https://sputnik-georgia.com/20220208/cercvadze-omikrons-saqartveloshi-seriozulad-ar-agiqvamen-264238100.html
თენგიზ ცერცვაძე: „ომიკრონს“ საქართველოში სერიოზულად არ აღიქვამენ
თენგიზ ცერცვაძე: „ომიკრონს“ საქართველოში სერიოზულად არ აღიქვამენ
Sputnik საქართველო
ქვეყანაში „ომიკრონ“ შტამის პირველი შემთხვევა გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა.
2022-02-08T11:40+0400
2022-02-08T11:40+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24864/89/248648938_0:0:1207:679_1920x0_80_0_0_09ed755fe005482fd2c38d3048c0b313.jpg
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. „ომიკრონი“ კორონავირუსის შედარებით მსუბუქი ვარიანტია, თუმცა იგი უწყინარ ვირუსად არ უნდა მივიჩნიოთ, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.საქართველო „ომიკრონ“ შტამისგან გამოწვეულ კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას ებრძვის. აღნიშნული შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა, წინა შტამებისგან განსხვავებით, ნაკლები სიმძიმით მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, საზოგადოების დიდი ნაწილი მას არასერიოზულად აღიქვამს.ცერცვაძემ დაადასტურა, რომ „ომიკრონით“ ინფიცირება „დელტა“ შტამთან შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა ის არც ისე უსაფრთხოა, როგორც მას ბევრი მიიჩნევს.„ჩვენთან რომ „ომიკრონს“ აგდებულად უყურებენ, ეს არის უდიდესი შეცდომა. ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციაა“, – განაცხადა ცერცვაძემ.საქართველოში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი კვლავ მაღალია. „ომიკრონთანაა“ დაკავშირებული ინფიცირების შემთხვევების „ანტირეკორდები". ქვეყანაში ინფიცირების ყველაზე მაღალი დღე-ღამური მაჩვენებელი – 26.320 ახალი შემთხვევა 2022 წლის 2 თებერვალს დაფიქსირდა.ქვეყანაში „ომიკრონ“ შტამის პირველი შემთხვევა გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. მანამდე ქვეყანაში ცირკულირებდა კორონავირუსის ჩინური, ბრიტანული და ინდური შტამები.წყარო: „იმედი“
https://sputnik-georgia.com/20220207/romeli-nigabi-gvicavs-uket-omikronisgan-264220043.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24864/89/248648938_43:0:1184:856_1920x0_80_0_0_73297448dd3b2cf6b0e5edff21fe18a7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო კორონავირუსი ომიკრონის შტამი ინფიცირებულები
საქართველო კორონავირუსი ომიკრონის შტამი ინფიცირებულები
თენგიზ ცერცვაძე: „ომიკრონს“ საქართველოში სერიოზულად არ აღიქვამენ
11:40 08.02.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) ქვეყანაში „ომიკრონ“ შტამის პირველი შემთხვევა გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა.
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. „ომიკრონი“ კორონავირუსის შედარებით მსუბუქი ვარიანტია, თუმცა იგი უწყინარ ვირუსად არ უნდა მივიჩნიოთ, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
საქართველო „ომიკრონ“ შტამისგან გამოწვეულ კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას ებრძვის. აღნიშნული შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა, წინა შტამებისგან განსხვავებით, ნაკლები სიმძიმით მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, საზოგადოების დიდი ნაწილი მას არასერიოზულად აღიქვამს.
„ყველაზე დიდი და სერიოზული შეცდომაა ის, რომ „ომიკრონს“ იღებენ როგორც ჩვეულებრივ გრიპს ან გაციებას. ამიტომაც ფიქრობენ, რომ პრაქტიკულად არაფერი არ არის საჭირო, მათ შორის ვაქცინაცია, რადგან „თუ დაგვემართება, იოლად გადავიტანთ“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ცერცვაძემ დაადასტურა, რომ „ომიკრონით“ ინფიცირება „დელტა“ შტამთან შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა ის არც ისე უსაფრთხოა, როგორც მას ბევრი მიიჩნევს.
„ჩვენთან რომ „ომიკრონს“ აგდებულად უყურებენ, ეს არის უდიდესი შეცდომა. ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციაა“, – განაცხადა ცერცვაძემ.
საქართველოში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი კვლავ მაღალია. „ომიკრონთანაა“ დაკავშირებული ინფიცირების შემთხვევების „ანტირეკორდები". ქვეყანაში ინფიცირების ყველაზე მაღალი დღე-ღამური მაჩვენებელი – 26.320 ახალი შემთხვევა 2022 წლის 2 თებერვალს დაფიქსირდა.
ქვეყანაში „ომიკრონ“ შტამის პირველი შემთხვევა გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. მანამდე ქვეყანაში ცირკულირებდა კორონავირუსის ჩინური, ბრიტანული და ინდური შტამები.