Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

აიცერი და ჩაგერიცხება: ერთ თვეში „ბუსტერ-დოზით" 50 წელს ზემოთ ასაკის 17.850 მოქალაქე აიცრა

© photo: SputnikTBC bank-ის ბანკომატი
TBC bank-ის ბანკომატი - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2022
გამოწერა
საქართველო „ომიკრონ“ შტამისგან გამოწვეულ კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას ებრძვის.
თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ–დოზის წამახალისებელი მექანიზმის ამოქმედებიდან ერთ თვეში ვაქცინა 50-დან 60 წლამდე ასაკის 17.850-მა ადამიანმა გაიკეთა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან.
რაც შეეხება 60 წელს ზემოთ მოქალაქეებს, ამ დროისათვის ვაქცინის მესამე დოზით აცრილია 134.153 პირი.
მთავრობა ვაქცინაციის მაჩვენებლის გაზრდის მიზნით ქვეყანაში სხვადასხვა წამახალისებელ კამპანიას ატარებს. გასული წლის ნოემბრის ბოლოს ვაქცინაციის ტემპის გაზრდის მიზნით დაწყებულმა მატერიალური წახალისების პროგრამამ, რომელიც კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფებზეა გათვლილი, გაამართლა.
კერძოდ, 9 ნოემბერს საქართველოში 60 წელს ზემოთ ასაკის პირთა მატერიალური წახალისების პროგრამა დაიწყო, შემდეგ კი პროგრამაში მონაწილე პირების ასაკობრივი ზღვარი გაფართოვდა. 200-ლარიან ერთჯერად დანამატს იღებს 50 წელს ზემოთ ასაკის ყველა მოქალაქე, ვინც ვაქცინის პირველი დოზით აიცრება.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2022
COVID-19 - ბოლო ცნობები
ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამა კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 50 წელს ზემოთ პირი, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე, ე.წ. ბუსტერ-დოზას გაიკეთებს, სახელმწიფოსგან 100 ლარს მიიღებს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, წამახალისებელი პროგრამა თებერვლის ბოლომდე იმოქმედებს.
ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე – booking.moh.gov.ge. მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში აცრა კი შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე.
3 თებერვალს იმუნიზაციის საბჭომ მოსახლეობის იმუნიზაციის ეროვნული გეგმა დაამტკიცა, რომლის თანახმად, ივლისამდე ქვეყანაში მოსახლეობის 70% უნდა იყოს ვაქცინირებული.
7 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 2.751.192 აცრა; სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 1.227.138 ადამიანი (ზრდასრული მოსახლეობის 42,7%). ბუსტერ–დოზა გაკეთებული აქვს 181.839 ადამიანს.
ყველა ახალი ამბავი
0