Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

გამყრელიძე: წახალისების შემდეგ აცრებზე მიმართვიანობა გაოთხმაგდა

© Government of Georgiaამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე
ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2021
გამოწერა
მოსახლეობის სულ მცირე 60% უნდა აიცრას, რათა გარდატეხა მოხდეს ეპიდსიტუაციაში, აღნიშნა გამყრელიძემ.
თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წახალისების გამოცხადების შემდეგ აცრების მაჩვენებელი გაიზარდა, კვირის სამუშაო დღეებში აიცრა 7 ათასი და ოდნავ მეტი, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში წახალისების მექანიზმი ამუშავდა და 200 ლარი ეძლევათ 60 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეებს ვაქცინის გაკეთებისთვის, ამ ასაკის მოსახლეობის აცრებზე მიმართვიანობის მაჩვენებელი გაოთხმაგდა, მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი.
„ძალიან მაღალ დატვირთვაზე მუშაობს ჯანდაცვის სისტემა. დღევანდელი გარდაცვალების რიცხვია არის 76, რაც ძალიან ტრაგიკულია. ამ შემთხვევების პრევენციის ერთდერთი იარაღი არის ვაქცინაცია. ვაქცინაციის მოცვა გვაქვს 34,3%, რაც ძალიან დაბალია... მიუხედავად ამდენი საუბრისა, დამყოლობა ძალიან დაბალია“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ბავშვთა რეანიმაცია - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
მისივე თქმით, იმისათვის, რომ ეპიდსიტუაციაში ოდნავი გარდატეხა მოხდეს, მოსახლეობის მინიმუმ 60% უნდა აიცრას.
გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ მრავალი მოწოდების მიუხედავად, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი საგრძნობლად დაკლებულია.
„დავდივარ რაიონებში, სოფლებში, თბილისში, სამწუხაროდ, პირბადის მაჩვენებელი მაინც დაბალია - 37%, როცა გვინდა, რომ იყოს 80-90%. პირბადე ვაქცინის შემდეგ ერთ-ერთი მთავარი დამცავი იარაღია“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
ქვეყანაში 8 ნოემბრიდან ამოქმედდა პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 200-ლარიან დანამატს ის პირები მიიღებენ, ვინც 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში აიცრება.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
200-ლარიანი ერთჯერადი დანამატი ვაქცინირებულ პენსიონერებს დღეს დაერიცხებათ
გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები, მათ შორის თავად ამირან გამყრელიძე, რეგიონებს სტუმრობენ და იქ სხვადასხვა წამახალისებელ ღონისძიებებს აწყობენ. მაგალითად, გუშინ ასეთი აქცია გურჯაანსა და მარნეულში ჩატარდა, სადაც ვაქცინაციის სანაცვლოდ მოსახლეობას მობილური იუსტიციის სახლის სხვადასხვა მომსახურება უფასოდ შესთავაზეს. უფასო პირადობის მოწმობის და პასპორტის სანაცვლოდ აიცრა ათობით ადამიანი, მათ შორის პენსიონერები, აღნიშნა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.
საქართველოს პასპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
პირადობის მოწმობა და პასპორტი უფასოდ: მარნეულში ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამა დაიწყო
საქართველოში ვაქცინირებული პირებისთვის 1 დეკემბრიდან „მწვანე პასპორტების" კონცეფცია ამოქმედდება. „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. მოქალაქეები სხვადასხვა ობიექტებში (კვების ობიექტები, რესტორნები, კაფე-ბარები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები და სათამაშო ბიზნესის ობიექტები, სპა-ცენტრები, ფიტნეს-დარბაზები, სასტუმროები) მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტით" შეძლებენ შესვლას.
ყველა ახალი ამბავი
0