https://sputnik-georgia.com/20220202/vakcinaciis-waxalisebis-programa-gaxangrzlivda-264092978.html
ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამა კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა
ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამა კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა
Sputnik საქართველო
საქართველო „ომიკრონ“ შტამისგან გამოწვეულ კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას ებრძვის. 02.02.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-02-02T18:40+0400
2022-02-02T18:40+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/01/260068714_0:244:3071:1972_1920x0_80_0_0_ee444a43a3b47527ff7b40a931c7941b.jpg
თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. 50 წელს ზემოთ მოქალაქეები, რომლებიც თებერვალში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველ დოზას გაიკეთებენ, მთავრობისგან 200 ლარს მიიღებენ.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის განკარგულებას 31 იანვარს მოაწერა ხელი.ვაქცინირებულ პირთა შესახებ ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს თვეში ორჯერ მიეწოდება, რომელიც ინფორმაციის მიღებიდან მომდევნო 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მოქალაქისთვის თანხის ჩარიცხვას.ერთჯერადი დანამატის ჩარიცხვა „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მათსავე ანგარიშზე მოხდება. გამყრელიძე: წახალისების შემდეგ აცრებზე მიმართვიანობა გაოთხმაგდა>>>მთავრობა ვაქცინაციის მაჩვენებლის გაზრდის მიზნით ქვეყანაში სხვადასხვა წამახალისებელ კამპანიას ატარებს. გასული წლის ნოემბრის ბოლოს ვაქცინაციის ტემპის გაზრდის მიზნით დაწყებულმა მატერიალური წახალისების პროგრამამ, რომელიც კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფებზეა გათვლილი, გაამართლა.9 ნოემბერს საქართველოში 60 წელს ზემოთ ასაკის პირთა მატერიალური წახალისების პროგრამა დაიწყო, შემდეგ კი პროგრამაში მონაწილე პირების ასაკობრივი ზღვარი გაფართოვდა. 200-ლარიან ერთჯერად დანამატს იღებს 50 წელს ზემოთ ასაკის ყველა მოქალაქე, ვინც 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში ვაქცინის პირველი დოზით აიცრა. გარდა ამისა, 50 წელს ზემოთ პირი, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე, ე.წ. ბუსტერ-დოზას გაიკეთებს, სახელმწიფოსგან 100 ლარს მიიღებს.ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე – booking.moh.gov.ge. მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში აცრა კი შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე.2 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 2.730.067 აცრა; სრულად ვაქცინირებულია 1.222.843 ადამიანი (ზრდასრული მოსახლეობის 42.6%). ბუსტერ–დოზა გაკეთებული აქვს 167.864 ადამიანს.წყარო: საქართველოს მთავრობა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/01/260068714_517:214:2963:2048_1920x0_80_0_0_a56362e501547fd78a3b6532657f923c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , covid-19
ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამა კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა
18:40 02.02.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) საქართველო „ომიკრონ“ შტამისგან გამოწვეულ კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას ებრძვის.
თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. 50 წელს ზემოთ მოქალაქეები, რომლებიც თებერვალში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველ დოზას გაიკეთებენ, მთავრობისგან 200 ლარს მიიღებენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის განკარგულებას 31 იანვარს მოაწერა ხელი.
„50 წლის და მეტი ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც 2022 წლის 1 იანვრიდან 28 თებერვლის ჩათვლით პერიოდში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველადად (ორი დოზის აცრის შემთხვევაში, პირველი დოზით ვაქცინაცია) აიცრება უფლებამოსილ სამედიცინო დაწესებულებებში, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში არსებულ ამცრელ კაბინეტებში ან გამსვლელი ბრიგადების მეშვეობით, ავტომატურად ხდება ერთჯერადი სოციალური დახმარების – 200 ლარის მიმღები“, – ნათქვამია განკარგულებაში.
ვაქცინირებულ პირთა შესახებ ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს თვეში ორჯერ მიეწოდება, რომელიც ინფორმაციის მიღებიდან მომდევნო 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მოქალაქისთვის თანხის ჩარიცხვას.
ერთჯერადი დანამატის ჩარიცხვა „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მათსავე ანგარიშზე მოხდება.
მთავრობა ვაქცინაციის მაჩვენებლის გაზრდის მიზნით ქვეყანაში სხვადასხვა წამახალისებელ კამპანიას ატარებს. გასული წლის ნოემბრის ბოლოს ვაქცინაციის ტემპის გაზრდის მიზნით დაწყებულმა მატერიალური წახალისების პროგრამამ, რომელიც კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფებზეა გათვლილი, გაამართლა.
9 ნოემბერს საქართველოში 60 წელს ზემოთ ასაკის პირთა მატერიალური წახალისების პროგრამა დაიწყო, შემდეგ კი პროგრამაში მონაწილე პირების ასაკობრივი ზღვარი გაფართოვდა. 200-ლარიან ერთჯერად დანამატს იღებს 50 წელს ზემოთ ასაკის ყველა მოქალაქე, ვინც 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში ვაქცინის პირველი დოზით აიცრა. გარდა ამისა, 50 წელს ზემოთ პირი, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე, ე.წ. ბუსტერ-დოზას გაიკეთებს, სახელმწიფოსგან 100 ლარს მიიღებს.
ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე – booking.moh.gov.ge. მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში აცრა კი შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე.
2 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 2.730.067 აცრა; სრულად ვაქცინირებულია 1.222.843 ადამიანი (ზრდასრული მოსახლეობის 42.6%). ბუსტერ–დოზა გაკეთებული აქვს 167.864 ადამიანს.