში დამნაშავეა იმუნიზაციის დაბალი ტემპი. როგორც ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, ვაქცინაციის გეგმის შეუსრულებლობა (60%-ის აცრა) უკავშირდება რამდენიმე ფაქტორს, რომელთა შორის ძირითადია არაკორექტული და არასწორი საინფორმაციო კამპანია.
რაც შეეხება ე.წ. მწვანე პასპორტების გაუქმების თემას, სერგეენკოს თქმით, თავად იყო და არის უფრო მკაცრი ზომების მომხრე.
დღეიდან იზოლაციის ვადა ხუთ დღემდე მცირდება: ვის ეხება ცვლილება>>
„მე ყოველთვის უფრო ხისტი ზომების მომხრე ვიქნებოდი რაც შეეხება ჯანდაცვის უსაფრთხოებას, ისევე, როგორც ჩემი ნებისმიერი კოლეგა. არასწორად შევსებულმა საინფორმაციო სივრცემ „მწვანე პასპორტი" გახადა გრაალის თასი, რომელიც სინამდვილეში ტექნიკური საკითხია", – განაცხადა სერგეენკომ.
მისი თქმით, საინფორმაციო კამპანიაში მთავარი აქცენტი უნდა გაკეთებულიყო პირბადის ტარებაზე. პრიორიტეტების სიაში „მწვანე პასპორტს", ნიღბის ტარებისა და ვაქცინაციის შემდეგ, დაახლოებით მეხუთე ადგილი უნდა ეკავოს.
მომხდარში სერგეენკო პოლიტიკოსებსაც ადანაშაულებს, რომლებმაც უკანა პლანზე გადაწიეს პროფესიონალები, ხოლო მათი ფუნქცია თავად ვერ შეასრულეს.
„იყო ეს ერთი ადამიანის თუ უწყებრივი ბრალი, ამაზე ახლა მსჯელობა სწორი არ იქნება, ამის დღე აუცილებლად დადგება", – აღნიშნა სერგეენკომ.
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2022
COVID-19 - ბოლო ცნობები
რა დადებითი ასპექტები შეიძლება ჰქონდეს კორონავირუსის შემთხვევების ზრდას: ექიმის განმარტება
მიუხედავად სპეციალისტების მოწოდებებისა, ვაქცინაციის ტემპი საქართველოში კატასტროფულად შემცირდა. ყოველდღიურად მხოლოდ 2-3 ათასი ადამიანი იცრება, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ გასულ თვეში მათი რაოდენობა 8 ათასს აღწევდა. ვაქცინაციის სრული კურსი მხოლოდ 42,9%-მა ჩაიტარა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 თებერვლიდან გაუქმდა ე.წ. მწვანე პასპორტების სისტემა, რომლებიც საზოგადოებრივ ადგილებში სტუმრობისას მოქმედებდა. სპეციალისტებმა ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის შედარებით მსუბუქი ფორმა „ომიკრონის" გავრცელებით ახსნეს.
წყარო: პალიტრანიუსი
ყველა ახალი ამბავი
0