https://sputnik-georgia.com/20220204/aris-tu-ara-omikroni-sasisi-orsulebistvis-264155425.html
არის თუ არა „ომიკრონი" საშიში ორსულებისთვის
არის თუ არა „ომიკრონი" საშიში ორსულებისთვის
Sputnik საქართველო
მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი" შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, ზოგიერთი ორსულისთვის კორონავირუსის ეს შტამი სახიფათოა, განაცხადაპაატა ჟორჟოლიანმა.
2022-02-04T17:21+0400
2022-02-04T17:21+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23949/89/239498957_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_532b643b0e91c7bedd406b28ae796db4.jpg
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი" შესაძლოა ორსულებში მსუბუქად მიმდინარეობდეს, არიან ორსულები, რომელთათვისაც კორონავირუსის ეს შტამი მაინც სახიფათოა, განაცხადა ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა ჟორჟოლიანმა.მისი თქმით, დიდი რაოდენობით არიან ინფიცირებულები, განსაკუთრებით, ორსულები.მისი თქმით, ასეთ დროს გართულებები განსაკუთრებით ორსულობის მესამე ტრიმესტრში იმატებს.„გართულებები მოსალოდნელია როგორც ნაყოფის მხრივ, ასევე შესაძლოა დედის მხრივაც შეიქმნას პრობლემები", – თქვა ჟორჟოლიანმა.ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ცნობით, იმის გამო, რომ ორსულებზე ყოველდღიურად დადასტურებული კორონავირუსის ბევრი შემთხვევა მოდის, ღუდუშაურის კლინიკაში მათთვის სპეციალური განყოფილება იხსნება.საქართველო „ომიკრონით" გამოწვეულ კორონავირუსის მეექვსე ტალღას ებრძვის, რომელთანაც დაკავშირებულია ბოლო დღეების ანტირეკორდები. ოთხშაბათს კორონავირუსის 26 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, მაშინ, როდესაც იანვრის შუა პერიოდში ინფიცირებულთა საშუალო მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო.ეპიდემიოლოგები შემთხვევების მატებას „ომიკრონ" შტამს უკავშირებენ, რომელიც სხვა შტამებთან შედარებით სწრაფად ვრცელდება. მიუხედავად „ომიკრონის" მსუბუქი მიმდინარეობისა, ეპიდემიოლოგები მოსახლეობას სიფრთხილისკენ და კოვიდ-რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდებენ.ქვეყანაში „ომიკრონ" შტამის პირველი შემთხვევა გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. მანამდე ქვეყანაში დომინირებდა კორონავირუსის ჩინური, ბრიტანული და ინდური შტამები.
https://sputnik-georgia.com/20220203/saqartveloshi-inficirebuli-pacientebis-15-procenti-bavshvia-264110636.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23949/89/239498957_240:0:1680:1080_1920x0_80_0_0_83b100ba6ef90439c68686ab591cd268.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ომიკრონი ორსული საშიში კორონავირუსი ჟორჟოლიანი
ომიკრონი ორსული საშიში კორონავირუსი ჟორჟოლიანი
არის თუ არა „ომიკრონი" საშიში ორსულებისთვის
17:21 04.02.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) იმის გამო, რომ ორსულებზე ყოველდღიურად დადასტურებული კორონავირუსის ბევრი შემთხვევა მოდის, ღუდუშაურის კლინიკაში მათთვის სპეციალური განყოფილება იხსნება.
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი" შესაძლოა ორსულებში მსუბუქად მიმდინარეობდეს, არიან ორსულები, რომელთათვისაც კორონავირუსის ეს შტამი მაინც სახიფათოა, განაცხადა ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა ჟორჟოლიანმა.
მისი თქმით, დიდი რაოდენობით არიან ინფიცირებულები, განსაკუთრებით, ორსულები.
„მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონმა" 80%-ით ჩაანაცვლა „დელტა", მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი" მიმდინარეობს უფრო მსუბუქ ფორმებში, მაინც არიან მაღალი რისკის ორსულები, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ მეთვალყურეობას", – აღნიშნა პაატა ჟორჟოლიანმა.
მისი თქმით, ასეთ დროს გართულებები განსაკუთრებით ორსულობის მესამე ტრიმესტრში იმატებს.
„გართულებები მოსალოდნელია როგორც ნაყოფის მხრივ, ასევე შესაძლოა დედის მხრივაც შეიქმნას პრობლემები", – თქვა ჟორჟოლიანმა.
ტელეკომპანია
„რუსთავი 2"-ის ცნობით, იმის გამო, რომ ორსულებზე ყოველდღიურად დადასტურებული კორონავირუსის ბევრი შემთხვევა მოდის, ღუდუშაურის კლინიკაში მათთვის სპეციალური განყოფილება იხსნება.
საქართველო „ომიკრონით" გამოწვეულ კორონავირუსის მეექვსე ტალღას ებრძვის, რომელთანაც დაკავშირებულია ბოლო დღეების ანტირეკორდები. ოთხშაბათს კორონავირუსის 26 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, მაშინ, როდესაც იანვრის შუა პერიოდში ინფიცირებულთა საშუალო მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო.
ეპიდემიოლოგები შემთხვევების მატებას „ომიკრონ" შტამს უკავშირებენ, რომელიც სხვა შტამებთან შედარებით სწრაფად ვრცელდება. მიუხედავად „ომიკრონის" მსუბუქი მიმდინარეობისა, ეპიდემიოლოგები მოსახლეობას სიფრთხილისკენ და კოვიდ-რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდებენ.
ქვეყანაში „ომიკრონ" შტამის პირველი შემთხვევა გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. მანამდე ქვეყანაში დომინირებდა კორონავირუსის ჩინური, ბრიტანული და ინდური შტამები.