Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ყველაფერი „ომიკრონის“ შესახებ – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები

© photo: Sputnik / ALEX IMEDASHVILI 599166841ეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2022
გამოწერა
როგორ ამოვიცნოთ „ომიკრონი“, რით განსხვავდება იგი გრიპისგან, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ინფიცირების დროს – ექიმების რჩევები.
თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამის გავრცელებამ მრავალი კითხვა გააჩინა, რომლებზე პასუხიც მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის დასაცავად და უსაფრთხოებისთვის, ფიქრობენ „ევექსის კლინიკების“ ექიმები და კორონავირუსსა და მის ქვეტიპზე ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს აქვეყნებენ.
როგორ განვასხვავოთ „ომიკრონი“ სეზონური გრიპისგან?
„ომიკრონსა“ და სეზონურ გრიპს ახასიათებს ერთნაირი ჩივილები: ცხელება, სურდო, სისუსტე, ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, დაღლილობა. განსხვავება შესაძლებელია მხოლოდ ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, აცხადებენ ექიმები.
სიმპტომიდან რამდენ დღეში უნდა ჩატარდეს COVID-19-ის ტესტი?
COVID-19-ის დიაგნოსტიკის მიზნით უმჯობესია ტესტი ჩატარდეს სიმპტომების (სურდო, სისუსტე, ცხელება, ხველა, ყელის ტკივილი და სხვ.) გამოვლენიდან 2–3 დღეში.
რა სიმპტომები აქვს „ომიკრონს“?
„ომიკრონი“ ძირითადად ვლინდება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა: ცხელება, სურდო, სისუსტე, ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, დაღლილობა, გულისრევა, ღებინება, დიარეა, გემოს და ყნოსვის დაკარგვა.
ორსული  - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2022
COVID-19 - ბოლო ცნობები
არის თუ არა „ომიკრონი" საშიში ორსულებისთვის
თუ პაციენტი არის კონტაქტი ან აქვს სიმპტომი, ხოლო ტესტი უარყოფითია, როგორ ვიქცევით?
უმჯობესია პაციენტი დარჩეს იზოლაციაში, რადგან სიმპტომები, შესაძლოა, სხვა ვირუსული დაავადების იყოს, რომელიც ასევე გადამდებია. მძიმე რესპირატორული დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებისას, რომელიც სუნთქვის უკმარისობას იწვევს, უმჯობესია გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება.
როგორ უნდა ამოვიცნოთ, რომ დაავადება გართულდა „ომიკრონის“ შემთხვევაში და საჭიროა ჰოსპიტალიზაცია?
ძირითადად, ჰოსპიტალიზაციის მიზეზი ხდება სუნთქვის მწვავე უკამრისობისათვის დამახასიათებელი სიმპტომები: სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, გულისცემის სიხშირე, სატურაცია 93%-ზე ნაკლები (სისხლში ჟანგბადის გაჯერების დონე). ასევე შესაძლებელია გამწვავდეს არსებული ქრონიკული დაავადება, რაც შეიძლება გახდეს სტაციონარში გადაყვანის მიზეზი.
რთულდება თუ არა „ომიკრონი“ ვაქცინირებულ პირებში?
ამჟამად არსებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ორი დოზით ვაქცინირებულ პირებში მძიმე დაავადების განვითარება მინიმალურია, ხოლო კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე, ე.წ. ბუსტერ–დოზით აცრილი ადამიანები უფრო დაცული არიან ჰოსპიტალში მოხვედრისგან. ვაქცინირებულ პირებში მძიმე დაავადების განვითარების მხოლოდ ერთეული შემთხვევები არსებობს.
როგორი მიმდინარეობა აქვს COVID-19-ს ბავშვებში?
პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ყველა ასაკის ბავშვი შეიძლება დაინფიცირდეს. დაავადება ძირითადად მიმდინარეობს მსუბუქად გამოხატული სიმპტომებით: ცხელება, ხველა ან ქოშინი, კუნთების ტკივილი, რინორეა, ყელის და თავის ტკივილი, გულისრევა/ღებინება, დიარეა, ყნოსვის ან გემოვნების დაკარგვა. ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების დაახლოებით 16-17% ბავშვებზე მოდის.
