https://sputnik-georgia.com/20220207/tabize-moqalaqeebs-pretenzia-aratu-vaqcinaciaze-nirbis-tarebazec-aqvt-264219112.html
ტაბიძე: მოქალაქეებს არათუ ვაქცინაციაზე, პრეტენზია აქვთ ნიღბის ტარებაზეც
ტაბიძე: მოქალაქეებს არათუ ვაქცინაციაზე, პრეტენზია აქვთ ნიღბის ტარებაზეც
Sputnik საქართველო
დევი ტაბიძის განცხადებით, ინფიცირებული ადამიანების რეალური რაოდენობა გაცილებით დიდია, თუ ვამბობთ, რომ დაინფიცირებული არის 25 ათასი, გვაქვს რეალური შემთხვევა 100 ათასი – იგულისხმება ოჯახის წევრები.
2022-02-07T16:17+0400
2022-02-07T16:17+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
საქართველო
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/10/262897914_0:0:3212:1807_1920x0_80_0_0_bceab32a905df6db878a131e6bc948c9.jpg
თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტი, პროფესორი დევი ტაბიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანა „ომიკრონის“ გავრცელების პიკურ პერიოდში იმყოფება, ინფიცირების მაჩვენებელი კი დაახლოებით ორი კვირის შემდეგ დაიწყებს კლებას.საქართველო „ომიკრონ" შტამისგან გამოწვეულ კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას ებრძვის, რომელიც ქვეყანაში პირველად გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. „ომიკრონთანაა" დაკავშირებული ბოლო დღეებში ინფიცირების შემთხვევების „ანტირეკორდები". 2 თებერვალს დაფიქსირდა კორონავირუსის რეკორდული, 26.320 ახალი შემთხვევა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებულია ინფიცირების 1,3 მილიონზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 15 ათასს გადააჭარბა.ყველაფერი „ომიკრონის“ შესახებ – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები>>როგორც ტაბიძემ განაცხადა, ინფიცირებულების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში ჯანდაცვის სექტორს გაუჭირდება. ამ ეტაპზე სამედიცინო პერსონალის ძალიან დიდი რაოდენობაა ინფიცირებული და ადამიანური რესურსები სწორად უნდა გადანაწილდეს.სპეციალისტის განცხადებით, მოსახლეობამ ვირუსებთან ერთად თანაცხოვრება უნდა ისწავლოს, ნიღბის ტარებას, სოციალური დისტანციის დაცვასა და ვაქცინაციას კი კვლავ დიდი მნიშვნელობა უნდა მიექცეს.ტაბიძის განცხადებით, ინფიცირებული ადამიანების რეალური რაოდენობა გაცილებით დიდია, რადგან ხშირია შემთხვევები, როდესაც ოჯახში რამდენიმე წევრია სიმპტომიანი, თუმცა მხოლოდ ერთი იკეთებს ტესტირებას.„ეს ძალიან დიდ აცდენას გვაძლევს სტატისტიკურ მონაცემებში. ასეთი ტიპის ოჯახები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ შემთხვევები არის ერთი ოთხზე. ანუ, თუ ვამბობთ, რომ დაინფიცირებული არის 25 ათასი, გვაქვს რეალური შემთხვევა 100 ათასი, რომელიც ბინაზე მკურნალობს“, – განაცხადა დევი ტაბიძემ.ეპიდემიოლოგების განმარტებით, მიუხედავად ფართო გავრცელებისა, „ომიკრონი" შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა რისკ-ჯგუფში შემავალი პირებისთვის იგი შეიძლება ისეთივე საშიში იყოს, როგორც წინა შტამები. ინფექციისგან თავდაცვის საშუალება კი კვლავ ვაქცინაცია, პირბადის ტარება და კოვიდ-რეგულაციების დაცვაა.
