https://sputnik-georgia.com/20220207/romeli-nigabi-gvicavs-uket-omikronisgan-264220043.html
რომელი ნიღაბი გვიცავს უკეთ „ომიკრონისგან“? ჩხაიძის განმარტება
რომელი ნიღაბი გვიცავს უკეთ „ომიკრონისგან“? ჩხაიძის განმარტება
Sputnik საქართველო
კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ გამოჩენასთან ერთად რეინფიცირების შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა.
2022-02-07T16:51+0400
2022-02-07T16:51+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/04/263364126_128:522:2841:2048_1920x0_80_0_0_28d13164df33b58f10be4c42a1f6378b.jpg
თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. ბოლო კვლევები მიუთითებს, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში ჩვეულებრივი ქირურგიული ნიღაბი 60%-ით იცავს, ე.წ. რესპირატორი N95-ის დაცვის მაჩვენებელი კი 85%-მდეა, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ბრიფინგზე.საქართველო „ომიკრონ“ შტამისგან გამოწვეულ კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას ებრძვის, რომელიც ქვეყანაში პირველად გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. „ომიკრონთანაა“ დაკავშირებული ინფიცირების შემთხვევების „ანტირეკორდები". ქვეყანაში ინფიცირების ყველაზე მაღალი დღე-ღამური მაჩვენებელი – 26.320 ახალი შემთხვევა 2022 წლის 2 თებერვალს დაფიქსირდა.მისი თქმით, დღეისათვის „ომიკრონი“ განიხილება როგორც ყველაზე მაღალი რეინფიცირებისა და გავრცელების უნარის მქონე ვირუსი. როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, სავარაუდოდ, ქვეყანაში რეინფიცირების 10.997 შემთხვევაა, მაშინ, როცა პანდემიის დასაწყისში, როდესაც ვირუსის ჩინური ვარიანტი ცირკულირებდა, მსოფლიოში დაფიქსირებული იყო რეინფიცირების მხოლოდ 114 შემთხვევა. „კორონავირუსი განიხილებოდა როგორც ნაკლებად რეინფიცირების უნარის მქონე ვირუსი და გარკვეულწილად ეს ნიშნავდა, რომ თუ პირი ერთხელ გადაიტანდა კორონავირუსს, ორგანიზმს ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი საკმაოდ დიდხანს ჰქონდა. მაგრამ „ომიკრონმა“ ეს ყველაფერი შეცვალა“, – განაცხადა ჩხაიძემ.როგორც მან განმარტა, დღეისათვის არცერთი ადამიანი, რომელსაც გადატანილი აქვს კორონავირუსის წინა შტამები, არ ითვლება დაცულად და ნებისმიერ დროს შეიძლება „ომიკრონით“ დაინფიცირდეს.საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოორნავირუსის 11.235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 204.345 აქტიური შემთხვევაა, რომელთაგანაც 5.947 სტაციონარში მკურნალობს.
https://sputnik-georgia.com/20220207/ert-tveshi-buster-dozit-17850-piri-aicra-264211194.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/04/263364126_760:475:2858:2048_1920x0_80_0_0_7c3a8b0c3537c719c09bd807ad5a3a08.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო კორონავირუსი ინფიცირებულები პირბადე
საქართველო კორონავირუსი ინფიცირებულები პირბადე
რომელი ნიღაბი გვიცავს უკეთ „ომიკრონისგან“? ჩხაიძის განმარტება
16:51 07.02.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) საქართველოში კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამის გამოჩენასთან ერთად რეინფიცირების შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა.
თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. ბოლო კვლევები მიუთითებს, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში ჩვეულებრივი ქირურგიული ნიღაბი 60%-ით იცავს, ე.წ. რესპირატორი N95-ის დაცვის მაჩვენებელი კი 85%-მდეა, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ბრიფინგზე.
საქართველო „ომიკრონ“ შტამისგან გამოწვეულ კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას ებრძვის, რომელიც ქვეყანაში პირველად გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. „ომიკრონთანაა“ დაკავშირებული ინფიცირების შემთხვევების „ანტირეკორდები". ქვეყანაში ინფიცირების ყველაზე მაღალი დღე-ღამური მაჩვენებელი – 26.320 ახალი შემთხვევა 2022 წლის 2 თებერვალს დაფიქსირდა.
„თუ გვინდა, რომ ნიღბის საშუალებით ვიყოთ დაცული, უმჯობესია გამოვიყენოთ „რესპირატორი“. მისი გამოყენება უფრო ხანგრძლივად არის შესაძლებელი, 2-3 დღეც“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
მისი თქმით, დღეისათვის „ომიკრონი“ განიხილება როგორც ყველაზე მაღალი რეინფიცირებისა და გავრცელების უნარის მქონე ვირუსი. როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, სავარაუდოდ, ქვეყანაში რეინფიცირების 10.997 შემთხვევაა, მაშინ, როცა პანდემიის დასაწყისში, როდესაც ვირუსის ჩინური ვარიანტი ცირკულირებდა, მსოფლიოში დაფიქსირებული იყო რეინფიცირების მხოლოდ 114 შემთხვევა.
„კორონავირუსი განიხილებოდა როგორც ნაკლებად რეინფიცირების უნარის მქონე ვირუსი და გარკვეულწილად ეს ნიშნავდა, რომ თუ პირი ერთხელ გადაიტანდა კორონავირუსს, ორგანიზმს ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი საკმაოდ დიდხანს ჰქონდა. მაგრამ „ომიკრონმა“ ეს ყველაფერი შეცვალა“, – განაცხადა ჩხაიძემ.
როგორც მან განმარტა, დღეისათვის არცერთი ადამიანი, რომელსაც გადატანილი აქვს კორონავირუსის წინა შტამები, არ ითვლება დაცულად და ნებისმიერ დროს შეიძლება „ომიკრონით“ დაინფიცირდეს.
საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოორნავირუსის 11.235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 204.345 აქტიური შემთხვევაა, რომელთაგანაც 5.947 სტაციონარში მკურნალობს.