Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

სპეციალისტის განმარტება: კორონავირუსმა ფილტვებში შეღწევის უნარი დაკარგა, მაგრამ...

© AFP 2024 / LIONEL BONAVENTURE
  - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2022
გამოწერა
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. კორონავირუსსმა დაკარგა ფილტვებში შეღწევის უნარი და ახლა ძირითადად ზედა სასუნთქ გზებს აზიანებს, განაცხადა „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა ანა პოპოვამ სააგენტო РИА Новости-სთან ინტერვიუში.

„ვირუსი გამუდმებით იცვლება, ეს მისი თვისებაა <...>. ის ეძებს საუკეთესო ფორმას, რომელიც მას ადამიანის ორგანიზმს მოარგებს. ასეთი ყველაზე სწორი ფორმის, ყველაზე სწორი ამინომჟავური შემადგენლობის ძიებაში ვირუსმა ერთ-ერთი რეცეპტორი დაკარგა, რომელიც მის ტროპულობას, ანუ ფილტვების ქსოვილში შეღწევის უნარს უზრუნველყოფდა“, — განმარტა პოპოვამ.

სპეციალისტის თქმით, „ომიკრონი“ ძირითადად ზედა სასუნთქ გზებში რჩება და ტრაქეიტსა (ტრაქეის ლორწოვანი გარსის ანთება) და ბრონქიტს იწვევს ბავშვებში.
როგორც პოპოვამ აღნიშნა, „ომიკრონი“ არ იწვევს ისეთ მძიმე ფორმებს, როგორებსაც სხვა ვარიანტები იწვევდა, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს მას, ვინაიდან „მისი გაჩენიდან ცოტა დროა გასული“.
ამიტომ, მისი თქმით, სადღეისოდ მთავარი ამოცანა ისაა, რომ „ავად არ გავხდეთ და ამისთვის ყველაფერი გავაკეთოთ“.
მანამდე, კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონის“ გამოჩენიდან დაახლოებით ორ კვირაში, გამალეის ცენტრის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ვირუსოლოგმა ანატოლი ალტშტეინმა ივარაუდა, რომ „ომიკრონი“, თუ მისგან არავინ გარდაიცვლება, შესაძლოა, კორონავირუსის პანდემიის მალე დასრულებას მოასწავებდეს.
წყარო: РИА Новости
ყველა ახალი ამბავი
0