გართულებულ სიმპტომებად მიიჩნევა: მუდმივი ცხელება (4-6 დღე), მუცლის ტკივილი, ღებინება, დიარეა, გამონაყარი, კონიუნქტივიტი, თავის ტკივილი, ცნობიერების შეცვლა, რესპირაციული სიმპტომები, ყელის ტკივილი, კუნთების ტკივილი, შესაძლებელია ასევე ხელების ან ფეხების შეშუპება.
კორონავირუსის ვარიანტი „ომიკრონი“  - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2022
COVID-19 - ბოლო ცნობები
„ომიკრონი“ დიდი შვებაა: ვირუსოლოგი შეზღუდვების უახლოეს კვირებში მოხსნას ელოდება
„ომიკრონის“ გადატანიდან რამდენ ხანშია შესაძლებელი ვაქცინაცია?
ვაქცინაცია შესაძლებელია „ომიკრონის“ გადატანიდან 30 დღეში.
როგორ ვმართოთ კორონავირუსი სახლის პირობებში?
სახლის პირობებში მთავარია სიმპტომური თერაპია და შესაძლო მძიმე დაავადების დროული ამოცნობა.
38 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში მიიღეთ სიცხის დამწევი პრეპარატები. თქვენ ასევე შეგიძლიათ მიიღოთ С და D ვიტამინები, მხოლოდ პრეპარატების ინსტრუქციის შესაბამისად.
არ შეწყვიტოთ ქრონიკული დაავადებებისათვის რეკომენდებული მედიკამენტების მოხმარება. აუცილებლად შეატყობინეთ ოჯახის ექიმს ყველა პრეპარატის შესახებ, რომელსაც მუდმივად მოიხმართ.
არ გამოიყენოთ თვითნებურად ანტიბიოტიკები. გახსოვდეთ, რომ მათი არასწორად მიღება იწვევს რეზისტენტობის ჩამოყალიბებას და აზიანებს თქვენს ჯანმრთელობას. ანტიბიოტიკები ძირითადად გამოიყენება ბაქტერიული ინფექციით გართულებულ შემთხვევებში.
არ მიმართოთ თვითნებურად ანტიკოაგულანტებით (თრომბოზის განვითარების საწინააღმდეგო მედიკამენტები) მკურნალობას, რაც ძირითადად არ სჭირდებათ მსუბუქ პაციენტებს. გახსოვდეთ, რომ მათი არასწორი გამოყენების შემთხვევაში იზრდება სისხლდენის განვითარების რისკი. ანტიკოაგულანტების გამოყენება ძირითადად ესაჭიროებათ ჰოსპიტალიზებულ პაციენტებს.
როგორია იზოლაციის წესები?
ასიმპტომური და მსუბუქი პაციენტებისთვის:
კარანტინის ვადა განისაზღვრა 8 დღით;
ბოლო სიმპტომიდან გასული უნდა იყოს 24 საათი;
იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე მკაცრად არის რეკომენდებული ნიღბის ტარება.
დაავადების საშუალოდ და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებში:
კარანტინის ვადა განისაზღვრა 10 დღით;
სახეზე უნდა იყოს მკვეთრად გაუმჯობესებული დინამიკა ბოლო 24 საათის განმავლობაში;
იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის ტარება.
არავაქცინირებული პირების შემთხვევაში რეკომენდებულია, რომ ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ რვა დღის განმავლობაში პირი კარანტინში იყოს. კარანტინის დასრულებიდან 9-12 დღის განმავლობაში მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის ტარება.
თუ კორონავირუსით დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირი ვაქცინირებულია, მათ შორის ბუსტერ-დოზით, ვაქცინაციის შემდეგ ორი კვირიდან 90 დღემდე ვადაში კარანტინისგან თავისუფლდება.
წყარო: „ევექსის კლინიკები“
ყველა ახალი ამბავი
0