https://sputnik-georgia.com/20220203/belgieli-virusologi-sezrudvebis-male-moxsnas-elodeba-264108835.html
„ომიკრონი“ დიდი შვებაა: ვირუსოლოგი შეზღუდვების უახლოეს კვირებში მოხსნას ელოდება
„ომიკრონი“ დიდი შვებაა: ვირუსოლოგი შეზღუდვების უახლოეს კვირებში მოხსნას ელოდება
Sputnik საქართველო
ბელგიელი ვირუსოლოგის თქმით, მკვლელობა ვირუსისთვის უბედური შემთხვევაა, ხოლო მისი ბუნებრივი ინტერესი — ეს ადამიანებში მოკვდინების გარეშე გავრცელებაა
2022-02-03T11:30+0400
2022-02-03T11:30+0400
2022-02-03T15:23+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
covid-19
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/03/264108624_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_4ab80195267625c0f83c21924b646b5d.jpg.webp
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. კორონავირუსის შტამი „ომიკრონი“, წინა ვარიანტებთან შედარებით, ბევრად ნაკლებად სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, ამიტომ არსებობს შანსი, რომ პანდემია გრიპს დაემსგავსოს და მართვადი გახდეს, განაცხადა РИА Новости-სთან საუბრისას ბელგიელმა ვირუსოლოგმა მარკ ვან რანსტმა.მისი თქმით, გამომდინარე აქედან, უკვე რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ ბევრი ქვეყანა შეზღუდვებს მოხსნის, თუმცა კორონავირუსთან საბოლოოდ დამშვიდობება არ გამოვა.რანსტის თქმით, „ომიკრონით“ ბევრად მეტი ადამიანი ინფიცირდება, მაგრამ დაავადებულები ხშირ შემთხვევაში სიმპტომებს ვერც კი გრძნობენ.როგორც სპეციალისტმა აღნიშნა, კორონავირუსის პანდემიის სეზონურ გრიპად გადაქცევას ბუნებრივი იმუნიტეტი უწყობს ხელს.ექსპერტი მიიჩნევს, რომ COVID-ის ახალი შტამების გაჩენის ალბათობა ჯერ ისევ მაღალია და ამას თავისი მიზეზები აქვს.„დედამიწას ორი ნახევარსფერო აქვს. და როცა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გაზაფხულის დადგომასთან ერთად ვითარება უმჯობესდება, სამხრეთ ნახევარსფეროში შემოდგომა-ზამთარი დგება და სიტუაცია უარესდება“, — აღნიშნა მან.როგორც ვირუსოლოგმა განმარტა, ვირუსის „გონება“ ითვალისწინებს, რომ მან არ უნდა მოკლას მასპინძელი. მკვლელობა ვირუსისთვის უბედური შემთხვევაა, ხოლო მისი ბუნებრივი ინტერესი — ეს ადამიანებში მათი მოკვდინების გარეშე გავრცელებაა. ამიტომ ძალიან სავარაუდოა, რომ COVID-ი მართვადი გახდება, ისევე, როგორც გრიპი, ოღონდ ვაქცინების ყოველწლიური გაუმჯობესებით.რანსტის თქმით, ეს კრიზისის დასასრულია და ევროპის ქვეყნების უმეტესობა უკვე რამდენიმე კვირაში ან თვეში მოხსნის ყველა შეზღუდვას და „იცხოვრებს ვირუსთან ერთად“.წყარო: РИА Новости
https://sputnik-georgia.com/20220202/koronavirusma-filtvebsi-serwevi-unari-dakarga-264074640.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/03/264108624_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_50702cd095dfa351a6f653ca06a023b6.jpg.webpSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ომიკრონი სეზონური გრიპი შეზღუდვები მალე მოიხსნება
ომიკრონი სეზონური გრიპი შეზღუდვები მალე მოიხსნება
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. კორონავირუსის შტამი „ომიკრონი“, წინა ვარიანტებთან შედარებით, ბევრად ნაკლებად სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, ამიტომ არსებობს შანსი, რომ პანდემია გრიპს დაემსგავსოს და მართვადი გახდეს, განაცხადა РИА Новости-სთან საუბრისას ბელგიელმა ვირუსოლოგმა მარკ ვან რანსტმა.
მისი თქმით, გამომდინარე აქედან, უკვე რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ ბევრი ქვეყანა შეზღუდვებს მოხსნის, თუმცა კორონავირუსთან საბოლოოდ დამშვიდობება არ გამოვა.
„ომიკრონი“ დიდი შვებაა: ის ბევრად გადამდებია, მაგრამ ნაკლებად სახიფათო და ნაკლებად მომაკვდინებელი“, — აღნიშნა ვირუსოლოგმა.
რანსტის თქმით, „ომიკრონით“ ბევრად მეტი ადამიანი ინფიცირდება, მაგრამ დაავადებულები ხშირ შემთხვევაში სიმპტომებს ვერც კი გრძნობენ.
როგორც სპეციალისტმა აღნიშნა, კორონავირუსის პანდემიის სეზონურ გრიპად გადაქცევას ბუნებრივი იმუნიტეტი უწყობს ხელს.
„ყველა იმ ადამიანის მიერ გამომუშავებული ბუნებრივი იმუნიტეტი, ვინც ინფექცია მსუბუქი ფორმით გადაიტანა, ასევე აცრილი ადამიანების დიდი რაოდენობა, რომლებიც სერიოზულად არ ავადდებიან, კორონავირუსის პანდემიას სეზონურ გრიპად აქცევს. ეს არის ის, რისი იმედიც გვაქვს. თუმცა არ ელოდოთ, რომ COVID-ი სრულად გაქრება“, — თქვა რანსტმა.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ COVID-ის ახალი შტამების გაჩენის ალბათობა ჯერ ისევ მაღალია და ამას თავისი მიზეზები აქვს.
„დედამიწას ორი ნახევარსფერო აქვს. და როცა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გაზაფხულის დადგომასთან ერთად ვითარება უმჯობესდება, სამხრეთ ნახევარსფეროში შემოდგომა-ზამთარი დგება და სიტუაცია უარესდება“, — აღნიშნა მან.
როგორც ვირუსოლოგმა განმარტა, ვირუსის „გონება“ ითვალისწინებს, რომ მან არ უნდა მოკლას მასპინძელი. მკვლელობა ვირუსისთვის უბედური შემთხვევაა, ხოლო მისი ბუნებრივი ინტერესი — ეს ადამიანებში მათი მოკვდინების გარეშე გავრცელებაა. ამიტომ ძალიან სავარაუდოა, რომ COVID-ი მართვადი გახდება, ისევე, როგორც გრიპი, ოღონდ ვაქცინების ყოველწლიური გაუმჯობესებით.
რანსტის თქმით, ეს კრიზისის დასასრულია და ევროპის ქვეყნების უმეტესობა უკვე რამდენიმე კვირაში ან თვეში მოხსნის ყველა შეზღუდვას და „იცხოვრებს ვირუსთან ერთად“.