https://sputnik-georgia.com/20220211/ra-dadebiti-aspeqtebi-seizleba-hqondes-koronavirusis-semtxvevebiszrdas-264354042.html
რა დადებითი ასპექტები შეიძლება ჰქონდეს კორონავირუსის შემთხვევების ზრდას: ექიმის განმარტება
რა დადებითი ასპექტები შეიძლება ჰქონდეს კორონავირუსის შემთხვევების ზრდას: ექიმის განმარტება
Sputnik საქართველო
ქვეყანა იმყოფება დაავადების პიკის პერიოდში... ვაქცინაციასთან ერთად ეს საბოლოო ჯამში დაგვეხმარება, რომ დროულად გამოვიმუშაოთ ე.წ. პოპულაციური იმუნიტეტი, მიიჩნევს ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი
2022-02-11T16:19+0400
2022-02-11T16:19+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/17/249528940_0:71:2500:1477_1920x0_80_0_0_daba728b213f9147b20ddff5b9a1c537.jpg
თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა, ვაქცინაციის ტემპის ზრდასთან ერთად, მოსახლეობაში ე.წ. ჯოგური იმუნიტეტის ჩამოყალიბების პროცესს დააჩქარებს, განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგმა ოთარ ჩოკოშვილმა.საქართველო „ომიკრონით" გამოწვეულ კორონავირუსის მეექვსე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ბოლო დღეებში 20 ათასს აჭარბებს, მაშინ, როდესაც იანვრის შუა პერიოდში ინფიცირებულთა საშუალო მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ეპიდემიოლოგები ამას ახალი შტამის - „ომიკრონის“ სწრაფ გავრცელებას უკავშირებენ.ექიმის ვარაუდით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რეალური რაოდენობა ორჯერ მეტია, ვიდრე ეს ტესტირების შედეგებით ფიქსირდება. ბოლო პერიოდის სტატისტიკის მიხედვით, ყოველ მესამე ტესტირებულ ადამიანს კორონავირუსი უდასტურდება.თენგიზ ცერცვაძე: „ომიკრონს“ საქართველოში სერიოზულად არ აღიქვამენ>>მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონს“ სხვა შტამებთან შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს, ექიმების თქმით, ეს არ იძლევა ყურადღების მოდუნების საშუალებას. მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია ვაქცინაცია და ნიღბის ტარება.საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 19.968-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.418.027-ს მიაღწია.წყარო: „იმედი"
https://sputnik-georgia.com/20220207/tabize-moqalaqeebs-pretenzia-aratu-vaqcinaciaze-nirbis-tarebazec-aqvt-264219112.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/17/249528940_402:54:2239:1432_1920x0_80_0_0_d492e9c7cd1ef760f021f821fe5663db.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
იმუნიტეტი ომიკრონი კორონავირუსი ჩოკოშვილი
იმუნიტეტი ომიკრონი კორონავირუსი ჩოკოშვილი
რა დადებითი ასპექტები შეიძლება ჰქონდეს კორონავირუსის შემთხვევების ზრდას: ექიმის განმარტება
16:19 11.02.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი 20 ათასამდე ადამიანს დაუდასტურდა.
თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა, ვაქცინაციის ტემპის ზრდასთან ერთად, მოსახლეობაში ე.წ. ჯოგური იმუნიტეტის ჩამოყალიბების პროცესს დააჩქარებს, განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგმა ოთარ ჩოკოშვილმა.
საქართველო „ომიკრონით" გამოწვეულ კორონავირუსის მეექვსე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ბოლო დღეებში 20 ათასს აჭარბებს, მაშინ, როდესაც იანვრის შუა პერიოდში ინფიცირებულთა საშუალო მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ეპიდემიოლოგები ამას ახალი შტამის - „ომიკრონის“ სწრაფ გავრცელებას უკავშირებენ.
„მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია. ქვეყანა იმყოფება დაავადების პიკის პერიოდში... ვაქცინაციასთან ერთად, ეს მომატებული შემთხვევების რაოდენობა საბოლოო ჯამში დაგვეხმარება, რომ დროულად გამოვიმუშაოთ ე.წ. პოპულაციური იმუნიტეტი“, – განაცხადა თბილისის ოთარ ჩოკოშვილმა.
ექიმის ვარაუდით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რეალური რაოდენობა ორჯერ მეტია, ვიდრე ეს ტესტირების შედეგებით ფიქსირდება. ბოლო პერიოდის სტატისტიკის მიხედვით, ყოველ მესამე ტესტირებულ ადამიანს კორონავირუსი უდასტურდება.
მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონს“ სხვა შტამებთან შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს, ექიმების თქმით, ეს არ იძლევა ყურადღების მოდუნების საშუალებას. მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია ვაქცინაცია და ნიღბის ტარება.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 19.968-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.418.027-ს მიაღწია.