https://sputnik-georgia.com/20220205/rodis-daiwyeba-pandemiis-meeqvse-talris-darmasvla-amiran-gamyrelizis-prognozi-264179848.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/10/262897914_438:0:3167:2047_1920x0_80_0_0_4d889876f12dfc52e231c52c059d672f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტაბიძე ომიკრონი კორონავირუსი ვაქცინაცია ნიღაბი პირბადე
ტაბიძე ომიკრონი კორონავირუსი ვაქცინაცია ნიღაბი პირბადე
ტაბიძე: მოქალაქეებს არათუ ვაქცინაციაზე, პრეტენზია აქვთ ნიღბის ტარებაზეც
16:17 07.02.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) „ომიკრონი", მართალია, შედარებით იოლად მიმდინარეობს, მაგრამ ამ შტამით სულ უფრო მეტი ადამიანი ინფიცირდება.
თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტი, პროფესორი დევი ტაბიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანა „ომიკრონის“ გავრცელების პიკურ პერიოდში იმყოფება, ინფიცირების მაჩვენებელი კი დაახლოებით ორი კვირის შემდეგ დაიწყებს კლებას.
საქართველო „ომიკრონ" შტამისგან გამოწვეულ კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას ებრძვის, რომელიც ქვეყანაში პირველად გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. „ომიკრონთანაა" დაკავშირებული ბოლო დღეებში ინფიცირების შემთხვევების „ანტირეკორდები". 2 თებერვალს დაფიქსირდა კორონავირუსის რეკორდული, 26.320 ახალი შემთხვევა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებულია ინფიცირების 1,3 მილიონზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 15 ათასს გადააჭარბა.
როგორც ტაბიძემ განაცხადა, ინფიცირებულების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში ჯანდაცვის სექტორს გაუჭირდება. ამ ეტაპზე სამედიცინო პერსონალის ძალიან დიდი რაოდენობაა ინფიცირებული და ადამიანური რესურსები სწორად უნდა გადანაწილდეს.
სპეციალისტის განცხადებით, მოსახლეობამ ვირუსებთან ერთად თანაცხოვრება უნდა ისწავლოს, ნიღბის ტარებას, სოციალური დისტანციის დაცვასა და ვაქცინაციას კი კვლავ დიდი მნიშვნელობა უნდა მიექცეს.
„ნიღბის ტარებაზეც კი პრეტენზიაა, არათუ ვაქცინაციაზე, რომელიც გადარჩენის ერთადერთი გზა არის. ნიღბის ტარება, სულ მცირე, ერთი წელი მაინც მოგვიწევს. რეალურად ნიღაბი და სოციალური დისტანცია არის ასეთი ტიპის ვირუსების ერთადერთი საკონტროლო და გადარჩენის გზა“, – აღნიშნა დევი ტაბიძემ.
ტაბიძის განცხადებით, ინფიცირებული ადამიანების რეალური რაოდენობა გაცილებით დიდია, რადგან ხშირია შემთხვევები, როდესაც ოჯახში რამდენიმე წევრია სიმპტომიანი, თუმცა მხოლოდ ერთი იკეთებს ტესტირებას.
„ეს ძალიან დიდ აცდენას გვაძლევს სტატისტიკურ მონაცემებში. ასეთი ტიპის ოჯახები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ შემთხვევები არის ერთი ოთხზე. ანუ, თუ ვამბობთ, რომ დაინფიცირებული არის 25 ათასი, გვაქვს რეალური შემთხვევა 100 ათასი, რომელიც ბინაზე მკურნალობს“, – განაცხადა დევი ტაბიძემ.
ეპიდემიოლოგების განმარტებით, მიუხედავად ფართო გავრცელებისა, „ომიკრონი" შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა რისკ-ჯგუფში შემავალი პირებისთვის იგი შეიძლება ისეთივე საშიში იყოს, როგორც წინა შტამები. ინფექციისგან თავდაცვის საშუალება კი კვლავ ვაქცინაცია, პირბადის ტარება და კოვიდ-რეგულაციების დაცვაა.