Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

როდის დაიწყება პანდემიის მეექვსე ტალღის დაღმასვლა: ამირან გამყრელიძის პროგნოზი

© photo: Sputnikამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2022
გამოწერა
რა მონაცემები იქნება ორშაბათ-სამშაბათს, ამაზეა დამოკიდებული, დაიწყება თუ არა დაღმასვლა, მიიჩნევს გამყრელიძე
თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება პიკშია, თუმცა კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა არ იზრდება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
საქართველო „ომიკრონ" შტამისგან გამოწვეულ კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას ებრძვის, რომელიც ქვეყანაში პირველად გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. „ომიკრონთანაა" დაკავშირებული ბოლო დღეებში ინფიცირების შემთხვევების „ანტირეკორდები".

„პიკში ვართ. ბოლო ერთ კვირაზე მეტია ინფიცირების დღიური რაოდენობა 18-24 ათასის ფარგლებში მერყეობს. დაღმავალი ფაზისკენ წავა თუ არა, უნდა ვიმსჯელოთ იმის მიხედვით, რა მონაცემები გვექნება სამშაბათს და ოთხშაბათს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძემ სიკვდილიანობის მაჩვენებელზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები ეტაპობრივად შემცირდება. მისივე თქმით, არ იზრდება რეანიმაციაში მყოფ პაციენტთა რაოდენობა და ჰოსპიტალიზაციის საჭიროების პროცენტული მაჩვენებელი საგრძნობლად არის შემცირებული.
„ჰოსპიტალიზაციის საჭიროების პროცენტული მაჩვენებელი სერიოზულადაა შემცირებული - 3%-ის ფარგლებში მერყეობს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ „ომიკრონი“ „დელტასთან“ შედარებით უფრო მსუბუქად მიმდინარეობს“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
მისი თქმით, დღეს ზეწოლა ძირითადად ამბულატორიულ და ლაბორატორიულ სექტორზეა. ჰოსპიტალურ სექტორზე ნაკლები ზეწოლაა, რაც ეპიდემიოლოგებს აძლევს იმედს, რომ სიკვდილიანობა თანდათან უნდა შემცირდეს.
გამყრელიძემ ასევე ისაუბრა ქვეყანაში ყოველდღიური ინფიცირების მაღალ მაჩვენებელზე და განმარტა, რომ თუ ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს სულ მცირე 2,5-ზე გავამრავლებთ, ინფიცირების ყოველდღიური რაოდენობის რეალურ მაჩვენებელს მივიღებთ.
ეპიდემიოლოგების განმარტებით, მიუხედავად ფართო გავრცელებისა, „ომიკრონი" შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა რისკ-ჯგუფში შემავალი პირებისთვის იგი შეიძლება ისეთივე საშიში იყოს, როგორც წინა შტამები. მედიკოსების თქმით, ინფექციისგან თავდაცვის საშუალება ვაქცინაცია, პირბადის ტარება და კოვიდ-რეგულაციების დაცვაა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1,3 მილიონამდე შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 15 ათასს გადააჭარბა.
ყველა ახალი ამბავი
0